რეიუნიონი | ||
---|---|---|
დროშა. | გერბი. | |
ადგილმდებარეობა. | ||
დედაქალაქი | სენ–დენი. | |
პრეზიდენტი | პოლ ვერჟეს. | |
კანტონი | 49 | |
კომუნა | 24 | |
ფართობი | 2 512 км² | |
მოსახლეობა | (2008) 785 000 | |
კუნძული რეიუნიონი –
მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ მადაგასკარის
აღმოსავლეთით,საფრანგეთის ზღვის გადაღმა რეგიონი.
ტერიტორის ფართობი–2512 კვადრატული კილომეტრი.კუნძული რეიუნიონი –მასკარენის კუნძულებიდან ყველაზე დასავლეთით მდებარეობს.იგი ვულკანური წარმოშობისაა და მთიანია.უმაღლესი წერტილია ჩამქრალი ვულკანი პითონ–დე–ნეჟ(3069 მ).კუნძულზე არის აგრეთვე მოქმედი ვულკანი პითონ–დე–ლა–ფურნეზ(2631 მ.)კუნძულის ფართობის 20 % უკავია ლავურ ნაკადებს.კუნძულის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია ეროზირებული ვულკანური რაიონი ფართო ცირკებით.განაპირა ნაწილში კი წარმოდგენილია ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგები.მდინარებზე ბევრი ჩანჩქერებია.ცირკევი ქმნიან მაგიდისებურ პლატოს.ის კუნძულის დასავლეთ ნაწილში დაფარულია ტყით და პლანტაციებით.პლატოს სამხრეთ–აღმოსავლეთი მოკლებულია ნიადაგებს,რადგან ის აგებულია შავი ბაზალტით.კლიმატი ტროპიკული პასატურია.მთებში ტროპიკული ტყე და მინდვრებია,სამხრეთ–დასავლეთით კი სავანა.
Комментариев нет:
Отправить комментарий