пятница, 17 августа 2012 г.

სამეფო კობრა.

სამეფო კობრა (Ophiophagus hannah) — გველი ასპიტისებრთა ოჯახისა. სიგრძე — 4 მ-მდე, ცალკეული ეგზემპლიარები 5,5 მეტრსაც აღწევენ. (სამეფო კობრა მსოფლიოში ყველაზე დიდი შხამიანი გველია) კობრას თავზე, კეფის ფარების უკან ნახევარრკალად განლაგებულია 6 დამატებითი ფარი.სხეული მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, გასდევს განივი ზოლები, რომელნიც მუქი და ვიწროა თავისაკენ, ხოლო ფართო და შედარებით ღიაა კუდისაკენ. გვხვდება ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთშიინდოჩინეთში,ზონდის კუნძულებზე და ფილიპინებზე. ბინადრობს — ტყიან ადგილებში, ირჩევს ხშირ ბალახოვან ადგილებს. ხშირად გვხვდება დასახლებულ რაიონებშიც. ცოცავს ხეებზე და კარგად ცურავს, თუმცა ძირითადად ცხოვრობს მიწაზე. ცხოვრობს დღის ცხოვრებით და ნადირობს ძირითადად სხვა გველებზე — როგორც შხამიანებზე, ისე უშხამოებზე, იშვიათად ხვლიკებზეც. კვერცხმდებია. იკეთებს სპეციალურ ბუდეს ფოთლებისა და ტოტებისგან, რომლებსაც ხვეტავს სხეულის წინა ნაწილით. ცენტრში დებს 20-40 კვერცხს და ფარავს ფოთლებით. თვითონ თავსდება ზემოთ და იცავს ბუდეს მტრისაგან. იშვიათად მას ეხმარება მამრიც. შხამი ძალიან ძლიერია, მისი რაოდებობა (გველის სიდიდს გამო) კბენის დროს დიდია, შხამი 30 წუთში კლავს ადამიანს. არის შემთხვევები სპილოს სიკვდილისაც. არსებობს მონაცემები, რომ სამეფო კობრას აქვს მიდრეკილება, ადამიანს თავს დაესხას უმიზეზოთ და უკან მისდიოს მას. ჩვეულებრივ სხვა გველები მხოლოდ თავდაცვის მიზნით კბენენ ადამიანს, კობრას ასეთი ქმედება კი, მეცნიერთა აზრით, განპირობებულია მისი ე.წ. ბუდეთმშენებლური ცხოვრების წესით.







 


Комментариев нет:

Отправить комментарий