четверг, 22 марта 2012 г.

ტუნდრის ბიომი.


იცით, რომ არქტიკული ტუნდრა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ბიომია?იგი დახლოვებით 10 000 წლის წინ ჩამოყალიბდა.ის მდებარეობს ჩ.განედის 40-70 გრადუსიან პარალელებს შორის.მას უკავია დედამიწის ზედაპირის 20 %.როგორც წესი იქ ძალიან ცივა და ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ დაბალია.
თითქმის ყველა ტუნდრა მდებარეობს ჩრდილო ნახევარსფეროში.მცირე ,ტუნდრის მსგავსი ფრაგმენტები არსებობს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიდაზე.საშუალო წლიური ტემპერატურა ტუნდრა –სახელწოდება მომდინარეობს ფინური სიტყვიდან,რაც ნიშნავს უნაყოფო მიწას.აქ მიწა მუდმივად გაყინულია,ამიტომ ხეები ვერ იზრდებიან.
შიშველ და ზოგჯერ კლდოვან ადგილებზე შესაძლებელია მხოლოდ დაბალი ხების,ხავსების,მღიერების,ბალახების ზრდა ზაფხულში,როცა თოვლი დნება.ტუნდრა დაფარულია ჭაობებით და ტბებით,რომელთა ირგვლივ ფრენენ სხვადასხვა სახეობის მწერები და მოფრინავენ გადამფრენი ფრინველები.
ძირითადი სეზონებია ზამთარი და ზაფხული.ტუნდრა მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურების ბიომია.ზამთარში შესაძლებელია ტემპერატურის ვარდნა –70 გრადუსამდე.ზაფხულში მზე ანათებს თითქმის 24 სათის განმავლობაში და ტემპერატურა შეიძლება ავიდეს + 12 გრადუსამდე.
ასეთ პირობებში ძნელია მცენარეთა არსებობა.აქ იზრდება ჯუჯა ტირიფის და არყის ხე.ზაფხულში ბალახები ძალზე მკვეთრად შეფერილ ყვავილებს ინვითარებენ,რომ მწერები მიიზიდონ.მრავალფეროვნებით არც ცხოველთა სამყარო გამოირჩევა.აქ ძირითადად მცირე ზომის ,თეთრი ფერის ბეწვის მქონე ცხოველები ბინადრობენ:ლემინგები,კურდღლები,არქტიკული მელიები.ტუნდრის ტიპიური ცხოველია ცხენ–ირემი(ლოსი.)ფრინველები დებენ ყინვაგამძლე კვერცხებს.