четверг, 8 марта 2012 г.

ტიტა.




ტიტა____შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეა , აქვს მომრგვალებული ან კვერცხისებრი ბოლქვი;ცილოინდრული სწორმდგომი ღერო,რომლის სიგრძე 6-50 სმ-ს აღწევს,აქვს 2-6 ფოთოლი,უვითარდება ერთი ან რამდენიმე ყვავილი,რომელიც მზიან ამინდში გადახსნილია,ღამიღთ კი იხურება,ჯვარედინი მტვენია.ნაყოფი სამწახნაგიანი კოლოფია,თეცლი ბრტყელი(მოყავისფრო ყვითელი). მრავლდება თესლით და ბოლქვებით,გვარში 140 სახეობაა.საქართველოში გავრცელებულია
ტიტას რამოდენიმე სახეობა: ამჟამად კულტურაში ველური სახეობებისაგან მიღებულია
4000-ზე მეტი ჯიში.
ყვავილობს 15 დღეს,საგვიანო ჯიშები 25-30 დღეს.გავრცელებულია შუა აზიაში,კავკასიაში,ევროპის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში,აგრეთვე ციმბირში. იგი
იყოგა საბაღო ჯიშებად:ადრეულა,ბუთხუზა-ყვავილა,ტრიუმფა,კოტეჯისა,დარვინისა და სხვა.
ტიტას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში კლდებაღის ყვავილწნულების გასაფორმებლად და თაიგულისათვის.
ტიტას ოჯახის მცენარეებს აქვს ერთლებნიანი კლასისათვის დამახასიათებელი
ყველა ნიშანი: 1. ერთლებნიანი ჩანასახი. 2.ფუნჯა ფესვი 3.ფოთლის რკალური დაძარღვა
4.მარტივ ყვავილსაფრიანი ყვავილი. შროშანისებრთა ოჯახში 3000-ზე მეტ სახეობას იღვლიან
მათი უმეტესობა მრავალწლოვანი ბალახოვანი ბოლქვიანი ან ფეცვიანი მცენარეებია . ლანცეტა---ხაზური ან სხვა ფორმის ფოთლებით.შროშანისებრთა ოჯახის ბევრი მცენარის ყვავილები შეკრებილია ყვავილედად.ზოგიერთს კი მარტივი ყვავილი უვითარდება.
ტიტას არა აქვს ცალკე ჯამი და გვირგვინი ე.ი.ორმაგი ყვავილსაფარია,ამიტომ ასეთ ყვავილსაფარს მარტივი ყვავილსაფარი ეწოდება.ტიტას ყვავილსაფარი 6 ფურცლიანია
და ორ წრედ არის განლაგებული.ყვავილსაფრის ყველა 6-ვე ფურცელი ერთნაირია და კაშკაშადაა შეფერილუი.მტვრიანებიც ექვსია,ყვავილის ცენტრში ერთი მსხვილი ბუტკოა..
რომლის მოკლე სვეტი სამნაკვთიანია და დინგითაა დაბოლოებული.ნაყოფი მრავალთეს -ლიანი კოლოფია. ტიტას ბოლქვებიდან იზრდება ფუნჯა ფესვი,ხოლო ზევით აღიმართება ყვავილოვანი ღერო. ტიტას ცალკეული მარტივი ღერო იტანს რამოდენიმე მკვრივ ,ხორციან მკვეთრ მწვანე ფოთლებს და მთავრდება სახეობისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმისა და ფერის ყვავილით.მისი ყვავილი არის სწორი ორაქესიანი. ორმაგი განაყოფიერების შემდეგ მიღებულ თესლკვირტს,რომელშიც მოთავსებულია ჩანასახი და საკვების მარაგი,ეწოდება თესლი. ტიტას ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია ,ხოლო თესლი ბრტყელია.თესლის გარდა 
იგი მრავლდება პატარა ბოლქვებით,რომელიც მრავლდება ღეროს ფუძით მიწაში.
მრავალწლობან ბალახოვან მცენარეებს აქვთ მიწისქვეშა საკუჭნაო .ყოველწლიურად შემოდგომობით მცენარეთა ნიწისზედა ნაწილი კვდება ,ნიადაგში რჩება ფესვები და სახეშეცვლილი მიწისქვეშა ყლორტი .სწორედ ამ მიწისქვეშა ყლორტებში გროვდება ორგანული საკვები ნივთიერებების მარაგი.ყლორტების მიწისქვეშა სახეცვლილებებია 
ფესურა,გორგლი და ბოლქვი.ბოლქვი არის სახეშეცვლილი ყლორტი.ბოლქვს ივითარებს ტიტა. ბოლქვის ზედა ნაწილი ,რომელსაც ძირს უწოდებენ,გასქელებული და ბრტყელია,ეს სახეშეცვლილი ღეროა.ბოლქვის ძირიდან კი ამოზრდილია მრავალი ქერქლი. ტიტას გამოზამთრება ხდება მის მკვრივ ბოლქვში.
ტიტას ჯიში იყოფა ორ ქვეყიშად :EUTULIPA და ORITHYIA .უფრო მეტად გავრცელებული ტიტები მიეკუთვნება T. GESNERIANA L.,სახეობას,რომელიც ველურად იზრდება აღმოსავლეთ რუსეთში,იალტაში,სომხეთში. კულტურაში ცნობილია ამ ჯიშის მრავალი სახეობა ყველანაირი შეფერილობის ყვავილებით -როგორც ერთფერი,ასევე აჭ-
რელებული ;როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბუთხუზა.
კულტურაში გვხვდება სხვა სახის ტიტებიც :S.SUAVEOLENS RTH.,მრავალრიცხოვანი სახეობებით (DUCVAN THOL, REX RUBRORUM და სხვა),GREIGII RGI., T.PUBESCENS WILLD.,
T.EICHIERI RGL. და სხვა .
ევროპის რუსეთში შემდეგი სახეობები:1).G.SILVESTRIS L.,ტყის ტიტა ყვითელი ყვავილებით ,ყვავილსაფრის ფოთლები წამახვილებული აქვს. ,2). T.BIEBERSTEINIANA R. ET SCH.,ყვავილი ნაკლებად შეკრულია და ყვითელი ფერისაა . მტვტის პარკები 2-4-ჯერ მეტია სამტვრე პარკებზე 3) T.BIFLORA L. იზრდება რუსეთის სამხრეთით .აქვს 2-5 პატარა მომწვანო ფერის ყვავილები. 4) T. GESNERIANA L., სტეპების ტიტა .იზრდებაქ რუსეთის აღმოსავლეთით და სამხრეთირ,ყვავილები ყვითელი აბ მკვეთრად წითელი აქვთ, ხოლო ყვავილსაფრის ფურცლები წაგრძელებულია. 
ველური ტიტები გავრცელებულია ჩვენშიც,საქართველოში ,კერძოდ ქართლში (თბილისის მიდამოებში) კლდოვანსა და მშრალ ფერდობებზე,იშვიათად ნათესებშიც გვხვდე-ბა კაშკაშა წითელი,მსხვილი ყვავილების მქონე ტიტა (Tulipa Eichleri) რომლებიც აპრილში ყვავის,იგი მეტად ლამაზია და ამრავლებენ ბაღებში შვილეული ბოლქვებითა და თესლით თბილისის მიდამოებში -თელეთის ქედზე და მცხეთის მახლობლად(მარტაზის ხეობა ),უმთავრესად ტყის პირობებში და ბუჩქნარებში, მერად იშვიათად ნათესებშიც;გვხვდება ყვითელყვავილაც ანუ ტყის ტიტაც(Tulipa bieberste iniana). ტყის ტიტა აგრეთვე მეტად ლამაზია;იგი ვერ ეგუება გაშლილ და ფიცხ ადგილებს .მისი ადგილსამყოფელი ნახევრად მოჩრდილული უნდა იყოს.გამრავლება შეიძლება შვილეული ბოლქვებითა და თესლით.
ტიტას მრავალ სახეობას იმრავლებენ,როგორც საყვარელ დეკორატიულ მცენარეს.ტიტა

განსაკუთრებით მოდაში იყო X٧ІІ საუკუნეში ,როცა ის საკმაოდ ძვირი ღირდა .