понедельник, 6 августа 2012 г.

თურ ჰეიერდალი-მეოცე საუკუნის უდიდესი მოგზაური და გეოგრაფი.




დაბადების თარიღი:
დაბადების ადგილი:
გარდაცვალების თარიღი:
გარდაცვალების ადგილი:
მოქალაქეობა:
სამეცნიერო სფერო:
ალმა-მატერი:
ოსლოს უნივერსიტეტი

თურ ჰეიერდალი (ნორვ. Thor Heyerdahl; დ. 6 ოქტომბერი 1914ლარვიკი — გ. 18 აპრილი 2002კოლა-მიკერიიტალია) — ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური და მწერალი. გვევლინებოდა როგორც ეთნოგრაფიზოოლოგი და გეოგრაფი, რომელიც ინტენსიურად სწავლობდა კულტურული მემკვიდრეობისა და ტრანსოკეანური მიგრაციების შესაძლებლობას ძველ და ახალ სამყაროს შორის. ჰეიერდალი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ტივით „კონ-ტიკი“ გადაცურა წყნარი ოკეანე სამხრეთ ამერიკიდან არქიპელაგ ტუამოტუმდე1953 წელს აღმოაჩინა ინკებამდელი პერიოდის ნასახლარის ნაშთები გალაპაგოსის კუნძულებზე.
II მსოფლიო ომში (1939-1945) ნორვეგიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. ჰეიერდალის სამეცნიერო-მხატვრული წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 2011 წლის მაისში თურ ჰეიერდალის არქივები მიემატა „მსოფლიოს ხსოვნა“, იუნესკოს რეესტრს. ამჟამად აღნიშნული სია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებიდან შეიცავს 238 კოლექციას
ჰეიერდალი დაიბადა ქალაქ ლარვიკში, ლუდის მეწარმის თურ ჰეიერდალისა და მისი მეუღლის ელისონ ლინგის ოჯახში. პატარა ასაკიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა ზოოლოგიის მიმართ. ამასთანავე საკუთარ სახლთან გაკეთებული ჰქონდა ზოო-მუზეუმი. ოსლოს უნივერსიტეტში სწავლობდაზოოლოგიასა და გეოგრაფიას. ამასთან ერთად ჰეიერდალმა არაოფიციალურად შეისწავლა პოლინეზიური კულტურა და ისტორია; ჰეიერდალის მრჩეველი ამ საკითხებში იყო მდიდარი ნორვეგიელი ღვინის ვაჭარი ბიერნ კრეპელინი, რომელსაც ეკუთვნოდა პოლინეზიის შესახებ არსებული უმდიდრესი კერძო კოლექცია – წიგნები და სხვადასხვა ქაღალდები. ბიერნ კრეპელინის უმდიდრესი ბიბლიოთეკა შემდგომში შეისყიდა ოსლოს უნივერსიტეტმა; კრეპელინის ბიბლიოთეკა შეუერთდა კონ-ტიკის მუზეუმის განყოფილებას.
ბერლინში სწავლების შემდეგ, თურ ჰეიერდალის მასწავლებლებმა – ზოოლოგიის პროფესორებმა კრისტიან ბონევმა და იალმარ ბროკმა ითავეს და დააფინანსეს პროექტი, რომელიც მიმართული იყო პოლინეზიის რამდენიმე იზოლირებული კუნძულის მოსანახულებლად და ასევე იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდნენ კუნძულებზე ცხოველები.
1936 წლის დეკემბერში თურ ჰეიერდალი დაქორწინდა ლივ კუშერონ-ტორპზე (დ. 1916), რომელიც ჰეიერდალმა გაიცნო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ლივ კუშერონ-ტორპი ჰეიერდალის თითქმის ყველა ექსპედიციებში მონაწილეობდა (გარდა კონ-ტიკის ექსპედიციისა). წყვილს ორი შვილი ყავდა, უმცროსი თური და ბიორნი. ცოლქმრობა განქორწინებით დამთავრდა. 1949 წელს თურ ჰეიერდალმა იქორწინა ივონ დედეკამ-სიმონსენზე. წყვილს ყავდა სამი შვილი: ანეტი, მერიანი და ჰელენ ელიზაბეთი. წყვილი ერთმანეთს დაშორდა 1969 წელს. თავის ავტობიოგრაფიაში იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უნდა აეღო მთელი ბრალდება მათი გაყრის გამო.[3]
1991 წელს თურ ჰეიერდალმა ცოლად მოიყვანა ჟაკლინ ბირი (დ. 1932). ისინი ტენერიფეზე ცხოვრობდნენ (კანარის კუნძულები) და აქტიურად იყვნენ ჩაბმულები არქეოლოგიურ პროექტებში, განსაკუთრებით მათ ინტერეს იწვევდა ტუკუმე (პერუ) და აზოვი (რუსეთი), თუმცა თურ ჰეიერდალი 2002 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ჰეიერდალს ჩაფიქრებული ჰქონდა არქეოლოგიური პროექტირების განხორციელება სამოას კუძულებზე.
თურ ჰეიერდალი გარდაიცვალა 2002 წლის 18 აპრილს, იტალიის ერთ-ერთ სოფელ კოლა-მიკერიში. იტალიაში იგი თავის უახლოეს ოჯახის წევრებთან ერთან იმყოფებოდა, რათა სააღდგომო დღესასწაული აეღნიშნა. დაკრძალულია კოლა-მიკერიში -იტალია.

წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki,
http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&v=xHDq2fboqQo&NR=1