понедельник, 20 августа 2012 г.

მტკნარი წყლის გიგანტური სკაროსი (ლათ. Himantura Chaophraya)

user posted image
Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

მტკნარი წყლის გიგანტური სკაროსი(ლათ.Himantura Chaophraya) ან "ზღვის ეშმაკი" მსოფლიოში ყველაზე დიდი სკაროსია,რომლის სხეულის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 7 მეტრს.
Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

ამ სკაროსების საბინადრო არეალია ტაილანდის მდინარები(მეკონგი,მეკლონგი,ჩაოპრაია,ტაჩინი,ბან პაკონგი,ტაპი),ინდონეზიაში მდინარე მახაკამი კუნძულ კალიმანტანზე,მალაიზიაში მდინარე კინაბატანგანი საბახეზე.მათ აგრეთვე შეიძლება შევხვდეთ კუნძულ ბორნეოზე,ახალ გვინეასა და ავსტრალიაში.
Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

სხეული სფეროსებურია  სამკუთხედის ფორმის ცხვირით და გრძელი მოქნილი კუდით.
სფეროს დიამეტრმა შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს.ამ გიგანტის წონა შეადგენს 450-500 კილოგრამს.სხეულის ზედა ნაწილი ყავისფერი შეფერილობისა,ხოლო ქვედა თეთრი მცირე ნაცრისფერი და ყავისფერი ლაქებით გვერდებზე.


სხეულის წინა ნაწილში განლაგებულია მცირე ზომის თვალები,ლაყუჩები და პირი.ცხვირის და პირის ირგვლივ კანში მოთავსებულია თავისებური სენსორული გადამცემი,რომლის დახმარებით შეუძლია სხვა ცოცხალი არსებების მაგნიტური და ელექტრული ველი დაიჭიროს.ეს საშუალება მას საკვების მოპოვების პროცესს უადვილებს .გადამცემის საშუალებით ფსკერზე ან მღვრიე წყალში დამალული სკაროსი ადვილად პოულობს ნადავლს.
Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)



Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

მტკნარი წყლის გიგანტურ სკაროსს თავის არსენალში საშიში იარაღი აქვს–2 მძლავრი და ბასრი ეკალი,რომლებიც განლაგებულია კუდზე.დიდი ზომის შიდა ეკალი მსხვერპლის დასაჭერად გამოიყენება.ის მუშაობს ჰარპუნის პრინციპით,ადმილად შედის მსხვერპლის სხეულში,მაგრამ ამოძრობას ხელს უშლის მრავალი დაკბილული კიდეები.კუდის დარტყმა ისეთი ძლიერი აქვს,რომ დიდი ეკლით შეუძლია ნავის ფსკერი გატეხოს.
Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

მეორე ეკალი მცირე ზომისა.მისი ძირითადი დანიშნულება შხამის შეშხაპუნება,რომელიც ძალიან საშიშია ადამიანისთვის და შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.შხამი მუქი ფერის ბლანტი ლორწოა.ის გამოდის სპეციალური სადინარიდან და გამომუშავდება საშხამე ჯირკვალში .
Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

სკაროსი იკვევება თევზებით,მოლუსკებით,კიბოსნაირებით და წყლის სხვა უხერხემლოებით.ისინი ცოცხალმშობიარენი არიან.მდედრი შობს ერთ ნაშიერს სიგრძით 34-35 სანტიმეტრი.
Гигантский пресноводный скат или скат-хвостокол (лат. Himantura Chaophraya) (англ. Giant Freshwater Stingray)

სამწუხაროდ მათი რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს.ეს გამოწვეულია თევზის რესურსების ამოწურვით და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შეცვლით.ამიტომ მათი დაჭერა აკრძალულია.თევზაობა დაშვებულია სპორტული მიზნით.დაჭერის და ფოტოსესიის შემდეგ მას ათავისუფლებენ .


წყარო:http://ianimal.ru/topics/gigantskijj-presnovodnyjj-skat

Комментариев нет:

Отправить комментарий