суббота, 25 августа 2012 г.

ბაბუინები.


ბაბუინი ბერძნულიდან ითარგმნება,როგორც "ძაღლისთავიანი ".ლათ Papio Papcynocephalus.ეს სახელწოდება მათ მიიღეს საკმაოდ გამოწეული სახის გამო,რომელიც უჩვეულოა პრიმატებისათვის.მათ ახასიათებთ კიდევ ერთი თავისებურება–  ყვითელი–მოყავისფრო ბეწვი,რომლითაც დაფარულია მთელი სხეული.

Бабуины

 ყველა პრიმატებიდან,რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში,ბაბუინები ყველაზე მეტად აწყდებიან ადამიანს.ისინი თავს ესხმიან სორგოს და სიმინდის ნათესებს მეტად მოხერხებულად.ადგილობრივი მოსახლეობა მათ აღიქვამს გამორჩეულად მავნებლებს.

Бабуины

ბაბუინები ანუ ყვითელი პავიანები ადვილად ეგუებიან განსხვავებულ სარსებო პირობებს ერთნაირად კომფორტულად გრძნობენ თავს,როგორც სავანასა და სტეპის რაიონში,ისე ტყიან და მთიან ადგილებში.

Бабуины

მთავარი პირობაა–არსებობდეს წყალი და ღამის გასათევად უსაფრთხო ადგილი.


Бабуины

ღამის გასათევ ადილს ისინი იწყობენ ხის ტოტებზე ან ციცაბო კლდეებზე,მტაცებლებისაგან მოშორებით.დილით დახლოვებით 7-8 სათზე,როდესაც ნაშიერები თამაშობენ, ერთმანეთს უვლიან და ბეწვს უვარცხნიან.დილის სასიამოვნო პროცედურის შემდეგ ისინი ეწყობიან მჭიდრო კოლონად 2-3 არსება რიგში და ასე მიდიან,სანამ წვნიანი ბალახი ან მცენარის ფესვები არ მიქცევს მათ ყურადღებას.


Бабуины

შემდეგ ისინი გაიშლებიან ნელნელა ივსებენ კუჭს,3 სათის შემდეგ ბრუნდებიან დასვენების ადგილზე.ბაბუინები გადადგილდებიან 4 ფეხზე მაღლა აწეული კუდით.

Бабуины

საღამოს დახლოვებით 6 სათისთვის ბაბუინები გამოდიან სავახშმოდ.დღე მთავრდება იმით ,რითაც დაიწყეს,ჰიგიენური პროცედურებით.ეს არა მარტო სისუფთავეს ნერგავს,არამედ ამტკიცებს კავშირს ერთი ჯგუფის წევრებს შორის.


Бабуины

ბაბუინები ჭამენ,სძინავთ და მოგზაურობენ 50-80 არსება ერთად,მათ შემადგენლობაშია 7-8 მამრი,რამდენიმე ათეული მდედრი და მათი ნაშიერები.წამყვანი როლი ჯოგში ეკუთვნით მდედრებს.ზრდასრული მამრები ტოვებენ ჯოგს.ისინი ურთიერთობას ამყარებენ სხვა მდედრებთან და ხდებიან მათი ჯგუფის წევრები.

Бабуины

ზოგიერთი მამრი კომფლიქტის მოსაგვარნებლად იყენებს პატარას.ჩასჭიდებს რა ხელს მას,სუსტი მიდის ძლიერთან,იცის,რომ ძლიერი მას ვერ შეეხება.

Бабуины

ბაბუინები ყველაფრისმჭამელები არიან.იკვებებიან როგორც ცხოველური ისე მცენარეული საკვებით.მათი საკვების ძირითად რაციონს შეადგენს ბალახი და მცენარეთა ფესვები,კენკრა,ხილი,თესლები,ქერქი და ფოთლები.თამიანთ მენიუს ამრავალფეროვნებენ ცხოველური საკვებით:მწერებით,თევზებით,ფრინველებით და მათი კვერცხებით,მღრღნელებით და აგრეთვე ანტილოპის ნაშიერებით.

Бабуины

ბაბუინების მთავარი მტრები–ადამიანები და ლეოპარდები არიან.მათ შეუძლიათ მტაცებლები გარეკონ ,გამოაჩინონ თავისი ბასრი ეშვები სიგრძით 5 სანტიმეტრი.მაგრამ ადამიანებთან ისინი უპირატესობას ანიჭებენ გაქცევას და დამალვას.მშვენივრად იციან ,რომ მათი ძალები არათანაბარია.

წყარო:http://www.zoopicture.ru