გელადებს ხშირად ბაბუინებს უწოდებენ,მაგრამ სინამდვილეში ეს მაიმუნები მიეკუთვნებიან ცალკე სახეობას და ბაბუინებს არ წარმოადგენენ.ამ მაიმუნების ცნობა ადვილია ვარდისფერი, ბეწვს მოკლებული უბნით მკერდის წინა ნაწილში. ბუნებამ წინასწარ იზრუნა იმაზე,რომ გელადები,რომლებიც მთელ თავის სიცოცხლეს ატარებენ მჯდომარე პოზაში ბალახის შესაგროვებლად,ჰქონოდეთ პოტენციური პარტნიორის მიზიდვის საშუალება და გაგრძელონ თავისი ჯიში.
იმ დროს,როდესაც მდედრი მზადა გასამრავლებლად,მკერდის კანი იღებს მკვეთრ წითელ შეფერილობას,სიგნალს უგზავნის დაინტერესებულ მამრს.
ამ პრიმატების სამშობლო ეთიოპის მთიანეთის იზოლირებული რაიონებია,სადაც ისინი ჯგუფურად ცხოვრობენ რამოდენიმე ათასი არსება.
გელადები ყველაზე მოლაპარაკები არიან ყველა მაიმუნებს შორის,ფართოდ იყენებენ თავიანთ ვოკალურ მონაცემებს ურთიეთობისათვის.მაგალითად,ორმაგი მაღალი ბგერები,გამეორებული 2-5 წამის ინტერვალით გაფრთხილებაა მტაცებლის მიახლოვებისას.
ურთიერთობის სხვა საშუალებებთან ერთად გელადების არსენალში არის მიმიკა,ჟესტები და პოზები,რომლებიც იცვლებიან სიტუაციის და განზრახვის მიხედვით.
Комментариев нет:
Отправить комментарий