четверг, 27 декабря 2012 г.

ლონგიირი.

       ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი შპიცბერგენის არქიპელაგზე,ნორვეგია.
     აქ კლიმატი არქტიკულია.წელიწადის უმეტეს დროს ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალია.საშუალო წლიური 
 ტემპერატურა –6 C-ია.იანვრის საშუალო ტემპერატურა –14,6 გრადუსია,ხოლო ივლისის 6,5 . ყველაზე მაღალი ტემპერატურა
 დარაგისტრირდა 1979 წლის ივლისში 21,3  გრადუსი.ხოლო ყველაზე დაბალი –46,3 გრადუსი 1986 წლის მარტში.
პოლარული ღამე გრძელდება 4 თვემდე,ოქტომბრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვებამდე.პოლარული დღე კი–აპრილის შუა 
რიცხვებიდან აგვისტოს შუამდე.

წყარო:National Geographic Россия

суббота, 15 декабря 2012 г.

კერმოდი.


ლათინურად (Ursus amerikanus kermodei)-ეს არის ამერიკული შავი დათვის ბარიბალის ქვესახეობა,რომელიც ბინადრობს კანადის დასავლეთ სანაპიროს ტყეებში.
Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)
პოლ ნიკლენის ფოტოები.

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)
ბრიტანეთის კოლუმბია. Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

 დათვს კერმოდი უწოდეს ფრენსის კერმოდის საპატივსაცემოდ,რომელმაც პირველმა აღწერა იგი.ინდიელთა ადგილობრივი ტომები კი მას უწოდებენ დათვ–მოჩვენებას.ისინი ბინადრობენ ბრიტანეთის კოლუმბის ჩრდილოეთ სანაპიროზე.განსაკუთრებით ხშირად გვხვდებიან კუნძულ პრინცეს–როიალსა გრიბბელზე.

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)
Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

ორ შავი ფერის დათვს შეიძლება ეყოლოს თეთრი შეფერილობის ბელი, თუ ორივე მშობელი არის შეფერილობის გენის რეცესიული ალელის მატარებელი.ამ შემთხვევაში მისი დაბადების შანსი არის 1:4–თან.
Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

Кермод, или медведь-призрак (лат. Ursus americanus kermodei)

მეცნიერული კლასიფიკაცია:
სამეფო: ცხოველთა,
ტიპი:ქორდიანთა,
კლასი:ძუძუმწოვრების,
რიგი:მტაცებლების,
ოჯახი:დათვისებრთა,
გვარი:დათვების,
სახეობა: კერმოდის დათვი.
წყარო: http://animalworld.com.ua/news/Svjashhennyj-ogon-Apsherona

"სენტრალ პარკი".

მსოფლიოში უდიდესი საქალაქო ბაღი ნიუ–იორკის "სენტრალ პარკია",რომელსაც მანჰეტენის 6 % უკავია.მისი ფართობი 341 ჰექტარია,საიდანაც 55 ჰ–ზე ტყეა,101 ჰ–ზე წყალსაცავები.1965 წელს პარკი ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.პარკს ყოველწლიურად 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს.
Photo: Aerial view of a snowy park
Central Park, New York City.ფოტოგრაფი Melissa Farlov,National Geographic.

суббота, 8 декабря 2012 г.

კუნძული გუამი.

  
მარიანის კუნძულები აღმოაჩინა ფერნანდო მაგელანმა 1521 წელს.ევრორპელებმა კუნძულ გუამს უწოდეს "ისლა–დე–ლას–ლადრონეს ",რაც ნიშნავს ქურდების კუნძულს.ეს დაკავშირებული იყო იმასთან,რომ ადგილობრივი მოსახლეობა გადასაცვლელად მოტანილი წყლის და საკვების სანაცვლოდ იტაცებდა ყველაფერს რასაც გემზე ხედავდა.
  გუამის ღირსშესანიშნაობები ძირითადად განლაგებულია ქალაქ ხაგატნაში,რომელიც თავიდანვე კუნძულის ცენტრი გახდა.ქალაქის ცენტრში მებარეობს გუბერნატორის სასახლის ნანგრევები,მინიატურული თავისუფლების და ბელად კვიპუხეს  ქანდაკება.აქვეა თოვლივით თეთრი ტაძარი დოლჩე–ნომბრე–ლე–მარია–აგანია.ქალაქში მდებარეობს ქვის სვეტები "ლატტე ",რომელთაც ადრე საკულტო დანიშნულება ჰქონდათ.კუნძულის გეოლოგის და ეთნოგრაფის შესახებ შეიტყობთ გუამის მუზეუმში.
   გუამის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს აგრეთვე ქვიშიანი სანაპიროს პლიაჟები.განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პლიაჟი "სტარ–სენდ ".ძალზე საინტერესოა " გან–ბიჩის " პლიაჟი ,სადაც არის იაპონელების დიდი რაოდენობის დაჟანგული იარაღი და სამხედრო ტექნიკა,რომელიც აქ დარჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მთა ლამ–ლამ.

ორი შეყვარებულის სანაპირო.








 გუამის ოკეანარიუმი.

თავისუფლების   ქანდაკება.



ჩანჩქერი ტალოფოფო.


წყარო:http://www.turinfo.ru/attractions/guam/

вторник, 4 декабря 2012 г.

ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე.

ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე მდებარეობს ბავარიის ალპებში.ის 1861 წელს ააგო ბავარიის მეფემ ლუდვიგ II-მ.ციხესიმაგრე ზღაპრულ სასახლეს დაამგვანა:კოშკებით და ხელოვნური გამოქვაბულებით,შიდა კედლების უცნაური დეკორაციებით.
























წყარო:http://www.facebook.com/media/set/?set=a.394338357308067.90650.269864343088803&type=1

воскресенье, 2 декабря 2012 г.

ახალი დროის ,, არგონავტები”.


1984 წლის 3 მაისს ახალი დროის ,, არგონავტებმა” კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად სტარტი აიღო ქალაქ ვოლოსთან – არგოლიკისის ყურედან, იქედან , საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა.  ,,არგოს” ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები,  მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან.  საქართელოს სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებშ შემოსვლისას კი მათ დაემატებოდათ საქართველოს მენიჩბეები, ამიტომ შეარჩიეს სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში…
  მაშინ როცა საქართელოში დიდი სამზადისი იყო ტიმ სევერიანის ექსპედიციის შესახვედრად, არგოს უკვე გავლილი ჰქონდა ეგეოსის ზღვა., ანტიკური ,,  ჰელესპონტი” (დღევანდელი დარდანელის სრუტე), პროპონტიდა (ანუ მარმარილოს ზღვა), ბოსფორი.  ანატოლიის, პაფლაგონიისა და თემისკირის სანაპიროების გასწვრივ სერავდა ზღვას – ევექსინის პონტოს ანუ ,,სტუმართმოყვარე ზღვის” (მიკენურ ეპოქაში იგი ,,აქსონიის პონტო” იყო, ე.ი. არასტუმართმოყვარე ზღვა).  შავი ზღვა ოდითგანვე რთულ სანაოსნო ზღვად ითვლებოდა და შემთხვევითი არ იყო, რომ ამ ზღვაში შემოსული უცხოური გემების კაპიტნები დამატებით გასამრჯელოსაც იღებდნენ.
,,არგო” საბერძნეთის და თურქეთის ტერიტოტიულ წყლებში, ამ ქვეყნების მენიჩბეებმა გამოაცილეს, ხოლო საქართელოს ტერიტორიულ წყლებში ქართელი მენიჩბეები ჩაენაცვლნენ.   1984 წელს ,,არგო” საქართველოში შემოვიდა, მის შესახვედრად ბათუმიდან გავიდა იახტებისა და კატერების ფლოტი აფრებიანი ხომალდის ,,ტოვარიშჩის” ფლაგმანობით, რომელიც ერთ–ერთი უდიდესი ხომალდია მსოფლიოში და ხერსონის საზღვაო სასწავლებელს ეკუთვნის, მასზე პრაქტიკას გადის, შავი ზღვის  ყველა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი.  ხომალდ ,, ტოვარიშჩიდან” ,,არგოზე” გადავიდნენ ნუგზარ ფოფხაძე – საქ. ტელე–რადიო კომიტეტის თავჯდომარე  და სსრკ_ს ცნობილი კინორეჟისორი იური სენკევიჩი, ისინი საქართელოში ამ ღონისძიების მომზადების ორგანიზატორები იყვნენ.  იახტა ,,კოლხიდა”, რომელიც  პირველი შეეგება არგოს, პირველი შეუძღვა ფოთის ნავსადგურში, სადაც ზღვა ხალხი ელოდა სტუმრებს., მათმა მისალმებებმა, სიმღერებმა და ტაშმა სულ გადაფარა ყველაფერი.  ექსპედიციის შემადგენლობას საყვირებით მიესალმნენ საოკეანო გემები.  საპატიო სიტყვით გამოვიდა მოგზაურთა ხლემძღვანელი კაპიტანი ტიმ სევერიანი, მან აღნიშნა, რომ ,,ეკიპაჟი თითქმის სამი თვე ღია ზღვაში ებრძოდა გრიგალსა და უამინდობას, მენიჩბეებს ძალზე გაუჭირდათ, მაგრამ ბოლო სამი კვირის მანძილზე აღფრთოვანებული ვიყავით ფოთთან შეხვედრის მოლოდინშო.”  მან ექსპედიციის მონაწილეთა სახელით, მადლობა მოახსენა შეკრებილთ. ხანმოკლე, გულთბილი შეხვედრის შემდეგ ,,არგო” 22 ივლისს ანტიკური ფაზისიდან გეზი აიღო კავკასიის მთების  და მყინვარწვერების თვალწინ მონარნარე მდინარე რიონისკენ.  მოგზაურებს  მდინარე რიონზე მძიმე სირთულეები შეექმნათ ძაბვის, კაშხალების, ხიდების, ზოგან მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო.  ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმები., უამინდობა, მდინარე რიონის ადიდება.  ადიდებულ მდინარეს თან მოჰქონდა ქვა–ღორღი, ხის მორები და საშიშროება ექმნებოდათ მოგზაურებს.  ხომალდის მეჩეჩებზე გადაყვანისთვის საჭირო შეიქმნა დამხმარე ძალები.   1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდი, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია კოლხეთს.  ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში სახელდახელოდ აღმართეს ქვის სტელა ქართულ–ინგლისურ–რუსული წარწერით.  ჭყვიშში თავმოყრილი იყო რაიონის მოსახლეობა, დედაქალაქიდან, რესპუბლიკის ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები.  ტიმ სევერინს მიეგება თეთრ კაბაში გამოწყობილი თანამედროვე მედეა (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ნინო კაციტაძე ).
,,ჭყვიშის პორტიდან” დაიწყო ტიმ სევერინის მეცნიერული მოგზაურობა საქართველოს მიწაზე. პირველ რიგში იგი ეწვია ვანის არქეოლოგიურ გათხრებს.  მან გამოთქვა იმედი რომ ვანის არქეოლოგიური მონაპოვარი მას დიდად დაეხმარება არგონავტთა მითის, ისტორიულობის საბოლოოდ დამტკიცებაში. ვანის შემდეგ მან მოინახულა ნოქალაქევი და სვანეთი, სადაც ადგილობრივებმა გააცბეს თუ როგორ მოიპოვებდნენ მათი წინაპრები ცხვრის ტყავით ოქროს.
1984 წლის 2 აგვისტოს ,,არგონავტები” გამოემშვიდობნენ ვანს და ვანელებს, იყო აღტაცება და განშორების სინანული,  გამოსამშვიდობებელი კონცერტი, ,,მრავაჟამიერი” , ,,სულიკო”, ინგლისური მეზღვაურული სიმღერები…  იმავე დღეს, ,,არგო” ბათუმამდე მატარებლით ჩაიტანეს, აქედან კი ღამით, ხომალდმა ,,ტოვარიშჩმა” გააცილა სტამბულამდე.
რამოდენიმე თვეში, ,,არგოს” ასლმა გალაკტიონის სახლმუზეუმის გვერდით სამუდამოდ დაიდო ბინა, სწრაფადვე გადაწყდა არგონავტების მუზეუმის აგებაც და ჭყვიშში, საქვეყნოდ სახელგანთქმული გალაქტიონის და ტიციანის სახლ–მუზეუმებს გვერდით ამოუდგა არგონავტების მუზეუმი . მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მისი არსებობა, იგი რამოდენიმე წლის შემდეგ ხანძარმა შთანთქა.

суббота, 1 декабря 2012 г.

"მედუზების ტბა"

პალაუს რესპუბლიკაში მდებარეობს პატარა ტბა,რომელიც მედუზებითაა სავსე.არაღრმა წყალსატევში ბინადრობს 2 მილიონამდე მედუზა.
ფოტოს ავტორი:David Doubilet.