სოკო Penellus stipticus |
ბევრ სოკოს შეუძლია გამოასხივოს ხილული სინათლე.დიდი ხანია ცნობილია,რომ ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმი,როგორიცაა თევზები,მწერები,სოკოები ასხივებენ სინათლეს.ბიოლუმინესცენცია შესაძლებელია ჟანგბადსა და სინათლის წარმომქმნელ პიგმენტ ლიუცეფირენს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციის შედეგად.
ციცინათელა |
ციცინათელების ზოგი სახეობის ზრდასრულ დედლებს მუცლის ბოლოზე აქვს მანათობელი ორგანო. მრავალი სახეობის მატლები და კვერხცებიც ანათებენ. ტროპიკულ აფრიკაში ციცინათელების ერთ სახეობას ფარნის მაგივრად იყენებენ. ამისათვის რამდენიმე მანათბელ ციცინათელას მარლის ტომარაში ათავსებენ და ასე ინათებენ გზას.
მედუზა
მანათობელი ცხოველები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ზღვის ბინადართა შორის.ერთუჯრედიანებიდან ანათებს მრავალი შოლტოსანი.ნაწლავღრუიანებიდან-მრავალი მედუზა,სიფონოფორები,ჭიებიდან-მრავალჯაგრიანი ჭიები,კიბოსნაირებიდან-ნიჟარიანები,ნიჩაბფეხიანები,მიზისები და სხვა.
|
სიფონოფორა |
მოლუსკებიდან — ფრთიანები, ზოგიერთი სეპია და სხვა; კანეკლიანებიდან გველკუდები, ზოგიერთი ზღვის ვარსკვლავა,ჰოლოთურიები და ზღვის შროშნები. ანათებს გარსიანების მრავალი წარმომადგენელი — სალპები, აპენდიკულარიები, პიროსომები. მანათობელი ორგანოები აქვს სიზრწეში მცხოვრებ მრავალ თევზს. ანათებს მრავალი ნაწლავღრუიანის და ზოგიერთი მოლუსკის მიერ გამოყოფილი ლორჭო. წყალმარჩხის თევზებისა და თავფეხიანი მოლუსკების ნათების მანათობელი ბაქტერიები — სიმბიონიტები იწვევენ, ხოლო წყლის სიზრქეში მცხოვრებ ორგანიზმთა ნათება თვით ამ ცხოველთაგან მომდინარეობს. ნათება საპირისპირო სქესის ინდივიდებს ეხმარება ერთმანეთის პოვნასა და გამოცნობაში. ამავე დროს იგი თავდაცვისა და მსხვეპლის მიზიდვის საშუალებაა.
ზღვის ვარსკვლავა |
ჰოლოთურია |
ზღვის შროშანი |
სალპები |
პიროსომები |
თევზი გირჩა |
მიკროორგანიზმებს შორის ნათების უნარი აქვს აგრეთვე მრავალ სოკოს და ზოგიერთ ბაქტერიებს.
გველკუდა |