ეს პრიმატები ბინადრობენ ცენტრალურ აფრიკაში.ისინი გვხვდებიან როგორც მთის მშრალ ტყეებში,ასევე მაღალბალახიან დაჭაობებულ ადგილებზეც.სახელდობრ აქ შეხვდა მათ იტალიელი გრაფი პიერ–პოლ–ფრანსუა–კამილ სავორნიან დე ბრაზზა(1852-1905),რომლის საპატივსაცემოდ ეწოდათ მათ ეს სახელი.
მკვლევარი და ნატურალისტი გრაფი დე ბრაზზა გაემგზავრა ეკვატორულ აფრიკაში საფრანგეთის მთავრობის დავალებით და მოგზაურობიდან მრავალი ცხოველის და ფრინველის აღწერა ჩამოიტანა.მის საპატივსაცემოდ დაარქვეს აგრეთვე კონგოს დედაქალაქს ბრაზზავილი.
მაიმუნებს მოყვითალო–ნაცრისფერი ბეწვი აქვთ,თეთრი წვერი და მოწითალო–წაბლისფერი ნახევარმთვარე შუბლზე.მუცელი და ყელი უფრო ღია ფერისაა–ნარინჯისფერი,თეთრი,ვარდისფერი ან ნაცრისფერი.მეწვი ლოყებზე,ზურგსა და თავზე ზეთისხილისფერი–მწვანე.
ასეთი შეფერილობის გამო მაიმუნი ბრაზზა ადვილად იმალება ფოთლებში.საფრთხის შემთხვევაში კი თავს იმკვდარუნებენ,ემსგავსებიან უძრავ ქანდაკებას.
მაიმუნები ცხოვრობენ პატარა ოჯახურ ჯგუფებად,რომლის სათავეში მამრია.მათი ცნობა ადვილია–ისინი ორჯერ დიდები არიან მდედრებზე.
თუ ოჯახის სოლიდური უფროსის წონა 7,5 კგ–ია,მისი მეუღლე ძლივს აღწევს 4,5 კილომდე.
დროის დიდ ნაწილს მაიმუნები ატარებენ ხეებზე.იკვებებიან თესლებით,ფოთლებით,ნაყოფებით და მწერებით.ხანდახან მათ რაციონში შედის ფრინველები,ფრინველების კვერცხები.საკვების მოსაძებნად ისინი ჩამოდიან მიწაზეც.
მაიმუნი ბრაზზა შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.ზოგიერთი ეგზოტიკის მოყვარული მზადაა ამ მაიმუნში გადაიხადოს 7–დან 10 ათასამდე დოლარი.
მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა.ორსულობა გრძელდება 180 –დან 213 დღემდე და სრულდება ერთი შვილის დაბადებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий