суббота, 1 сентября 2012 г.

თვალი.როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს.



მხედველობის ორგანო - თვალი მიეკუთვნება გრძნობათა ორგანოებს. მისი მეშვეობით აღვიქვამთ საგნებს, მათ ფერს, ფორმას, მანძილს.

თვალის კაკალს სფეროსებრი ფორმა აქვს. იგი მოთავსებულია ქალის თვალბუდეში, რომლზეც მიმაგრებულია თვალის კაკლის მამოძრავებელი ექვსი კუნთი.
თვალის ირგვლივ მდებარე ორგანოები თვალს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ. ეს ორგანოებია: წარბები, ქუთუთოები და წამწამები, საცრემლე ჯირკვლები.  წარბები თვალს ოფლისგან იცავს, ქუთუთოები და წამწამებიკი - მტვრისგან. ქუთუთოს შიგნითა ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსით - კონუქტივით, რომელიც ნაწილობრივ აკრავს თვალის გარეთა ზედაპირს. საცრემლე ჯირკვლები თვალის გარეთა კარეთა კუთხეში მდებარეობს და გამოყოფს ცრემლს, რომელიც თვალს იცავს გამოშრობისგან, მიკრობებისგან, ათბობს და ასუფთავებს მას. ცრემლი თვალის შიგნითა კუთხიდან საცრემლე არხის მეშვეობით ცხვირის ღრუში ჩაედინება.

თვალის კაკალს გარედან შემაერთებელქსოვილოვანი ცილოვანი გარსი (სკლერა) ფარავს. იგი თვალს უცხოსხეულებისა და მიკრობებისგან იცავს.
თვალის წინა გარეთა ნაწილში ცილოვანი გარსი გადადის რქოვანაში, რომელიც ადვილად ატარებს სხივებს.
ცილოვანი გარსის ქვეშ სისხლძარღვოვანი გარსია, რომელიც თვალის ქსოვილების უჯრედებს კვებავს.
წინა გარეთა ნაწილში სისხლძარღვოვანი გარსი ფერად გარსში, ანუ ირისში გადადის ფერადი გარსზე დამოკიდებულია თვალის ფერი, იგი მრავალ პირგმენტს შეიცავს.
ფერად გარსსა და რქოვანას შორის სივრცეა, რომელიც გამჭვირვალე სითხითაა ამოვსებული.
ფერადი გარსის შუაში კი ხვრელია, რომელსაც გუგას უწოდებენ. გუგა კუნთების მეშვეობით ძლიერი განათებისას ვიწროვდება, სუსტის დროს - ფართოვდება. ეს არეგულირებს თვალში გარკვეული რაოდენობის სინათლის სხივის შეღწევას.
გუგის უკან ბროლია. ბროლი გამჭვირვალე, ამოზნექილი ლინზაა, იგი კუნთებითაა გარშემორტყმული. ეს კუნთები ბროლს სიმრუდეს უცვლის - ნაკლებად ან მეტად ამოზნექილს ხდის. ბროლის სიმრუდის ცვლილებას აკომოდაციაეწოდება. ზოგჯერ ადამიანი კარგავს აკომოდაციის უნარს და ნანახი ბადურის წინ აირეკლება (ახლომხედველი) ან ბადურის უკან (შორსმხედველი).
თვალის კაკლის შიდა ნაწილი მთლიანად უფერო გამჭვირვალე ბლანტი სითხით - მინისებრი სხეულითააამოვსებული.
თვალის შიგნითა, ყველაზე თხელი გარსია ბადურა. მასზე განლაგებულია შუქის რეცეპტორები, რომლებსაც ფოტორეცეპტორებს უწოდებენ. ფოტორეცეპტორები ორი სახისაა: კოლბები და ჩხირები. კოლბები კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და ფერს აღიქვამენ. ჩხირები სუსტი ან ზომიერი სინათლით, და აღიქვამენ საგნის ფორმას. ადამიანს ჩხირები მეტი აქვს. გარდა ამ რეცეპტორებისა ბადურა სხვა უამრავ ნეირონს შეიცავს. მათი და ფოტორეცეპტორების მორჩების ერთობლიობა მხედველობით ნერვს ქმნის. რომელიც თავის ტვინის ქერქის კეფის ნაწილში მიემართება. იმ ადგილს ბადურაზე, საიდაც ნერვი ტოვებს თვალის კაკალს, რეცეპტორები არ არის. ამ ადგილს ბრმა ხალი ეწოდება.
გუგის პირდაპირ კოლბების გროვებია, ამ ადგილს ყვითელი ხალი ეწოდება.



კოლბებში იოდოფსინია, ჩხირებში - როდოფსინი.
სინათლის ზემოქმედებით კოლბებში და ჩხირებში ხდება ქიმიური რეაქციები. სინათლეზე იშლება როდოფსინი ჩხირებში და იოდოფსინი კოლბებში. წარმოქმნილი ნივთიერება მოქმედებს მხედველობის ნერვის რეცეპტორებზე და ხდება მათი აგზნება, რომელიც გადაეცემა დიდი ნახევარსფეროების ქერქის კეფის ზონას. ბადურაზე კოლბების და ჩხირების კვლავ სინთეზისთვის საჭიროა A ვიტამინი.