воскресенье, 2 сентября 2012 г.

მაიმუნი ბრაზზა(ლათ.Cercopitethecus neglectus)


მაიმუნი ბრაზზა(ლათ.Cercopitethecus neglectus)–საკმარისია ერთხელ დაინახოს ადამიანმა ეს არაჩვეულებრივი მაიმუნი,რომ მომავალში მას აღარ აერევა მაიმუნების მრავალრიცხოვანი სახეობებიდან არცერთში.

Мартышка Бразза

ეს პრიმატები ბინადრობენ ცენტრალურ აფრიკაში.ისინი გვხვდებიან როგორც მთის მშრალ ტყეებში,ასევე მაღალბალახიან დაჭაობებულ ადგილებზეც.სახელდობრ აქ  შეხვდა მათ იტალიელი გრაფი პიერ–პოლ–ფრანსუა–კამილ სავორნიან დე ბრაზზა(1852-1905),რომლის საპატივსაცემოდ ეწოდათ მათ ეს სახელი.

Мартышка Бразза

მკვლევარი და ნატურალისტი გრაფი დე ბრაზზა გაემგზავრა ეკვატორულ აფრიკაში საფრანგეთის მთავრობის დავალებით და მოგზაურობიდან მრავალი ცხოველის და ფრინველის აღწერა ჩამოიტანა.მის საპატივსაცემოდ დაარქვეს აგრეთვე კონგოს დედაქალაქს ბრაზზავილი.

Мартышка Бразза

მაიმუნებს მოყვითალო–ნაცრისფერი ბეწვი აქვთ,თეთრი წვერი და მოწითალო–წაბლისფერი ნახევარმთვარე შუბლზე.მუცელი და ყელი უფრო ღია ფერისაა–ნარინჯისფერი,თეთრი,ვარდისფერი ან ნაცრისფერი.მეწვი ლოყებზე,ზურგსა და თავზე ზეთისხილისფერი–მწვანე.

Мартышка Бразза

ასეთი შეფერილობის გამო მაიმუნი ბრაზზა ადვილად იმალება ფოთლებში.საფრთხის შემთხვევაში კი თავს იმკვდარუნებენ,ემსგავსებიან უძრავ ქანდაკებას.

Мартышка Бразза

მაიმუნები ცხოვრობენ პატარა ოჯახურ ჯგუფებად,რომლის სათავეში მამრია.მათი ცნობა ადვილია–ისინი ორჯერ დიდები არიან მდედრებზე.


Мартышка Бразза

თუ ოჯახის სოლიდური უფროსის წონა 7,5 კგ–ია,მისი მეუღლე ძლივს აღწევს 4,5 კილომდე.

Мартышка Бразза

დროის დიდ ნაწილს მაიმუნები ატარებენ ხეებზე.იკვებებიან თესლებით,ფოთლებით,ნაყოფებით და მწერებით.ხანდახან მათ რაციონში შედის ფრინველები,ფრინველების კვერცხები.საკვების მოსაძებნად ისინი ჩამოდიან მიწაზეც.

Мартышка Бразза

მაიმუნი ბრაზზა შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.ზოგიერთი ეგზოტიკის მოყვარული მზადაა ამ მაიმუნში გადაიხადოს 7–დან 10 ათასამდე დოლარი.


Мартышка Бразза

მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა.ორსულობა გრძელდება 180 –დან 213 დღემდე და სრულდება ერთი შვილის დაბადებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий