вторник, 20 марта 2012 г.

პლანეტის ყველაზე დიდი და პატარა ადამიანის შეხვედრა.






თურქი სულთან კოზენი, 2009 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მაღალი ადამიანი დედამიწაზე. დაუჯერებელია, მაგრამ 29 წლის მამაკაცი სიმაღლეში კვლავ იზრდება. ამ ეტაპზე, გიგანტის სიმაღლე 2,51 მეტრია.
კოზენი ქალაქ მარდინში, ფერმერის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა. სწორედ ეს ანომალია გახდა სიმაღლეში ზრდის ჰორმონების გამომუშავების მიზეზი. კოზენი 27 წლის ასაკში უკვე 2 მეტრი და 47 სანტიმეტრი იყო.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი ნეპალში ცხოვრობს. 72 წლის ჩანდრა ბაადურ დანგის სიმაღლე 56 სანტიმეტრია, ხოლო მისი წონა მხოლოდ 12 კილო.

Комментариев нет:

Отправить комментарий