четверг, 4 июля 2013 г.

ვილჰელმ ჰუმბოლდტი (1767 – 1835)


ბარონ ფონ ჰუმბოლდტი

ალექსანდრე ჰუმბოლდტის უმცროსი ძმა, დიდი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე – ელჩი, მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს წევრი (1809 წ. მეფესთან უთანხმოების გამო გადადგა). როგორც ენათმეცნიერმა, შედარებითი-ისტორიული მეთოდის დამფუძნებელმა თავისი აღმოჩენებით დიდი სახელი მოიხვეჭა (მთავარი შრომა – „კავის ტომის ენა იავაზე“).

* * *

ჭეშმარიტად სერიოზული მისწრაფება რაიმე მიზნისაკენ – ეს უკვე სანახევროდ მიღწეული მიზანია.

* * *

გონების ვარჯიში ადამიანზე ისეთსავე სასიკეთო ზეგავლენას ახდენს, როგორსაც მზე ახდენს ბუნებაზე. ასეთი შრომა ფანტავს დაღვრემილობას, თანდათანობით ათბობს, ამსუბუქებს, ამაღლებს სულიერ ძალებს.

* * *

ადამიანისათვის ადამიანებზე საინტერესო ქვეყნად არაფერია.

воскресенье, 30 июня 2013 г.

პიტახაია.

პიტახაია ცნობილია აგრეთვე როგორც დრაკონის ხილი.ის წარმოადგენს ნაყოფს  კაქტუსისას,რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში,სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში– ჩინეთის ცალკეულ რეგიონებში,იაპონიაში,ჰავაის კუნძულებზე.  ტაივანელი მეცნიერების მტკიცებით ნაყოფის რბილობი შეიცავს ნივთიერებას,რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას და სისხლში ქოლესტერინის დონეს.რბილობში ასევე დიდი რაოდენობითაა კალციუმი და C ვიტამინი.






წყარო:http://info.sibnet.ru/?id=344665

суббота, 29 июня 2013 г.

ჩინეთის დიდი არხი.

დიდი არხი,რომელმაც 1400 წლის წინ დააკავშირა ჩინეთის ჩრდილოეთი და სამხრეთი ,მრავალი ასწლეულის მანძილზე განაპირობებდა გიგანტური იმპერიის არსებობას.

вторник, 21 мая 2013 г.

დედამიწელები.

ეს არის შოკისმომგვრელი ფილმი ადამიანების მხეცური მოპყრობის შესახებ ცხოველების მიმართ.ფილმის დიდი ნაწილი ფარული კამერით არის გადაღებული,ამის გარეშე ფილმის გადაღება ვერ მოხდებოდა.

пятница, 17 мая 2013 г.

გვრიტი (Streptopelia turtur)



საქართველოში გვრიტი გვხდება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზონის ზედა ხაზამდე.
გვრიტი ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ხშირად ვხდებით გვრიტის მრავალ გუნდებს ველებსა და მინდვრებში. ცალკეული წყვილები დაგოგმანებენ ხოლმე გზის პირას ან სხედან ტელეგრაფის, ან ტელეფონის მავთულებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე, ბუჩქზე, ბუჩქის ძირას ან უშუალოდ მიწაზე. აპრილის დამლევს დებს 2 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 14 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. ხუნდების აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მამალიც. ნორჩ ხენდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“).

გვრიტის საკკვებს კულტურული და სარეველა მცენარეები შეადგენენ. ზოგჯერ ჭამს მცირე ზომის მწერებსა და ლოკოკინებს.
ცნობილია გვრიტის 5 ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ევროპული გვრიტი – Streptopelia turter turter

http://monadire.com/2011/03/04/გვრიტი/


http://www.youtube.com/watch?v=RvmYRW8ysO4

воскресенье, 28 апреля 2013 г.