пятница, 17 мая 2013 г.

გვრიტი (Streptopelia turtur)



საქართველოში გვრიტი გვხდება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზონის ზედა ხაზამდე.
გვრიტი ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ხშირად ვხდებით გვრიტის მრავალ გუნდებს ველებსა და მინდვრებში. ცალკეული წყვილები დაგოგმანებენ ხოლმე გზის პირას ან სხედან ტელეგრაფის, ან ტელეფონის მავთულებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე, ბუჩქზე, ბუჩქის ძირას ან უშუალოდ მიწაზე. აპრილის დამლევს დებს 2 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 14 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. ხუნდების აღზრდაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მამალიც. ნორჩ ხენდებს კვებავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნათხევარით („ფრინველის რძით“).

გვრიტის საკკვებს კულტურული და სარეველა მცენარეები შეადგენენ. ზოგჯერ ჭამს მცირე ზომის მწერებსა და ლოკოკინებს.
ცნობილია გვრიტის 5 ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ევროპული გვრიტი – Streptopelia turter turter

http://monadire.com/2011/03/04/გვრიტი/


http://www.youtube.com/watch?v=RvmYRW8ysO4

Комментариев нет:

Отправить комментарий