დიუნა (გერმ. Düne) — რელიეფის დადებითი ფორმა; ქარის მიერ დაგროვილი ქვიშის ბორცვი. წარმოიქმნება მცენარეულობით გაუმაგრებელ ქვიშიან ზედაპირზე (ზღვის, მდინარის, ტბის სანაპიროებზე). უდაბნოს ბარხანისაგან განსხავებით, დიუნის ქარპირა შეზნექილი კალთა დამრეცია (8-20°), ქარზურგა გამოზნექილი კალთა – ციცაბო (32-40°), სიმაღლე 5-30 მ, ზოგჯერ 100 მ აღწევს. დიუნა გადაადგილდება გაბატონებული ქარის მიმართულებით ათიოდე მეტრის სიჩქარით წელიწადში.
დიუნების წარმოქმნის საუკეთესო ადგილია მოძრავი ქვიშებით დაფარული ვაკე ადგილები, სადაც ღია ქვიშიანი სივრცე ყოველთვის დაფარულია ქვიშის სერებითა და სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ბორცვებით.
მოძრავ დიუნებს დიდი ზიანი მოაქვთ: ისინი ფარავენ მინდვრებს, ბაღებს, სოფლებსა და პატარა ქალაქებსაც კი. მათი მოძრაობის შესაჩერებლად მიმართავენ – ე. წ. ქვიშების გამაგრებას, რაც გამოიხატება ძირითადად მასობრივად დანერგილ ხეებსა თუ ბუჩქნარებში. ასეთ შემთხვევაში მცენარეული ფესვები ამაგრებენ ქვიშას და ქარი ვეღარ ახერხებს მათ გადატანას.
რელიეფის ასეთი ფორმები გავრცლებულია ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვ.
ბარხანი–რელიეფის დადებითი ფორმა,დიუნის სახესხვაობა.წარმოადგენს უდაბნოს კონტინენტურ დიუნას,ქარით მოტანილსა და მცენარებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვს.ქვიშის ნაკლებობისას დაბალია 0,5 მეტრამდე.მაგრამ შეიძლება 100 მ–ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს.მისთვის დამახასიათებელია ნახევარმთვარისებრი და ნამგლისებური მოხაზულობა.გრძელი და დამრეცი(5-15),საქარე და ციცაბო(30-33)ქარზურგა ფერდობები,რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ "რქებში"გადადის.
მოძრავ დიუნებს და ბარხანებს დიდი ზიანი მოაქვთ.
ისინი ფარავენ მინდვრებს, ბაღებს და ა.შ. ბარხანები
ბევრია საჰარაში,აგრეთვე შუა აზის უდაბნოებში–
ყარაყუმსა და ყიზილყუმში.
ისინი ფარავენ მინდვრებს, ბაღებს და ა.შ. ბარხანები
ბევრია საჰარაში,აგრეთვე შუა აზის უდაბნოებში–
ყარაყუმსა და ყიზილყუმში.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/
http://animalworld.com.ua/news/Djuny-i-barkhany