пятница, 10 августа 2012 г.

ფილიპინური გრძელთითა


долгопят филиппинский (Tarsius syrichta)
ფილიპინური გრძელთითა ,ასევე უწოდებენ სირიხტას,ბინადრობს შემდეგ კუნძულებზე:მინდანაო,სამარე,ლეიტე,ბოხოლეზე.პირველად ის იყო აღწერილი კათოლიკე მისიონერების მიერ XVIII საუკუნის დასაწყისში და უწოდეს "ლუსონის პატარა მაიმუნი ".მას ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა სახელს უწოდებს:  «mawmag», «mamag», «mago», «magau», «maomag», «malmag»   «magatilok-iok». 


долгопят филиппинский (Tarsius syrichta)

თვალების დიამეტრი შეადგენს 16 მილიმეტრმდე.სხეულის სიგრძე 12-15 სმ–დე.თუ ამ პროპორციებს   ადამიანის სხეულის სიგრძეს შევუფარდებთ,ის გაუტოლდება საშუალო ზომის ვაშლს.ამ არსებებს დიდი თავი და თვალები აქვთ.მას შეუძლია თავის შემობრუნება 360 გრადუსით.მუცელზე და კიდურების მტევნებზე ბალანი არ აქვს.კუდი სხეულზე გრძელი და ასევე უბალნოა,მხოლოდ ფუნჯისებური თმები აქვს მის დაბოლოებაზე.კუდი ასრულებს ბალანსირების და საჭის როლს
ცხოველები ცხოვრობენ ხეზე და ეწევიან ღამის ცხოვრების წესს მარტო ან წყვილად,იშვიათ შემთხვევაში–ჯგუფურად 4 არსებამდე.ისინი ხეზე ადვილად ცოცავენ,ამისათვის იყენებენ თითების ბალიშებს.ორსულობა გრძელდება ნახევარი
. წელი 
долгопят филиппинский (Tarsius syrichta)

долгопят филиппинский (Tarsius syrichta)
   
долгопят филиппинский (Tarsius syrichta)

долгопят филиппинский (Tarsius syrichta)

долгопят филиппинский (Tarsius syrichta)

долгопят филиппинский (Tarsius syrichta)


წყარო:http://animalworld.com.ua/news/news_506

четверг, 9 августа 2012 г.

ლემურები–ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები.


Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები
ლემურები - ალბათ ყველაზე ეგზოტიკური ცხოველებია პრიმატებს შორის. ისინი ყოველთვის იპყრობენ ყურადღების  ცხოველების მოყვარულთა   მხრიდან.ეს არის გამოწვეული  მათი გარეგნული მიმზიდველობით: არაჩვეულებრივი, ძალიან ნათელი და ფერადი ბეწვი, მელიის მსგავსი სიმპატიური სახე,  უჩვეულოდ გრძელი და სქელი კუდი.
თვალები სახის გვერდებზე ზის და არა წინ,როგორც მაიმუნის და ადამიანის.ლემური ობიექტებს როგორც წესი, ხედავს ერთი და მეორე თვალით    ცალკ–ცალკე,და არა ისე როგორც ადამიანი, ორივე თვალით ერთდროულად. 
 ცხოველების  ზომა კუდთან ერთად მერყეობს 10 დან 50 სმ–დე და იწონის 50 გრამიდან 2 კილოგრამამდე. გარდა იმისა, რომ კარგად განვითარებული  შიშველი ყურები აქვს,მკვეთრად გამოირჩევა ორი დიდი თვალი.
 სხეული დაფარულია სქელი, ფაფუკი, რბილი ყავისფერი ბეწვით. ფეხები განკუთვნილია დასაჭერად და ხეებზე ცოცვისათვის .
ლემურები  ბინადრობენ კუნძულ მადაგასკარის ტროპიკულ ტყეებში. თითქმის ყველა ცნობილი სახეობა მოიხსენიება როგორც საფრთხის ქვეშ დააყენებული,გადაშენების პირას მყოფი,ამიტომ ისინი შეტანილია წითელ წიგნში.ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე გვხვდება დედამიწაზე ყველაზე პატარა ლემური,წონით 30 გრამი.აგრეთვე იშვიათი ცისფერთვალება ლემური,ერთადერთი სახეობა ადამიანის მსგავს სახეობებს შორის,რწმელთაც ასეთი ფერის თვალები აქვთ.

2000 წლიდან აღმოჩენილ იქნა 40 ახალი სახეობის ლემური.
Lemurs - ეგზოტიკური ცხოველები
Lemurs - ცხოველები


Lemurs

Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველების ფოტოები

Lemurs - ეგზოტიკური ცხოველების ფოტოები

Lemurs - ცხოველები, ფოტოები

Lemurs, ფოტო

Lemurs სახლში

Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები სახლში

Lemurs - ცხოველები სახლში

Lemurs - ეგზოტიკური ცხოველები სახლში

Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები, გაქრობა

Lemurs - ცხოველები, გაქრობა

Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები რომ ბინადრობს

Lemurs ბინადრობს

Lemurs - ცხოველები ბინადრობენ


Lemurs - ეგზოტიკური ცხოველები ცხოვრობენ

Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველების კეიჯი

Lemurs - ეგზოტიკური ცხოველების კეიჯი
Lemurs - ცხოველთა კეიჯი

Lemurs საკანში

Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველების ზომა

Lemurs ზომა
Lemurs - ცხოველები, ზომა
Lemurs - ერთი ყველაზე ეგზოტიკური ცხოველები, თვალები

Lemurs - ცხოველთა თვალებში





понедельник, 6 августа 2012 г.

თურ ჰეიერდალი-მეოცე საუკუნის უდიდესი მოგზაური და გეოგრაფი.




დაბადების თარიღი:
დაბადების ადგილი:
გარდაცვალების თარიღი:
გარდაცვალების ადგილი:
მოქალაქეობა:
სამეცნიერო სფერო:
ალმა-მატერი:
ოსლოს უნივერსიტეტი

თურ ჰეიერდალი (ნორვ. Thor Heyerdahl; დ. 6 ოქტომბერი 1914ლარვიკი — გ. 18 აპრილი 2002კოლა-მიკერიიტალია) — ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური და მწერალი. გვევლინებოდა როგორც ეთნოგრაფიზოოლოგი და გეოგრაფი, რომელიც ინტენსიურად სწავლობდა კულტურული მემკვიდრეობისა და ტრანსოკეანური მიგრაციების შესაძლებლობას ძველ და ახალ სამყაროს შორის. ჰეიერდალი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ტივით „კონ-ტიკი“ გადაცურა წყნარი ოკეანე სამხრეთ ამერიკიდან არქიპელაგ ტუამოტუმდე1953 წელს აღმოაჩინა ინკებამდელი პერიოდის ნასახლარის ნაშთები გალაპაგოსის კუნძულებზე.
II მსოფლიო ომში (1939-1945) ნორვეგიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე. ჰეიერდალის სამეცნიერო-მხატვრული წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 2011 წლის მაისში თურ ჰეიერდალის არქივები მიემატა „მსოფლიოს ხსოვნა“, იუნესკოს რეესტრს. ამჟამად აღნიშნული სია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებიდან შეიცავს 238 კოლექციას
ჰეიერდალი დაიბადა ქალაქ ლარვიკში, ლუდის მეწარმის თურ ჰეიერდალისა და მისი მეუღლის ელისონ ლინგის ოჯახში. პატარა ასაკიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა ზოოლოგიის მიმართ. ამასთანავე საკუთარ სახლთან გაკეთებული ჰქონდა ზოო-მუზეუმი. ოსლოს უნივერსიტეტში სწავლობდაზოოლოგიასა და გეოგრაფიას. ამასთან ერთად ჰეიერდალმა არაოფიციალურად შეისწავლა პოლინეზიური კულტურა და ისტორია; ჰეიერდალის მრჩეველი ამ საკითხებში იყო მდიდარი ნორვეგიელი ღვინის ვაჭარი ბიერნ კრეპელინი, რომელსაც ეკუთვნოდა პოლინეზიის შესახებ არსებული უმდიდრესი კერძო კოლექცია – წიგნები და სხვადასხვა ქაღალდები. ბიერნ კრეპელინის უმდიდრესი ბიბლიოთეკა შემდგომში შეისყიდა ოსლოს უნივერსიტეტმა; კრეპელინის ბიბლიოთეკა შეუერთდა კონ-ტიკის მუზეუმის განყოფილებას.
ბერლინში სწავლების შემდეგ, თურ ჰეიერდალის მასწავლებლებმა – ზოოლოგიის პროფესორებმა კრისტიან ბონევმა და იალმარ ბროკმა ითავეს და დააფინანსეს პროექტი, რომელიც მიმართული იყო პოლინეზიის რამდენიმე იზოლირებული კუნძულის მოსანახულებლად და ასევე იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდნენ კუნძულებზე ცხოველები.
1936 წლის დეკემბერში თურ ჰეიერდალი დაქორწინდა ლივ კუშერონ-ტორპზე (დ. 1916), რომელიც ჰეიერდალმა გაიცნო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე რამდენიმე ხნით ადრე. ლივ კუშერონ-ტორპი ჰეიერდალის თითქმის ყველა ექსპედიციებში მონაწილეობდა (გარდა კონ-ტიკის ექსპედიციისა). წყვილს ორი შვილი ყავდა, უმცროსი თური და ბიორნი. ცოლქმრობა განქორწინებით დამთავრდა. 1949 წელს თურ ჰეიერდალმა იქორწინა ივონ დედეკამ-სიმონსენზე. წყვილს ყავდა სამი შვილი: ანეტი, მერიანი და ჰელენ ელიზაბეთი. წყვილი ერთმანეთს დაშორდა 1969 წელს. თავის ავტობიოგრაფიაში იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უნდა აეღო მთელი ბრალდება მათი გაყრის გამო.[3]
1991 წელს თურ ჰეიერდალმა ცოლად მოიყვანა ჟაკლინ ბირი (დ. 1932). ისინი ტენერიფეზე ცხოვრობდნენ (კანარის კუნძულები) და აქტიურად იყვნენ ჩაბმულები არქეოლოგიურ პროექტებში, განსაკუთრებით მათ ინტერეს იწვევდა ტუკუმე (პერუ) და აზოვი (რუსეთი), თუმცა თურ ჰეიერდალი 2002 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ჰეიერდალს ჩაფიქრებული ჰქონდა არქეოლოგიური პროექტირების განხორციელება სამოას კუძულებზე.
თურ ჰეიერდალი გარდაიცვალა 2002 წლის 18 აპრილს, იტალიის ერთ-ერთ სოფელ კოლა-მიკერიში. იტალიაში იგი თავის უახლოეს ოჯახის წევრებთან ერთან იმყოფებოდა, რათა სააღდგომო დღესასწაული აეღნიშნა. დაკრძალულია კოლა-მიკერიში -იტალია.

წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki,
http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&v=xHDq2fboqQo&NR=1

суббота, 4 августа 2012 г.

მარილი და დედამიწა.(აფრიკა)


ასალის ტბა აფრიკის უდაბლესი  წერტილია,ის ზღვის დონიდან 153 მეტრით დაბლა მდებარეობს.


ასალის ტბაზე,რომელიც ჯიბუტის ცენტრალურ ნაწილშია,მარილის კუნძულებია.ისინი წარმოიქმნება ცხელ,მზიან დღეებში ტბის მარილიანი წყლის აორთქლების შედეგად.



ტრავენტიტები.მათ ფორმირებაში მონაწილეობს მინერალური მარილები და წყლის აორთქლება.



ეროზირებული მთა,რომლის ფორმირება გამოიწვია წვიმისა და წყალდიდობის ხანგრძლივმა მოქმედებამ.



ქვიშის დიუნები,წარმოიქმნება ქარის მოქმედების შედეგად,რომელიც ქრის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.



კანიონში მდებარე გზატკეცილი უზრუნველყოფს სატვირთო მიმოსვლას ეთიოპიასა და ჯიბუტს შორის.



ერტა ალეს ვულკანი ეთიოპიაში რეგიონის ყველაზე აქტიური ვულკანია.



გეიზერი ტბა აბბეში,რომელიც იწვევს წყლის დუღილს და აორთქლებას.



 გოგირდი და წყალმცენარეები აღმოსავლეთ აფრიკის ცხელ წყაროებში.



ძველი  ლავა მდინარის ნაკადებთან,ეთიოპია.



აფრერას ტბა,ჩრდილო ეთიოპია,მარილის მოპოვების საწარმოები.



აფრერას ტბიდან მარილის ამოღების პროცესი.



ქარავანი ასალის ტბის მარილებთან.

ფოტოგრაფი:George Steinmetz.
წყარო:http://ngm.nationalgeographic.com/2012/01/afar-depression/steinmetz-photography