суббота, 31 октября 2015 г.

თუთიყუში არა


სოლისებრბოლოიანი თუთიყუშების ორი გვარის (Ara და Anodorhynchus) საერთო სახელწოდება. მათი შეფერილობა ლურჯი, წითელი, ყვითელი და იშვიათად მწვანეა. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში — მექსიკიდან პარაგვაიმდე. ბინადრობენ ტყეში, ხის ფუღუროში. დებენ 2 კვერცხს. იკვებებიან მცენარის ნაყოფით, თესლით. ყველაზე უფრო ცნობილი სახეობებია არარაუნა (Ara ararauna), არა (Ara macao) და იაგუნდისფერი არა(Anodorhynchus hyacinthinus).
წყარო