понедельник, 7 июля 2014 г.

ტვინის რომელი ნახევარსფერო გაქვთ დომინანტი?

უყურეთ მოცეკვავე გოგონას სურათს,დააკვირდით საით ტრიალებს.თუ გოგონა თქვენი ხედვით საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს,მაშინ მარჯვენა  ნახევარსფერო უფრო განვითარებული გაქვთ.თუ გოგონა საათის ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებს,მასინ თქვენი ტვინის მარცხენა  ნახევარსფეროა დომინანტი.



ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აკონტროლებს სხეულის მარცხენა ნაწილს,ხოლო ტვინის მარცხენა ნახევარსფერო სხეულის მარჯვენა ნაწილს.
      მარცხენა ხელ- ფეხს აკონტროლებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო,რომელზეც დამოკიდებულია სურათების და სიმბოლოების აღქმა,წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი,საგანთა ფართო ხედვა,წარმოდგენები,ფილოსოფია,რელიგია,ფანტაზია,რითმის შეგრძნება.
        მარჯვენა ხელ- ფეხს აკონტროლებს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო,რომელზეც დამოკიდებულია ენის შესწავლა,ლოგიკური მსჯელობა,მათემატიკური უნარები და ანალიზი.

  
   ამგვარად ,ტვინის მარცხენა ნახევარსფერო   უზრუნველყოფს ლოგიკურ აზროვნებას, მარჯვენა კი შემოქმედებითს.
ზოგ ადამიანს მარჯვენა ნახევარსფერო უფრო განვითარებული აქვს, ზოგს მარცხენა.
პირველები -  მშვენიერი ანალიტიკური მკვლევარები არიან, თუმცა სიახლეს ვერ ქმნიან.
მეორენი -  იდეების გენერატორები არიან, თუმცა უჭირთ ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა.
არიან ისეთებიც, რომელთაც ორივე ნახევარ სფერო თანაბარ დონეზე აქვთ განვითარებული. ეს ბედნიერი ადამიანები მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს.



წყარო 1

წყარო 2

Комментариев нет:

Отправить комментарий