среда, 12 февраля 2014 г.

ზოგიერთი სასარგებლო მცენარე.


GEMRIELIA
ვანილი

GEMRIELIA
 პილპილი-
GEMRIELIA
მიხაკის ხე
GEMRIELIA
 არაქისი ანუ მიწისთხილი


GEMRIELIA
ბანანი
GEMRIELIA
კაკაოს ხე
GEMRIELIA
სატაცური -
GEMRIELIA
არტიშოკი






















ვანილი-ეპიფიტურ მცენარეთა 

გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მცოცავი ლიანებია,

 აქვთ საჰაერო მისაკიდი ფესვები. ნაყოფი შეიცავს

 სურნელოვან ნივთიერებებს (მაგ. ვანილინს) და 

იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში.

 საკონდიტრო წარმოებაში ვანილის სახელწოდებით

 უფრო მეტად ცნობილია Vanilla planifolia-ს ნაყოფი. ამ 

მცენარეს ხორცოვანი ფოთლები და მომწვანო-მოთეთრო

 ყვავილები აქვს. მისი სამშობლოამექსიკა. მოჰყავთ 

მრავალ ტროპიკულ ქვეყნებში. ვანილის მოუმწიფებელი 

და შემჭკნარი ნაყოფი ძვირფასი სუნელ-სანელებელია.











 პილპილი-

ცენარეთა გვარი პილპილისებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩ

ქები (ლიანები), იშვიათად პატარა ხეები და ბალახებია. 

მისი გამხმარი ნაყოფი საუკეთესო სუნელ-სანელებელია 

(შავი პილპილი); შეიცავს ალკალოიდ პიპერინს და 

ეთეროვან ზეთებს. საღეჭი პილპილის (Piper 

betle) ფოთლებისაგანამზადებენ ბეტელს. პილპილის ბევრ

 სხვა სახეობასაც (Piper cubeba, Piper longum) იყენებენ 

სანელებლად, აგრეთვე ამგზნებ ან სამკურნალო

 მცენარედ.







მიხაკის ხე, ხოლო ის რასაც ჩვენ სანელებლად ვიყენებთ, 




ამ ხის კვირტებია. მარადმწვანე ტროპიკული 


ხე მირტისებრთა ოჯახისა.. მცენარის ყველა ნაწილში 

ეთერზეთოვანი ჯირკვლებია; ეთეროვან ზეთს (მიხაკის 

ზეთი) იყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში


გამხმარ კოკრებს (მიხაკს) — სუნელ-სანელებლად.






 არაქისი ანუ მიწისთხილი-ბალახოვანი მცენარის 


გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია არაქისის 15


 სახეობა.  არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში


 (უმთავრესად კონსერვების დასამზადებლად), თესლს —


 საკონდიტრო წარმოებაში, ვეგეტატიურ ნაწილებს — 


ცხოველის საკვებად. 






ბანანი- მრავალწლოვან 

მცენარეთა გვარი ბანანისებრთა ოჯახისა. მაღალი, 


ზოგჯერ გიგანტური ბალახია, რომელსაც 


ძლიერი ფესურადა მოკლე ღერო აქვს. ფოთლები დიდი 


ზომისაა, ხალთიანი, ქმნის მრავალშრიან მილისებრ ცრუ 


ღეროს, რომლის გავლით ჯერ ნორჩი ფოთოლი ამოდის, 


შემდეგ კი მტევნისებრი 


ყვავილედი. ყვავილები ერთსქესიანი და ორსქესიანია,


 ნაყოფი მოგრძო, მრავალთესლა, კენკრა, სქელკანიანი.


 კულტურული ჯიშებისა - ხშირად უთესლო, 15 სმ-მდე


 სიგრძის. მტევანში შეიძლება განვითარდეს 300-მდე 


ასეთი ნაყოფი, რომელთა საერთო წონა 50-60 კგ 


აღწევს. ბანანის ნაყოფს იყენებენ როგორც ნედლად, ისე 



გამხმარს. მისგან ამზადებენ ბანანის ფქვილს, კონსერვს,


 მარმელადს, სიროფს, ღვინოს.




კაკაოს ხე. ამ ნაყოფის გულში კაკაოს მარცვლებია 



მიმალული, საიდანაც ღვთაებრივ შოკოლადს ამზადებენ.




 ტანდაბალი (5—8 მ) მარადმწვანე ხე სტერკულიასებრთა 


ოჯახისა. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და 


ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) 


ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30 


სმ, აიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60 


თესლს შეიცავს. 










სატაცური -


მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისამრავალწლო


ვანი, ძალზე დატოტვილი ბალახები, ნახევრად 


ბუჩქები და  ლიანებია.საჭმელად იყენებენ ქორფა, წვნიან 


ყლორტებს. ფესვი და ყლორტები სამკურნალო 


საშუალებაა (შეიცავს ალკალოიდ ასპრაგინს).









არტიშოკი- მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის 


გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. საჭმელად 


ხმარობენ ყვავილედის ხორციან ყვავილსაჯდომსა და 


გარეთა წვნიანი ქერქლის ბოლოებს, რომელიც დიდი


 რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და არომატულ


 ნივთიერებებს. 






წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий