среда, 18 июля 2012 г.

მარჯნის პოლიპების გასაოცარი სამყარო.


მარჯნის პოლიპები ოკეანის დონის ზევით კუნძულებივით გამოჩნდება ხოლმე მიქცევის დროს.
მარჯნის პოლიპები დიდ გროვებად ცხოვრობენ 50 მ-მდე სიღრმეზე. ისინი ემაგრებიან ზღვის მყარ ფსკერს და იზრდებიან ზევითკენ, ვრცელდებიან სიგანეში, ქმნიან წაგრძელებულ რიფებს, პატარა დაბალ რგოლისებრი ფორმის კუნძულებს — ატოლებს. მარჯნის პოლიპებს ოკეანის წყალში ცხოვრება შეუძლიათ არა ნაკლებ + 20 ტემპერატურის დროს, ამიტომ მარჯნის კუნძულები გვხვდება მხოლოდ ცხელი სარტყლის ზღვებში, ჩ. გ. 30 და ს. გ. 30 შორის.
მარჯნის რიფების ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა მათი ფერის ცვლა. დაზიანებულ რიფებს ცვლიან სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც ღია ფერით ღებავენ ამ უკანასკნელს. შედეგად კოლონიებში იქმნება ღია მოთეთრო მონაკვეთები. თუმცა ეს მონაკვეთები წყალმცენარეებს მთლიანად არ არიან მოკვეთილები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიმბიოზური წყალმცენარეების ნაწილობრივი აღდგენა ან მათი ახალი სახეობების გაჩენა.მარჯნის ნაგებობანი დამაჯერებლად ადასტურებენ, რომ ოკეანის ფსკერის ზოგიერთი ნაწილი ზევით იწევს, ზოგი კი იძირება.
მარჯნის რიფები ქმნიან მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას. მათი მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს უჩვეულოდ მაღალ პროდუქტიულობაში. მარჯნის პოლიპები ზღვებისა და ოკეანეების თბილ წყლებში ცხოვრობენ. დაკვირტვით გამრავლებისას კვირტები დედის სხეულზე რჩებიან და კოლონიას წარმოქმნიან. კოლონია ცხოვრობს როგორც ერთი ორგანიზმი: მას საერთო ნაწლავის ღრუ აქვს და თითოეული წევრის მიერ მოპოვებული საკვები თანაბრად ნაწილდება მთელ კოლონიაში. მარჯნის პოლიპების არაუჯრედოვანი შრე კიროვანი ნივთიერებებითაა წარმოქმნილი. კოლონიის ზრდის დროს ძველი თაობები იხოცებიან. რჩება ჩონჩხი, რომელიც წყალქვეშა ჯებირებს წარმოქმნის, რაც ხშირად გემების დაღუპვის მიზეზი ხდება.
Photo: Flower coral

Photo: Black coral

Photo: Soft coral in the western Pacific

Photo: Soft corals in Papua New Guinea


Photo: Close-up of coral reef

Photo: Wrasse in anchor coral

Photo: Fluorescent coral in Palau

Photo: Coelenterate coral


Photo: Orange cup coral

Photo: Anthias swim near soft coral


Photo: Close-up of branching coral




1 комментарий:

  1. მადლობა, შესანიშნავია!წარმატებას გისურვებთ! ვიდეოს ვიყენებ სასწავლო რესურსად და რა თქმა უნდა ლინკს ვუთითებ. ვისიამოვნე თქვენი ბლოგით.

    ОтветитьУдалить