четверг, 6 июля 2023 г.
пятница, 19 мая 2023 г.
понедельник, 15 мая 2023 г.
воскресенье, 14 мая 2023 г.
четверг, 11 мая 2023 г.
вторник, 5 июля 2022 г.
понедельник, 6 июня 2022 г.
суббота, 7 мая 2022 г.
суббота, 23 апреля 2022 г.
воскресенье, 3 апреля 2022 г.
пятница, 1 апреля 2022 г.
суббота, 19 марта 2022 г.
пятница, 18 марта 2022 г.
суббота, 12 марта 2022 г.
воскресенье, 16 февраля 2020 г.
понедельник, 27 января 2020 г.
пятница, 6 мая 2016 г.
вторник, 22 марта 2016 г.
ელ-ნინიო
ელ-ნინიო(ესპ. El Niño — ბავშვი, ბიჭუნა) — ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა; თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არა ნაკლებ ერთი წელი. ჩვეულებრივ, ისახება დეკემბერში, ემთხვევა საშობაო დღესასწაულებს, საიდანაც მოდის სახელწოდება — „ელ-ნინიო“, რაც თარგმანში აღნიშნავს „ბავშვს“, სადაც იგულისხმება იესო ქრისტე.
ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-იდან 5 °C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. ელ-ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც.
ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტსჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს.
სამხრეთში, თბილი წყლების შეღწევა დაკავშირებულია პასატური ქარების მოქმედების შესუსტებასთან და აგრეთვე ოკეანისსანაპირო ნაწილის ცივი ზედაპირული წყლების ამოსვლის შეწყვეტასთან. ჩვეულებრივ, ასეთი კატასტროფული მოვლენები აღინიშნება დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში.
ტერმინი „ელ-ნინიო“ პირველად სიტყვახმარებაში შემოვიდა XIX საუკუნეში. იმ დროს ამ ტერმინს პერუელი მეთევზეები ხმარობდნენ. იგი იყო რეგულარული ყოველწლიური მოვლენა. ანომალიურად თბილი წყლების დაგროვებას მოჰყვა დიდი რაოდენობით თევზების დაღუპვა პერუს სანაპიროებთან. მოკლე ხანში მეტისმეტად გამთბარი წყლები „ელ-ნინიოს წყლების“ სახელით გახდა ცნობილი. უკანასკნელი 150 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერად ელ-ნინიო გამოვლინდა 1997-1998 წლებში, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 1998 წლის ზამთარი კალიფორნიაში აღინიშნა ქარბუქიანი გარემოებებით,წყალდიდობებით, რასაც მოჰყვა ნგრევა. ამავე დროს, ლუიზიანაში აღინიშნა მეტად თბილი იანვარი.
გარდა ელ-ნინიოსი, არსებობს აგრეთვე ფენომენი სახელწოდებით ლა-ნინია, რომელიც გამოიხატება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილის ძლიერი გაცივებით, წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილის ძლიერი გათბობითა და პასატების ძლიერი გავლენით. ადრეული კვლევების მიხედვით ელ-ნინიო, უპირველეს ყოვლისა, განიხილებოდა ოკეანურ მოვლენად, რომელიც ფიქსირდებოდასამხრეთ ამერიკის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ. ახალმა კვლევებმა ელ-ნინიო დააკავშირა ატმოსფერულ მოვლენასთან ეგრეთ წოდებულ „სამხრეთის რყევასთან“. ელ-ნინიო ცნობილა აგრეთვე როგორც „ელ-ნინიო სამხრეთის რყევა“. სამხრეთის რყევა პირველად აღწერა ჯილბერტ უოლკერმა მუსონების შესწავლის დროს. ელ-ნინიოს ეფექტი განსაკუთრებით კარგად არის გამოხატული სამხრეთ ამერიკაში. ჩვეულებრივ, ასეთი მოვლენა იწვევს თბილი და ძლიერი ნოტიო ზაფხულის პერიოდებს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)