მხატვარმა და მკვლევარმა ნიკოლაი ლამმა( Nickolay Lamm )და დოქტორმა ალან კვანმა , რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ გენომიკაში ვაშინგტონის უნივერსიტეტში, შექმნეს ადამიანის სახის მოდელები.
მათი ამოსავალი წერტილი იყო კითხვა: " როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანის სახე 100,000 წლის განმავლობაში და რატომ?"
იქიდან გამომდინარე რომ, კაცობრიობამ მოწინავე გენური ინჟინერიის ტექნოლოგიით შეიძლება დროთა განმავლობაში შეცვალოს თავის თავი, აიღოს ბუნებრივი გადარჩევის როლი .ლამმა შემდეგ შექმნა მთელი რიგი გამოსახულებები, თუ ადამიანის სახე როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს 20 000 წლის , 60 000 წლის და 100 000 წლის შემდეგ (შენიშვნა: მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდა მივანიჭოთ ძალიან დიდი მნიშვნელობა იმის, რომ ქალი და კაცი არიან კავკასიელები, რადგან ესენი იყვნენ მხოლოდ საუკეთესო მოდელები,რაც მან იპოვა).
სურათი: დღეს
სურათი: 20 000 წლის შემდეგ
ეს გვიჩვენებს გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ ისინი არ არიან ძალიან მნიშვნელოვანი . შუბლი არიას ცოტა უფრო დიდი, რათა მოთავსდეს უფრო დიდი ტვინი. ის ყვითელი რგოლები რომ ხედავთ მოდელების თვალში,არის სპეციალური ლინზები, რომ ისე იმოქმედოს როგორც გუგლის სათვალემ( Google Glass) , მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი გზით.
სურათი: 60 000 წლის შემდეგ
ჩვენ ვხედავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. შუბლი არის უფრო დიდი, მაგრამ თვალები გაიზარდა უფრო მეტად.ლამმი ვარაუდობს, რომ ეს იქნებოდა შედეგი ადამიანების მიერ მზის სისტემის კოლონიზაციისა.ადამიანები,რომლებიც ცხოვრობენ მზისგან მოშორებით, სადაც არის ნაკლები სინათლე. კანის პიგმენტაცია შეიცვლება და ჩვენი ქუთუთოები გახდება სქელი,რათა მოახერხოს მეტი დაცვა UV სხივებისაგან იმ ადამიანებსა,ვინც დედამიწის დამცავი ოზონის შრის გარეთ ცხოვრობს.
სურათი: 100 000 წლის შემდეგ
აქ ლამმი პროგნოზირებს დიდ ცვლილებებს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დიდი იაპონური თვალები მანგას სტილის , რომ გაზარდოს დაბალი ინტენსივობის სინათლის ხედვა და მოახერხოს დამატებითი დაცვა კოსმოსური სხივებისაგან . ამ ფუტურისტულ სახეებში დაცულია ოქროს თანაფარდობა პროპორციებში და სრულიად სიმეტრიულია მარცხნიდან მარჯვნივ, აქვს დიდი ნესტოები, რათა სუნთქვა პლანეტისგან მოშორებულ გარემოში ადვილი იყოს, სქელი თმა შეაკავებს სითბოს დაკარგვას .სხვადასხვა იმპლანტანტები საშუალებას მისცემთ,რომ კაცი და ქალი მომავალში ყოველთვის იყვნენ დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება დახვეწილი და თითქმის შეუმჩნეველი.