суббота, 9 июня 2012 г.
გიგანტური ნიუკა.
მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ყვავილი ტროპიკულ მცენარეს,გიგანტურ ნიუკას აქვს. (ლათ.. Amorphophallus titanum) .მისი ყვავილები სიმაღლით 3 მეტრს,სიგანით კი 1 მეტრს აღწევს.ისინი ლეშის სუნს გამოსცემენ,ამიტომ ბუზებს და ხოჭოებს მკვდარი ცხოველი ჰგონიათ და მონაწილეობენ მის დამტვერვაში.
ეს მცენარე გავრცელებულია ინდონეზიაში,კუნძულ სუმატრაზე.აქ მას უწოდებენ «Bunga bangkai»–ს,რაც სიტყვა–სიტყვით ნიშნავს «ყვავილი გვამი»
მამრობითი და მდედრობითი ყვავილები მოთავსებულია ერთ ყვავილედში.ჯერ იშლება მდედრობითი ყვავილები,ხოლო ერთი ან ორი დღის შემდეგ მამრობითი,ეს ხელს უშლის მცენარის თვითდამტვერვას.
მას შემდეგ,რაც ყვავილი დაჭკნება,იზრდება ღერო ,რომლის თავზე ვითარდება მრავალი ფოთოლიზოგიერთი სიგრძით 6 მეტრს და დიამეტრით 5 მეტრს აღწევს.
четверг, 7 июня 2012 г.
დიდი ბარიერული რიფი .
დიდი ბარიერული რიფი დედამიწაზე ყველაზე დიდი პოპულაციაა მარჯნის პოლიპების,რომელიც გადაჭიმულია ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს 2600 კილომეტრ სიგრძეზე.მის შემადგენლობაშია 2900 დამოუკიდებელი რიფი და 900 მარჯნის კუნძული.აქ არის მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი წყალქვეშა ეკოსისტემა:400 სახეობის მარჯანი,1500 სახეობის თევზი და სხვა მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა. დიდი ბარიერული რიფი ორგანიზაცია იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
Черные ( Brian Skerry)
Подписаться на:
Сообщения (Atom)