понедельник, 26 августа 2013 г.

მსოფლიოს უდიდესი ფართობის ტბები.


   ტბა ბუნებრივ ქვაბულში დაგროვილი წყალია,რომელიც არ არის დაკავშირებული მსოფლიო ოკეანესთან.წყლით სავსე ბუნებრივ ქვაბულს ტბას უწოდებენ.დედამიწაზე მრავალი ტბაა. ახლა თქვენ იხილავთ  მსოფლიოს უდიდესი ფართობის ტბებს:

 

 

კასპიის ზღვა-

(ზოგგან მოიხსენიება როგორც დარუბანდის ზღვა, ზოგგან — გურგენის ზღვა) — მდებარეობს აზიისა და ევროპის გასაყართან. მისი ფართობია 371 800 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1025 მ. შესაბამისად მას ზღვისა და ტბისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2 % შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია.
კასპიის ზღვას სახელი ეწოდა მის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრები ტომის - კასპების გამო. კასპიის ზღვაში მდებარეობს "ყარა-ბოღაზ-გოლის" (შავი ხახის ყურე) ყურე რომელიც თურქმენეთის ტერიტორიაშია შეჭრილი.
მდებარეობა -აზიისა და ევროპის საზღვარზე,
სიმაღლე -ზღვის დონიდან -28 მ,
ფართობი -371 800 კმ²,
მოცულობა 78,2 ათასი კმ³,
ჩამდინარე მდინარეები ვოლგა, ურალი, თერგი, მტკვარი და სხვა.

კასპიის ზღვა.

ზემო ტბა -


ზემო ტბა (ინგლ. Lake Superior) — ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში. ფართობის მიხედვით მსოფლიოს I მტკნარი ტბაა. ზემო ტბის სანაპიროზე გაშენებულია კანადის პროვინცია ონტარიო და აშშ-ის შტატები: მინესოტა, უისკონსინი და მიჩიგანი. ტბის ფართობი შეადგენს 82 350კმ²-ს.  ტბის მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 408 მეტრს.

Great_Lakes_from_space_crop_labeled (1).jpg

ვიქტორია-


ვიქტორია (ინგლ. Lake Victoria, Victoria Nyanza, სუაჰ. Ziwa Victoria, Viktoria Nyanza, Ziwa Nyanza) – ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, ტანზანიის, კენიისა და უგანდის ტერიტორიაზე. იგი ფართობის მიხედვით მსოფლიოს მე-2 მტკნარი ტბაა ზემო ტბის შემდეგ, ხოლო აფრიკაში პირველი.
1858 წელს ტბა აღმოაჩინა და დედოფალ ვიქტორიას სახელი უწოდა ინგლისელმა მოგზაურმა ჯონ სპიკმა.
სიმაღლე ზღვის დონიდან- 1134 მ,
სიგრძე -320 კმ,
სიგანე -275 კმ,
ფართობი -69 500 კმ²,
მოცულობა -2760 კმ³,
მაქსიმალური სიღრმე -80 მ,
საშუალო სიღრმე- 40 მ,
ჩამდინარე მდინარე- კაგერა,
გამომდინარე მდინარე - ვიქტორია-ნილოსი.

 ტბა ვიქტორია,ტანგანიკა,ნიასა.

ჰურონი-


ჰურონი (ინგლ. Lake Huron) — ტბა აშშ-სა და კანადაში, შედის დიდი ტბების შემადგენლობაში. მის სანაპიროზეა გაშენებული კანადის პროვინცია ონტარიო და აშშ-ს შტატი მიჩიგანი. ჰურონი სრუტის მეშვებით უკავშირდება მიჩიგანის ტბას, ამ სრუტის სანაპიროზეა გაშენებული მაკინაკი.
ჰურონის ტბის ფართობი შეადგენს 59 600 კმ².ტბის მაქსიმალური სიღრმე შეადგენს 177 მეტრს. ტბაში მდებარეობს კუნძული მანიტულინი, იგი ფართობის მხრივ პირველია მსოფლიოში იმ კუძულებს შორის, რომელიც ტბაში მდებარეობს. ჰურონის ტბის გარშემო მდებარეობს მრავალი ქალაქი. სწორედ ამის გამო, ამ ტბის ირგვლივ დიდი ეკოლოგიური პრობლემებია შექმნილი.

ტბა ჰურონი.

მიჩიგანი-


მიჩიგანის ტბა – ერთ-ერთი უდიდესი ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღმოსავლეთიდან მას აკრავს აშშ-ის შტატები: ვისკონსინი, ილინოისი, ინდიანა და მიჩიგანი. ტბის დასახელება მომდინარეობს ინდიელთა ტომების სიტყვა მიშიგამი-დან, რაც ნიშნავს დიდ წყალს.
ფართობი-57 800 კმ/კვ,
მაქსიმალური სიღრმე-282მ.

მიჩიგანის ტბა.

ტანგანიკა-


ტანგანიიკა (Tanganyika) - ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი - 32 900კმ2. მდებარეობს ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე - 1470 მ (ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი - 224 ათასი კმ2. ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი; მდინარე ლუკუგის საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე ლუალაბას.
ტანგანიიკა წელიწადში საშუალოდ 64,8 კმ3 წყალს იღებს. წყლის დონე მაღალია აპრილსა და მაისში, დაბალი - ოქტომბერსა და ნოემბერში.წყალი მტკნარია. მისი ტემპერატურა ზედაპირზე 23,6-23,8-დან 26,5 °C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის ფსკერამდე ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23 °C. სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ფაუნის დაახლოებით 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულის თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა.

ტბა ტანგანიკა.

დიდი დათვის ტბა-

(ინგლ. Great Bear Lake; ფრანგ. Grand lac de l'Ours) – ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადის ჩრდილო-დასავლეთით. ტბაზე გადის ჩრდილოეთის პოლარული წრე. მდებარეობს ზღვის დონიდან 186 მეტრ სიმაღლეზე. ტბიდან გამოედინება დიდი დათვის მდინარე, რომელიც მარჯვნიდან უერთდება მდინარე მაკენზის.
სიმაღლე ზღვის დონიდან -186 მ,
ფართობი- 31  800 კმ²,
მოცულობა- 2236 კმ,³
სანაპირო ზოლის სიგრძე -2719 კმ,
მაქსიმალური სიღრმე- 413 მ,
საშუალო სიღრმე -72 მ,
აუზის ფართობი 114 717 კმ²,
გამომდინარე მდინარე -დიდი დათვის მდინარე.

დიდი დათვის და მონების დიდი ტბა.

ბაიკალი-

ბაიკალი (რუს. Байкал) — ტექტონიკური ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი), ტბა იყინება.
სიმაღლე ზღვის დონიდან- 455,5 მ,
სიგრძე- 636 კმ,
სიგანე -80 კმ,
ფართობი -31 500 კმ²,
მოცულობა- 23 615,390 კმ³,
სანაპირო ზოლის სიგრძე- 2100 კმ,
მაქსიმალური სიღრმე -1642 მ,
საშუალო სიღრმე- 744,4 მ,
გამჭირვალობა 40 მ, სიღრმეზე — 60-მდე .
ჩამდინარე მდინარეები სელენგე, ზედა ანგარა, ბარგუზინი და ა.შ.
სულ 336.
გამომდინარე მდინარე ანგარა.


ნიასა-


ნიასა იგივე მალავი - ტბა აფრიკაში. მდებარეობს მალავის, მოზამბიკისა და ტანზანიის საზღვარზე. ფართობი შეადგენს 29,600 კმ²-ს. აფრიკაში სიდიდით მესამე ტბაა, ხოლო მთელს მსოფლიოში მერვე. სიღრმით აფრიკის ტბებს შორის მეორეა.
ტბის სიგრძე მერყეობს 560-580 კილომეტრებში, სიგანეში კი ყველაზე ფართო ადგილი 75 კმ-ია. ტბის სანაპიროები მდებარეობს დასავლეთ მოზამბიკის, აღმოსავლეთ მალავის და სამხრეთ ტანზანიის ტერიტორიებზე. უდიდესი ჩამდინარე მდინარეა რუჰუჰუ. ტბიდან გამოედინება მდინარე შირე, რომელიც შემდეგ მდინარე ზამბეზს ერთვის.
ტბა მდებარეობს ტანგანიკის ტბიდან 350 კმ-ით სამხრეთ აღმოსავლეთით.
სიგრძე- 560-580 კმ,
სიგანე- 75 კმ,
ფართობი- 29 600 კმ²,
მაქსიმალური სიღრმე- 706 მ,
საშუალო სიღრმე -292 მ,
ჩამდინარე მდინარე  რუჰუჰუ,
გამომდინარე მდინარე შირე.


 მონების  დიდი  ტბა-

მონების  დიდი  ტბა-  (ფრან. Grand lac des Esclaves) არის მეორე უდიდესი ტბა კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე, ტბა მდებარეობს კანადის უდიდესი დიდი დათვის ტბის სამხრეთით. ტბის ფართობი შეადგენს28 500კმ²-ს. აქედან გამოედინება მრავალი დიდი და მცირე მდინარე, მათგან აღსანიშნავია კანადის ყველაზე გრძელი მდინარე მაკკენზი, დიდი მონების ტბიდან ასევე გამოედინება მდინარე ნევოლნიჩია. ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ადგილობრივი ინდიელები. პირველად დიდი მონების ტბა ინგლისურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 1771 წელს.

მონების  დიდი  ტბა.

пятница, 23 августа 2013 г.

კარამბოლა.(Averrhoa carambola)

კარამბოლა მარადმწვანე, ნელა მზარდი ხეა ,რომელიც სიმაღლეში აღწევს  5 მეტრამდე .ბუნებრივად იზრდება კუნძულ შრი-ლანკაზე,ინდოეთში,ინდონეზიაში.ამჟამდ გავრცელებულია  სამხრეთ და სამხრეთ-აღბოსავლეთ აზიაშიც.დღეისათვის აკლიმატიზირებულია ბრაზილია,განა,გვიანა,საფრანგეთის პოლინეზიასა და  აშშ-ში(ფლორიდის და ჰავაის შტატში),ისრაელში.


მისი ფოთლები არის მუქი მწვანე,50 სმ-დე სიგრძეში აკაციის ფოთლების მსგავსი,ყვავილები ვარდისფერია,მწიფე ნაყოფი კი-ყვითელი.ნაყოფს აქვს 5 ქიმი და სიგანეზე გაჭრილს აქვს ვარსკვლავის ფორმა,ამიტომ მას ტროპიკულ ვარსკვლავსაც უწოდებენ.ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით.




среда, 21 августа 2013 г.

პაკუა.

თევზი,რომელსაც ადამიანის მსგავსი კბილები აქვს.მისი სიგრძე 21,5 სანტიმეტრია, განსაკუთრებით საშიშია მამაკაცებისათვის,რადგან მათი სასქესო ორგანო პაკუას დელიკატესს  წარმოადგენს.ახალ გვინეაში ტრაგიკული შემთხვევები რამდენჯერმე დაფიქსირდა,ამიტომ ტურისტებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.

вторник, 20 августа 2013 г.

უეივი.

პლატო პარიას ჩრდილო დასავლეთით ,არიზონას და იუტას შტატების საზღვართან ახლოს(აშშ),მდებარეობს უეივი.ის წარმოადგენს გაქვავებულ დიუნას,მილიონობით წლის განმავლობაში ქვიშაქვამ მიიღო ასეთი საოცარი ფორმა ეროზიის მოქმედებით.სხვადასხვა ფერის ზოლები, მასზე ქიმიური პროცესების მოქმედების შედეგია.რის წყალობითაც ზოგიერთი უბანი გაღიავდა და ზოგიერთი გაწითლდა რკინის ოქსიდის ზემოქმედებით.



ვულკანი ნგაურუხოე.

ის მდებარეობს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე.


понедельник, 19 августа 2013 г.

ბაღის ფრინველთა ხმები.

საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები.


пятница, 9 августа 2013 г.

ტბა ხილლერი-ავსტრალიის ვარდისფერი სასწაული.

Озеро Хиллер - розовое чудо Австралии

Озеро Хиллер - розовое чудо Австралии Фото

არქიპელაგ რეშერშის შუა კუნძულზე მდებარეობს ავსტრალიის ტბა ხილლერი.ის საოცარია იმით, რომ მის წყალს აქვს ორიგინალური  ფერი-ვარდისფერი.ტბის სიგრძე 600 მეტრია,ხოლო სიგანე აღწევს 200 მ-დე.წყლის ვარდისფერი შეფერილობა გამოწვეულია მიკროსკოპული წყალმცენარეების დიდი რაოდენობით,რომლებიც მარილიან წყალს აძლევენ წითელ ფერს. მარილიანი რკალის წყალობით,რომელიც ტბას ირგვლივ აკრავს,ჩანს,თითქოს ტბა იმალება თეთრი ჩარჩოს შიგნით.
ტბა Hiller - ვარდების სასწაული ავსტრალიის ფოტოები

ტბა Hiller

ტბა Hiller - ვარდების სასწაული ავსტრალიაში

ტბა Hiller - ვარდების სასწაული ავსტრალიაში

ტბა Hiller - ვარდების სასწაული ავსტრალიაში

წყარო:http://zoo-flo.com/view_post_interesting.php?id=250

четверг, 8 августа 2013 г.

ჟაბოტიკაბა.

ეს ხილი იზრდება სამხრეთ ამერიკაში და მიემგვანება ყურძენს.გემოც ყურძნის მსგავსი აქვს,მაგრამ მომწიფებასთან ერთად გებოც ეცვლება.ყველაზე საუკეთესო გემოს იღებს მოკრეფიდან მეცხრე დღეს.




ველვიჩია საოცარი (Welwitschia mirabilis).

Вельвичия удивительная (Welwitschia mirabilis)
ველვიჩია იზრდება სამხრეთ-დასავლეთ ანგოლის ქვიან ნიადაგზე,ნამიბისა და კალაჰარის უდაბნოებში.ამ ჯუჯა ხის ასაკმა შეიძლება 150  წელს გადააჭარბოს.მისი მოკლე ტანი მხოლოდ 50 სმ-ია,კენწეროდან გამოსდის ორი მკვრივი ტყავისებური ფოთოლი,რომლებიც 3 მ-დე სიგრძეს აღწევს.ფოთლები იზრდებიან განუწყვეტლივ ღეროდან,თანდათან კვდებიან ბოლოებზე.

среда, 7 августа 2013 г.

ხელოვნური ხორცი.



Photograph by David Parry, Reuters
5აგვისტოს ლონდონში მოამზადეს კერძი ხორცისაგან,რომელიც გამოზარდეს ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედების საშუალებით.ასეთი ტექნოლოგიით მიღებული პროდუქტი პირველად იყო გამოტანილი საზოგადოებისათვის დასაგემოვნებლად.
წყარო:http://nat-geo.ru/article/4174-uchenyie-vyirastili-iskusstvennoe-myaso/

вторник, 6 августа 2013 г.

პეგგი როკფელერის ვარდების ბაღი.

ერთ ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი ნიუ-იორკში -პეგგი როკფელერის  ვარდების ბაღი .მას საფუძველი  ჩაუყარეს 1916 წელს.ამ ულამაზეს ბაღში 3000-ზე ბეტი ვარდია,როგორც ძველი ჯიშები,ისე თანამედროვე ჰიბრიდები.

Сад роз Пегги Рокфеллер



Сад роз Пегги Рокфеллер



Сад роз Пегги Рокфеллер



Сад роз Пегги Рокфеллер



Сад роз Пегги Рокфеллер



Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер


Сад роз Пегги Рокфеллер