среда, 18 июня 2014 г.

დედამიწის მომავალი -გლობალური დათბობის შედეგები.

გლობალური დათბობის შედეგები-ის სურათის შედეგი


  მომავალში გლობალური დათბობის შესაძლო შედეგების პროგნოზირებას გეოლოგები კვლავ განაგრძობენ. რა მოუვა დედამიწას, თუკი, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, მთელი ყინული, რომელიც დღეისთვის დედამიწაზეა, დადნება?
მათ დათვალეს ყველა შესაძლო შედეგი და შექმნეს ინტერაქტიური რუკა, რომელზეც თვალნათლივ აჩვენეს მოვლენების განვითარების სცენარები ყველა კონტინენტისთვის.
        პირველ ყოვლისა, ყინულის დნობის შემთხვევაში, ზღვის დონე დედამიწაზე დაახლოებით 65 მეტრით აიწევს. შედეგად, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 14-დან 26 გრადუსამდე გაიზრდება.
        ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტის სანაპირო, ფლორიდისა და მექსიკის ყურის სანაპიროს ჩათვლით, მთლიანად წყალში ჩაიძირება.
ლათინურ ამერიკაში დაიტბორება არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი, აგრეთვე, ზღვისპირა ურუგვაი და პარაგვაი.
       აფრიკა მნიშვნელოვნად ხელუხლებელი დარჩება, მაგრამ, მისი დიდი ნაწილი დაუსახლებელი გახდება.
ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვს წყლის დონის გაზრდის შედეგად, დაჭაობებული აღმოჩნდება უძველესი ქალაქები - ალექსანდრია და ქაირო.
განადგურდება, ევროპის მრავალი ღირსშესანიშნაობა. გაქრება ლონდონი, ვენეცია. წყლის ქვეშ აღმოჩნდება, ასევე, ნიდერლანდები და დანიის დიდი ნაწილი.
აზიაში დაიტბორება ტერიტორიები, რომლებზეც დღეისთვის 600 მილიონი ჩინელი ცხოვრობს. პირისაგან მიწისა აღგვილი აღმოჩნდება ბანგლადეში და ინდოეთის ზღვისპირა რაიონები.
        რაც შეეხება ავსტრალიას, იქ ყინულების დნობა კონტინენტის ცენტრში ზღვის წარმოშობას გამოიწვევს. ამას გარდა, დატბორილი აღმოჩნდება ზღვის სანაპიროს მიწების დიდი ტერიტორია, რომელზეც დღეისათვის მოსახლეობის 80 პროცენტი ცხოვრობს. ანტარქტიდა კი საერთოდ უხილავი გახდება.
        ეკოლოგები ამბობენ, რომ ყინულის დნობის პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ატმოსფეროში სასათბურე გაზების კონცენტრაციის გაზრდა და სხვა. თუმცა, მეცნიერები და სპეციალისტები, რომლებიც ყინულების დნობის პროცესს აკვირდებიან, გვამშვიდებენ, რომ მათი გათვლებით, იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული მთელი ყინული დადნეს დაახლოებით ხუთი ათასი წელია საჭირო.


წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий