კევინ კარტერი დაიბადა 1960 წლის 13სექტემბერს იოხანნესბურგში,გაუტენგში,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.გარდაიცვალა 1994 წლის 27 ივლისს.
ამ სურათმა კევინ კარტერს 1994 წელს პულიტცერის პრემია და მსოფლიო აღიარება მოუტანა.სურათზე ჩანს შიმშილისაგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა.ფოტოგრაფმა კამერა მოიმარჯვა,როდესაც ბავშვთან ახლოს სვავი მოფრინდა.კევინმა გამოიყენა შესანიშნავი ფოტოს გადაღების შანსი და შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სურათი.კადრში მოჩანს მტაცებელი ფრინველი,რომელიც გოგონას დასაკორტნად მის სიკვდილს ელოდება.ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო.როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს-რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა,მან უპასუხა:ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო.მიუხედავად წარმატებული ფოტოკარიერისა კევინს დეპრესია განუვითარდა და 34 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. 1994 წლის 27 ივლისს მან თავისი პიკაპი მდინარესთან გააჩერა,საწვავის გამონაბოლქვის მილი შლანგით მანქანის სალონს შეუერთა,მუსიკა ჩართო და გაიგუდა.სიკვდილის წინ წერილი დატოვა:"დავიღალე უტელეფონოდ,უფულოდ,კომუნალური გადასახადებით,ვალებით,ყველგან ფულია საჭირო!!!
მკვლელობებზე,ტკივილზე,ბოროტებაზე მოგონებები არ მასვენებს...ვდარდობ მშიერ და დაჭრილ ბავშვებზე"...
წყარო
wyaro
Комментариев нет:
Отправить комментарий