ცნობილია კაქტუსისებრთა 85 გვარი (სხვა მონაცემებით 50 — 220) და 2000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია თითქმის მხოლოდ ამერიკაში (აქედან ნახევარი — მექსიკაში), მხოლოდ ერთადერთი გვარი — Rhipsalis — გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში .
კაქტუსისებრნი იზრდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ უდაბნოებში (ზოგან მთებშიც 4500 მ-მდე), იშვიათად ტროპიკულ წვიმის ტყეებში, ზღვის სანაპიროებსა და სავანებშიც. ზოგი კაქტუსისებრნი (უმეტესად ოპუნციას სახეობები) გავრცელდა ავსტრალიაში, სადაც იგი სათიბ-საძოვრის ძლიერ სარეველად იქცა, ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე და სხვა. საქართველოში ძირითადად მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებშია. თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გვხვდება თვითნათესი ოპუნციები.
ყვავილები მეტწილად დიდი და კაშკაშაა, მარტოული, იშვიათად კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი. მრავალთესლიანი ნაყოფი კენკრისებრია, ზოგჯერ მშრალი. ყვავილები, ჩვეულებრივ, იშლება საღამოს ან გვიან ღამით.
http://zoo-flo.com
Комментариев нет:
Отправить комментарий