ანსის ტბაზე,საფრანგეთი.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=426126964128382&set=a.116656325075449.21119.116651035075978&type=1&theater
კაქტუსები (Cactaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხისებრი, ბუჩქისებრი და ლიანისებრი ფორმებია, იშვიათად — დაბალი ხეები. აქვთ ეკლით, ბუსუსით ან ქერქლით დაფარული წვნიანი ხორცოვანი ღერო, რომელიც სფეროსებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული და სვეტისებრია, ზოგჯერ კი განრტყელებულია და დაყოფილია ნაწილებად. ფოთლები რედუცირებული აქვთ. ფოტოსინთეზი და ტრანსპირაცია ხდება ღეროთი, რომელშიც მძლავრადაა განვითარებული წყლის შემცველი პარენქიმა (დიდ კაქტუსებში 2000-მდე ლ წყალი გროვდება). ბევრ კაქტუსისებრნს ცვილისებრი ნაფიფქი აქვს ან ქეჩისებურად არის შებუსვილი. თითქმის ყველა კაქტუსისებრნს აქვს წიბოებიანი დვრილები. განსაკუთრებით დამახასიათებელია ე. წ. არეოლები (მკვეთრად შემოსაზღვრული ბუსუსიანი და ეკლიანი უბნები, რომლებიც ალბათ უბის კვირტებისგანაა წარმოშობილი).
ცნობილია კაქტუსისებრთა 85 გვარი (სხვა მონაცემებით 50 — 220) და 2000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია თითქმის მხოლოდ ამერიკაში (აქედან ნახევარი — მექსიკაში), მხოლოდ ერთადერთი გვარი — Rhipsalis — გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში .
კაქტუსისებრნი იზრდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ უდაბნოებში (ზოგან მთებშიც 4500 მ-მდე), იშვიათად ტროპიკულ წვიმის ტყეებში, ზღვის სანაპიროებსა და სავანებშიც. ზოგი კაქტუსისებრნი (უმეტესად ოპუნციას სახეობები) გავრცელდა ავსტრალიაში, სადაც იგი სათიბ-საძოვრის ძლიერ სარეველად იქცა, ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე და სხვა. საქართველოში ძირითადად მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებშია. თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გვხვდება თვითნათესი ოპუნციები.
ყვავილები მეტწილად დიდი და კაშკაშაა, მარტოული, იშვიათად კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი. მრავალთესლიანი ნაყოფი კენკრისებრია, ზოგჯერ მშრალი. ყვავილები, ჩვეულებრივ, იშლება საღამოს ან გვიან ღამით.
წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/კაქტუსისებრნი
http://zoo-flo.com
ტბა კადოზე,რომელიც მდებარეობს ამერიკის შერთებულ შტატებში,ტეხასში.ის არის ყველაზე დიდი კიპარისების ტყე პლანეტაზე.
წყარო: http://animalworld.com.ua/news/Kiparisovyj-les-na-ozere-Kaddo#see