1984 წლის 3 მაისს ახალი დროის ,, არგონავტებმა” კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად სტარტი აიღო ქალაქ ვოლოსთან – არგოლიკისის ყურედან, იქედან , საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა. ,,არგოს” ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები, მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან. საქართელოს სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებშ შემოსვლისას კი მათ დაემატებოდათ საქართველოს მენიჩბეები, ამიტომ შეარჩიეს სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში…
მაშინ როცა საქართელოში დიდი სამზადისი იყო ტიმ სევერიანის ექსპედიციის შესახვედრად, არგოს უკვე გავლილი ჰქონდა ეგეოსის ზღვა., ანტიკური ,, ჰელესპონტი” (დღევანდელი დარდანელის სრუტე), პროპონტიდა (ანუ მარმარილოს ზღვა), ბოსფორი. ანატოლიის, პაფლაგონიისა და თემისკირის სანაპიროების გასწვრივ სერავდა ზღვას – ევექსინის პონტოს ანუ ,,სტუმართმოყვარე ზღვის” (მიკენურ ეპოქაში იგი ,,აქსონიის პონტო” იყო, ე.ი. არასტუმართმოყვარე ზღვა). შავი ზღვა ოდითგანვე რთულ სანაოსნო ზღვად ითვლებოდა და შემთხვევითი არ იყო, რომ ამ ზღვაში შემოსული უცხოური გემების კაპიტნები დამატებით გასამრჯელოსაც იღებდნენ.
,,არგო” საბერძნეთის და თურქეთის ტერიტოტიულ წყლებში, ამ ქვეყნების მენიჩბეებმა გამოაცილეს, ხოლო საქართელოს ტერიტორიულ წყლებში ქართელი მენიჩბეები ჩაენაცვლნენ. 1984 წელს ,,არგო” საქართველოში შემოვიდა, მის შესახვედრად ბათუმიდან გავიდა იახტებისა და კატერების ფლოტი აფრებიანი ხომალდის ,,ტოვარიშჩის” ფლაგმანობით, რომელიც ერთ–ერთი უდიდესი ხომალდია მსოფლიოში და ხერსონის საზღვაო სასწავლებელს ეკუთვნის, მასზე პრაქტიკას გადის, შავი ზღვის ყველა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი. ხომალდ ,, ტოვარიშჩიდან” ,,არგოზე” გადავიდნენ ნუგზარ ფოფხაძე – საქ. ტელე–რადიო კომიტეტის თავჯდომარე და სსრკ_ს ცნობილი კინორეჟისორი იური სენკევიჩი, ისინი საქართელოში ამ ღონისძიების მომზადების ორგანიზატორები იყვნენ. იახტა ,,კოლხიდა”, რომელიც პირველი შეეგება არგოს, პირველი შეუძღვა ფოთის ნავსადგურში, სადაც ზღვა ხალხი ელოდა სტუმრებს., მათმა მისალმებებმა, სიმღერებმა და ტაშმა სულ გადაფარა ყველაფერი. ექსპედიციის შემადგენლობას საყვირებით მიესალმნენ საოკეანო გემები. საპატიო სიტყვით გამოვიდა მოგზაურთა ხლემძღვანელი კაპიტანი ტიმ სევერიანი, მან აღნიშნა, რომ ,,ეკიპაჟი თითქმის სამი თვე ღია ზღვაში ებრძოდა გრიგალსა და უამინდობას, მენიჩბეებს ძალზე გაუჭირდათ, მაგრამ ბოლო სამი კვირის მანძილზე აღფრთოვანებული ვიყავით ფოთთან შეხვედრის მოლოდინშო.” მან ექსპედიციის მონაწილეთა სახელით, მადლობა მოახსენა შეკრებილთ. ხანმოკლე, გულთბილი შეხვედრის შემდეგ ,,არგო” 22 ივლისს ანტიკური ფაზისიდან გეზი აიღო კავკასიის მთების და მყინვარწვერების თვალწინ მონარნარე მდინარე რიონისკენ. მოგზაურებს მდინარე რიონზე მძიმე სირთულეები შეექმნათ ძაბვის, კაშხალების, ხიდების, ზოგან მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო. ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმები., უამინდობა, მდინარე რიონის ადიდება. ადიდებულ მდინარეს თან მოჰქონდა ქვა–ღორღი, ხის მორები და საშიშროება ექმნებოდათ მოგზაურებს. ხომალდის მეჩეჩებზე გადაყვანისთვის საჭირო შეიქმნა დამხმარე ძალები. 1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდი, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია კოლხეთს. ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში სახელდახელოდ აღმართეს ქვის სტელა ქართულ–ინგლისურ–რუსული წარწერით. ჭყვიშში თავმოყრილი იყო რაიონის მოსახლეობა, დედაქალაქიდან, რესპუბლიკის ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. ტიმ სევერინს მიეგება თეთრ კაბაში გამოწყობილი თანამედროვე მედეა (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ნინო კაციტაძე ).
,,ჭყვიშის პორტიდან” დაიწყო ტიმ სევერინის მეცნიერული მოგზაურობა საქართველოს მიწაზე. პირველ რიგში იგი ეწვია ვანის არქეოლოგიურ გათხრებს. მან გამოთქვა იმედი რომ ვანის არქეოლოგიური მონაპოვარი მას დიდად დაეხმარება არგონავტთა მითის, ისტორიულობის საბოლოოდ დამტკიცებაში. ვანის შემდეგ მან მოინახულა ნოქალაქევი და სვანეთი, სადაც ადგილობრივებმა გააცბეს თუ როგორ მოიპოვებდნენ მათი წინაპრები ცხვრის ტყავით ოქროს.
1984 წლის 2 აგვისტოს ,,არგონავტები” გამოემშვიდობნენ ვანს და ვანელებს, იყო აღტაცება და განშორების სინანული, გამოსამშვიდობებელი კონცერტი, ,,მრავაჟამიერი” , ,,სულიკო”, ინგლისური მეზღვაურული სიმღერები… იმავე დღეს, ,,არგო” ბათუმამდე მატარებლით ჩაიტანეს, აქედან კი ღამით, ხომალდმა ,,ტოვარიშჩმა” გააცილა სტამბულამდე.
რამოდენიმე თვეში, ,,არგოს” ასლმა გალაკტიონის სახლმუზეუმის გვერდით სამუდამოდ დაიდო ბინა, სწრაფადვე გადაწყდა არგონავტების მუზეუმის აგებაც და ჭყვიშში, საქვეყნოდ სახელგანთქმული გალაქტიონის და ტიციანის სახლ–მუზეუმებს გვერდით ამოუდგა არგონავტების მუზეუმი . მაგრამ ხანმოკლე გამოდგა მისი არსებობა, იგი რამოდენიმე წლის შემდეგ ხანძარმა შთანთქა.
Комментариев нет:
Отправить комментарий