ბაიკალი ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა.ის ტექტონიკური წარმოშობისაა ,მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს მტკნარი წყლის უზარმაზარ რეზერვუარს.ტბა და სანაპირო ტერიტორია გამოირჩევა ფლორის და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით .სახეობათა დიდი ნაწილი ენდემურია.მისი სიგრძეა 636 კილომეტრი ,ხოლო სიგანე 80 კილომეტრამდე.ბაიკალში ჩაედინება 366 მუდმივი მდინარე და ნაკადული.მისგან გამოედინება ერთადერთი მდინარე ანგარა.ტბის წყლის სარკის ფართობი შეადგენს 31470 კვადრატულ კილომეტრს.მაქსიმალური სიღრმე აღწევს 1637 მეტრს,საშუალო კი 730 –ს.ტბაში 30 კუნძულია,მათგან ყველაზე დიდია ოლხონი.ბაიკალის ასაკი 20-25 მილიონი წელია.
წყარო:Байкал - самое глубокое озеро на планете | Блог ZooFitoSfera о растениях, животных и интересном
Комментариев нет:
Отправить комментарий