მეზოზოურ ერაში დედამიწაზე ფართოდ გავრცელდნენ ქვეწარმავლები.მათ არა მარტო ხმელეთი დაიკავეს, არამედ საკვების მოპოვების დროს წყალში და ჰაერშიც გავრცელდნენ და იქ არსებობას შეეგუენ.უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან,ხოლო უკანასკნელი წარმომადგენლები–ცარცული პერიოდის დამლევიდან.
ზოგიერთ დინოზავრს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცვები,ჯავშანი,რქები.ისინი მრავალნაირნი იყვნენ როგორც სხეულის სიდიდით,ისე მოყვანილობით და აგებულებით.ხმელეთზე ბინადრობდა მრავალგვარი საზარელი ხვლიკი(დინოზავრი).ეს ტერმინი 1842 წელს შემოიღო
ბრიტანელმა მეცნიერმა რიჩარდ ოუენმა.
დინოზავრები მეზოზოური ერის ბოლოს გადაშენდნენ კლიმატის მკვეთრი ცვლილების გამო.
მათი ნაშთები ნაპოვნია ყველა კონტინენტზე.დინოზავრები 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს.65 მილიონი წლის წინ კი მოულოდნელად გადაშენდნენ.
ზოგიერთი დინოზავრის სხეული ძალიან დიდი იყო: მაგალითად ბრონტოზავრის სხეულის სიგრძე 20 მეტრი ,ხოლო სიმაღლე 5 მეტრი იყო.ის იწონიდა დაახლოებით იმდენს,რამდენსაც 8-9 აფრიკული სპილო. ისინი მცენარეებით იკვებებოდნენ.
არსებობდნენ მტაცებლებიც.ასეთი იყო მაგალითად ტირანოზავრი.ის მძლავრ კუდზე დაყრდნობით უკანა ფეხებით მოძრაობდა. მისი სიმაღლე სხეულის ასეთი მდებარეობის დროს 5,5 მეტრს უდრიდა.ის შეიარაღებული იყო მსხვილი და მჭრელი კბილებით.ჰაერში დაფრინავდნენ "მფრინავი ხვლიკები".მათი გაშლილი ფრთების სიგრძე 7 მეტრს აღწევდა.ზღვაში ცხოვრობდნენ იქთიოზავრები.
Комментариев нет:
Отправить комментарий