воскресенье, 10 февраля 2013 г.

კაქტუსები და მათი ყვავილები.


 კაქტუსები (Cactaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხისებრი, ბუჩქისებრი და ლიანისებრი ფორმებია, იშვიათად — დაბალი ხეები. აქვთ ეკლით, ბუსუსით ან ქერქლით დაფარული წვნიანი ხორცოვანი ღერო, რომელიც სფეროსებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული და სვეტისებრია, ზოგჯერ კი განრტყელებულია და დაყოფილია ნაწილებად. ფოთლები რედუცირებული აქვთ. ფოტოსინთეზი და ტრანსპირაცია ხდება ღეროთი, რომელშიც მძლავრადაა განვითარებული წყლის შემცველი პარენქიმა (დიდ კაქტუსებში 2000-მდე ლ წყალი გროვდება). ბევრ კაქტუსისებრნს ცვილისებრი ნაფიფქი აქვს ან ქეჩისებურად არის შებუსვილი. თითქმის ყველა კაქტუსისებრნს აქვს წიბოებიანი დვრილები. განსაკუთრებით დამახასიათებელია ე. წ. არეოლები (მკვეთრად შემოსაზღვრული ბუსუსიანი და ეკლიანი უბნები, რომლებიც ალბათ უბის კვირტებისგანაა წარმოშობილი).
   ცნობილია კაქტუსისებრთა 85 გვარი (სხვა მონაცემებით 50 — 220) და 2000-ზე მეტი სახეობა. გავრცელებულია თითქმის მხოლოდ ამერიკაში (აქედან ნახევარი — მექსიკაში), მხოლოდ ერთადერთი გვარი — Rhipsalis — გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში . 
   კაქტუსისებრნი იზრდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ უდაბნოებში (ზოგან მთებშიც 4500 მ-მდე), იშვიათად ტროპიკულ წვიმის ტყეებში, ზღვის სანაპიროებსა და სავანებშიც. ზოგი კაქტუსისებრნი (უმეტესად ოპუნციას სახეობები) გავრცელდა ავსტრალიაში, სადაც იგი სათიბ-საძოვრის ძლიერ სარეველად იქცა, ჩინეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ყიიმის სამხრეთ სანაპიროზე და სხვა. საქართველოში ძირითადად მხოლოდ ბოტანიკურ ბაღებშია. თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გვხვდება თვითნათესი ოპუნციები.

   ყვავილები მეტწილად დიდი და კაშკაშაა, მარტოული, იშვიათად კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი. მრავალთესლიანი ნაყოფი კენკრისებრია, ზოგჯერ მშრალი. ყვავილები, ჩვეულებრივ, იშლება საღამოს ან გვიან ღამით.

წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/კაქტუსისებრნი

http://zoo-flo.com

суббота, 9 февраля 2013 г.

კიპარისების ტყე

ტბა კადოზე,რომელიც მდებარეობს ამერიკის შერთებულ შტატებში,ტეხასში.ის არის ყველაზე დიდი კიპარისების ტყე პლანეტაზე.

წყარო: http://animalworld.com.ua/news/Kiparisovyj-les-na-ozere-Kaddo#see 

შანხაი.

ხედი,რომელიც იშლება შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის 94-ე სართულიდან.ცზინ–მაოს კოშკი და სატელევიზიო ანძა–''აღმოსავლეთის მარგალიტი''.

ბაგანი–

ძველი სახელმწიფოს დედაქალაქი,რომელიც მდებარეობს თანამედროვე მიანმის ტერიტორიაზე.

მივატნის ტბა

მდებარეობს ისლანდის ჩრდილოეთ ნაწილში.ტბის სანაპიროზე მოჩანს ფსევდოკრატერები,რომელთა წარმოქმნის მიზეზს წარმოადგენს ორთქლის ამოფრქვევა.

пятница, 8 февраля 2013 г.

კიოკენხოფი

სამეფო ყვავილების ბაღი ჰოლანდიაში,აგრეთვე ცნობილია როგორც ევროპის ბაღი.მდებარეობს ამსტერდამსა და ჰააგას შორის პატარა ქალაქ ლისსეში. მას უკავია მიწის 32 ჰექტარი.ის ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ყვავილებით და ტიტების დიდი მინდვრებით.


Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების როგორ მივიღოთ თავს Keukenhof
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების სურათი
Keukenhof სურათი
როგორ მივიღოთ თავს Keukenhof
Keukenhof
მეფის flower პარკი ნიდერლანდების
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ჰოლანდია 1
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ჰოლანდია 2
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების 3
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ჰოლანდია 4
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების 5
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების 6
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების 7
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების 8
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების 9
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ჰოლანდია, 10
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ჰოლანდია, 11
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ჰოლანდია, 12
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ჰოლანდია, 13

Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების სურათი 1
Keukenhof - სამეფო ყვავილი პარკში ნიდერლანდების სურათი 2
წყარო:http://zoo-flo.com/view_post_interesting.php?id=246

მე კავკასიის ქედი მომიხმობს