вторник, 4 сентября 2012 г.
понедельник, 3 сентября 2012 г.
გელადები.გელად(ლათ.Theropithtcus gelada)
გელად(ლათ.Theropithtcus gelada)
გელადებს ხშირად ბაბუინებს უწოდებენ,მაგრამ სინამდვილეში ეს მაიმუნები მიეკუთვნებიან ცალკე სახეობას და ბაბუინებს არ წარმოადგენენ.ამ მაიმუნების ცნობა ადვილია ვარდისფერი, ბეწვს მოკლებული უბნით მკერდის წინა ნაწილში. ბუნებამ წინასწარ იზრუნა იმაზე,რომ გელადები,რომლებიც მთელ თავის სიცოცხლეს ატარებენ მჯდომარე პოზაში ბალახის შესაგროვებლად,ჰქონოდეთ პოტენციური პარტნიორის მიზიდვის საშუალება და გაგრძელონ თავისი ჯიში.
воскресенье, 2 сентября 2012 г.
19 ივლისის სტიქია.
2012 წლის 19 ივლისს დილის 4 საათზე დაიწყო წვიმა.დაახლოებით 5–ის 20 წუთზე წამოვიდა თავსხმა წვიმა,რომელსაც სეტყვა და ქარიშხალი მოჰყვა.სტიქიამ გადახადა სახლებს სახურავები,მოგლიჯა ხები,რამოდენიმე სოფელში მთლიანად გაანადგურა მოსავალი.სეტყვის მარცვლები კაკლების ტოლი იყო და 3 დღე ეყარა ეზოებში.დილით მიწა სავსე იყო სეტყვით და ხეების დაკუწული ფოთლებით,დამტვრეული ტოტებით და ხებით,მოგლეჯილი ელექტროგადაცემის ბოძებით და გაწყვეტილი მავთულებით. ხეებს აღარ ჰქონდა ფოთლები და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,თითქოს უეცრად ზამთარი დადგა. ასეთი სტიქია მოხუცებს საერთოდ არ ახსოვთ თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში.
ამ სურათებზე კარგად ჩანს ხეები, ვენახი და სიმინდი ფოთლების გარეშე.
სკოლის შენობის სახურავი და ფანჯრის მინები ჩამტვრეული და ეზოში გადმოყრილი.
მაიმუნი ბრაზზა(ლათ.Cercopitethecus neglectus)
მაიმუნი ბრაზზა(ლათ.Cercopitethecus neglectus)–საკმარისია ერთხელ დაინახოს ადამიანმა ეს არაჩვეულებრივი მაიმუნი,რომ მომავალში მას აღარ აერევა მაიმუნების მრავალრიცხოვანი სახეობებიდან არცერთში.
მაიმუნები ცხოვრობენ პატარა ოჯახურ ჯგუფებად,რომლის სათავეში მამრია.მათი ცნობა ადვილია–ისინი ორჯერ დიდები არიან მდედრებზე.
მაიმუნი ბრაზზა შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.ზოგიერთი ეგზოტიკის მოყვარული მზადაა ამ მაიმუნში გადაიხადოს 7–დან 10 ათასამდე დოლარი.
суббота, 1 сентября 2012 г.
თვალი.როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს.
თვალის კაკალს სფეროსებრი ფორმა აქვს. იგი მოთავსებულია ქალის თვალბუდეში, რომლზეც მიმაგრებულია თვალის კაკლის მამოძრავებელი ექვსი კუნთი.
თვალის ირგვლივ მდებარე ორგანოები თვალს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ. ეს ორგანოებია: წარბები, ქუთუთოები და წამწამები, საცრემლე ჯირკვლები. წარბები თვალს ოფლისგან იცავს, ქუთუთოები და წამწამებიკი - მტვრისგან. ქუთუთოს შიგნითა ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსით - კონუქტივით, რომელიც ნაწილობრივ აკრავს თვალის გარეთა ზედაპირს. საცრემლე ჯირკვლები თვალის გარეთა კარეთა კუთხეში მდებარეობს და გამოყოფს ცრემლს, რომელიც თვალს იცავს გამოშრობისგან, მიკრობებისგან, ათბობს და ასუფთავებს მას. ცრემლი თვალის შიგნითა კუთხიდან საცრემლე არხის მეშვეობით ცხვირის ღრუში ჩაედინება.
თვალის კაკალს გარედან შემაერთებელქსოვილოვანი ცილოვანი გარსი (სკლერა) ფარავს. იგი თვალს უცხოსხეულებისა და მიკრობებისგან იცავს.
თვალის წინა გარეთა ნაწილში ცილოვანი გარსი გადადის რქოვანაში, რომელიც ადვილად ატარებს სხივებს.
ცილოვანი გარსის ქვეშ სისხლძარღვოვანი გარსია, რომელიც თვალის ქსოვილების უჯრედებს კვებავს.
წინა გარეთა ნაწილში სისხლძარღვოვანი გარსი ფერად გარსში, ანუ ირისში გადადის ფერადი გარსზე დამოკიდებულია თვალის ფერი, იგი მრავალ პირგმენტს შეიცავს.
ფერად გარსსა და რქოვანას შორის სივრცეა, რომელიც გამჭვირვალე სითხითაა ამოვსებული.
ფერადი გარსის შუაში კი ხვრელია, რომელსაც გუგას უწოდებენ. გუგა კუნთების მეშვეობით ძლიერი განათებისას ვიწროვდება, სუსტის დროს - ფართოვდება. ეს არეგულირებს თვალში გარკვეული რაოდენობის სინათლის სხივის შეღწევას.
გუგის უკან ბროლია. ბროლი გამჭვირვალე, ამოზნექილი ლინზაა, იგი კუნთებითაა გარშემორტყმული. ეს კუნთები ბროლს სიმრუდეს უცვლის - ნაკლებად ან მეტად ამოზნექილს ხდის. ბროლის სიმრუდის ცვლილებას აკომოდაციაეწოდება. ზოგჯერ ადამიანი კარგავს აკომოდაციის უნარს და ნანახი ბადურის წინ აირეკლება (ახლომხედველი) ან ბადურის უკან (შორსმხედველი).
თვალის კაკლის შიდა ნაწილი მთლიანად უფერო გამჭვირვალე ბლანტი სითხით - მინისებრი სხეულითააამოვსებული.
თვალის შიგნითა, ყველაზე თხელი გარსია ბადურა. მასზე განლაგებულია შუქის რეცეპტორები, რომლებსაც ფოტორეცეპტორებს უწოდებენ. ფოტორეცეპტორები ორი სახისაა: კოლბები და ჩხირები. კოლბები კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და ფერს აღიქვამენ. ჩხირები სუსტი ან ზომიერი სინათლით, და აღიქვამენ საგნის ფორმას. ადამიანს ჩხირები მეტი აქვს. გარდა ამ რეცეპტორებისა ბადურა სხვა უამრავ ნეირონს შეიცავს. მათი და ფოტორეცეპტორების მორჩების ერთობლიობა მხედველობით ნერვს ქმნის. რომელიც თავის ტვინის ქერქის კეფის ნაწილში მიემართება. იმ ადგილს ბადურაზე, საიდაც ნერვი ტოვებს თვალის კაკალს, რეცეპტორები არ არის. ამ ადგილს ბრმა ხალი ეწოდება.
გუგის პირდაპირ კოლბების გროვებია, ამ ადგილს ყვითელი ხალი ეწოდება.
კოლბებში იოდოფსინია, ჩხირებში - როდოფსინი.
სინათლის ზემოქმედებით კოლბებში და ჩხირებში ხდება ქიმიური რეაქციები. სინათლეზე იშლება როდოფსინი ჩხირებში და იოდოფსინი კოლბებში. წარმოქმნილი ნივთიერება მოქმედებს მხედველობის ნერვის რეცეპტორებზე და ხდება მათი აგზნება, რომელიც გადაეცემა დიდი ნახევარსფეროების ქერქის კეფის ზონას. ბადურაზე კოლბების და ჩხირების კვლავ სინთეზისთვის საჭიროა A ვიტამინი.
ჩვენს დროში თვალები გასაოცარ დატვირთვას განიცდიან და, შეიძლება ითქვას, დიდ გამოცდასაც უძლებენ. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში განათების, საყოფაცხოვრებო თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, თვალის პათოლოგიებმა წინა საუკუნეებთან შედარებით იმატა. ჩვენს წინაპრებს რომ თვალისჩინი ღრმა სიბერემდე არ ღალატობდათ და რომ წინათ სათვალეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იყენებდა, ყველას კარგად მოეხსენება. ჩვენს ყოფაში რომ მხედველობა გადაძაბული აქვს ადამიანს, ცუდად ხედავს და ახალგაზრდობიდანვე სჭირდება მხედველობის კორექცია, ესეც აღარავის უკვირს. კომპიუტერთან მუშაობა, გამუდმებით საჭის ტრიალი, ტელეეკრანზე გასაოცარი სისწრაფით ცვლადი და მოძრავი კადრები, საზოგადოდ, ცხოვრების დაძაბული რიტმი მეტისმეტად ღლის ჩვენს თვალებს. ადამიანი ვერც კი გრძნობს, რომ მისი მხედველობის ორგანო ფიზიოლოგიურ ასაკზე გაცილებით ადრე ბერდება და იფიტება გადაძაბვისგან.
იმისთვის, რომ მხედველობის ფუნქცია დიდხანს შეინარჩუნოთ, ყოველთვის ლამაზი თვალები გქონდეთ და მოციმციმე მზერით ყველა მიიზიდოთ, აუცილებელია სისტემატურად შეასრულოთ თვალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები. ეს ვარჯიშები დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეასრულოთ - დილით, შუადღისას და ძილის წინ, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავთ. რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს თვალებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, შედეგად უმჯობესდება მხედველობის ორგანოს კვება (ტროფიკა), სრულფასოვნად ხორციელდება და დიდხანს ნარჩუნდება მისი ფუნქცია. გარდა ამისა, აღნიშნული ვარჯიშები თვალის კუთხეებსა და ქუთუთოებთან ნაოჭების განვითარების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
ვარჯიში დაღლილობის მოსახსნელად
- დღეში რამდენჯერმე (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღლილობას იგრძნობთ) მზერა მოძრავ საგანზე გადაიტანეთ, თვალი ადევნეთ ამ საგანს ისე, რომ თავი არ ამოძრაოთ.
- კომპიუტერთან მუშაობის, ხანგრძლივი კითხვისა თუ წერის, საზოგადოდ, ერთფეროვანი სამუშაოს შესრულების შემდეგ მცირე ხნით შეისვენეთ და თვალები განტვირთეთ. ამისთვის ჯერ მაღლა აიხედეთ, შემდეგ დაბლა დაიხედეთ, მზერა რომელიმე შორეულ წერტილს მიაპყარით, შემდეგ ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ გაიხედეთ, ბოლოს შეხედეთ ცხვირის წვერს.
- ხელისგულები ენერგიულად მოისრისეთ, თვალებზე აიფარეთ და თვალის კაკლებს მსუბუქად დააწექით.
კომპრესები დაღლილი თვალებისათვის
- დაღლილი თვალებისათვის საუკეთესოა ღიღილოს ყვავილი. აიღეთ 40 გრამი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთით გააჩერეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. ნაყენი რამდენიმე ფენა დოლბანდში გადაწურეთ და გააცივეთ. შეგრილებულ ნაყენში დაასველეთ ბამბის ტამპონები და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ.
- გვირილას უხსოვარი დროიდან იყენებენ კოსმეტიკაში. მისი ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალების სიწითლისა და გაღიზიანების დროს. 3 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 10-15 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ, კარგად გამოწურეთ დოლბანდში ჩარჩენილი გვირილაც. ნაყენი სიგრილეში შეინახეთ არა უმეტეს 3 დღე-ღამისა. თუ ამ ნაყენში დასველებულ ბამბის ტამპონებს დღეში რამდენჯერმე დაიდებთ თვალებზე, დაღლილობას საერთოდ ვეღარ იგრძნობთ.
- თვალებისთვის სასარგებლოა კამის, ოხრახუშისა და პიტნის ნაყენებიც.
Подписаться на:
Сообщения (Atom)