воскресенье, 3 июня 2012 г.
суббота, 2 июня 2012 г.
ჩრდილო ამერიკის ბუნება.
გრანდ–კანიონის ეროვნული პარკი,აშშ.მდინარე კოლორადოს ხეობა.
ტბა ბეარი,როკი–მაუნტის ეროვნული პარკი კოლორადოში.
ეროვნული პარკი ბედლენდსი სამხრეთ დაკოტაში.აქ ზამთარში ჰაერის ტემპერატურა –40,ზაფხულში კი +47 გრადუსია.
ეროვნული პარკი იოსემიტი განთქმულია ჩანჩქერებით და გიგანტური სექვოიებით.
ეროვნული პარკი ნორტ–კასკეიდს ცნობილია მაღალი მთებით,ღრმა ხეობებით,არაჩვეულებრივი ჩანჩქერებით და ასობით მყინვარით.
ეს ულამაზესი ადგილი იუტას შტატის სამხრეთით მდებარეობს.
ეროვნული პარკი რედვუდი კალიფორნიის სამხრეთში
მდებარეობს.
ეროვნული პარკი ჯოშუა–თრი კალიფორნიის სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარეობს.
ეროვნული პარკი გრეით–სმოკი–მაუნთინს აპალაჩების მთების სამხრეთითაა.მისი ფართობი 2108 კვადრატული კილომეტრია.
თაღების ეროვნულ პარკში 2000–ზე მეტი ქვიშა–ქვის თაღებია.
ეროვნული პარკი ხალეაკალა კუნძულ მაუიზე ჰავაის შტატში.ტურისტემი ხვდებიან მზის ამოსვლას 3000 მეტრზე მაღლა.
პირველი ეროვნული პარკი აშშ–ში იელოუსტონი დააარსეს 1872 წელს.მდებარეობს ვაიომინგის,მონტანას და აიდახოს შტატების საზღვარზე.ცნობილია გეიზერებით.
პირველი ეროვნული პარკი მაუნტ–რეინირ მდებარეობს ვაშინგტონის შტატში.ცნობილია წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟებით და მრავალფეროვანი ეკოსისტემით.აქ შეხვდებით მყინვარებს და ტროპიკულ ტყეს.
ეროვნული პარკი ჰავაის ვულკანები.აქ არის პლანეტის 2 ყველაზე აქტიური ვულკანი.
ეროვნული პარკი ევერგლეიდსში წარმოდგენილია სუბტროპიკული ბუნება.მიეკუთვნება საერთაშორისო ჭარბტენიან ბიოსფერულ ნაკრძალს.
ხედი მყინვარ გრინნელლიდან , მყინვარის ეროვნული პარკი .განთქმულია მყინვარებით,ტყეებით,ალპური მდელოებით და თვალწარმტაცი ტბებით.
ეროვნული პარკი ბრაის–კანიონი მდებარეობს იუტას შტატის სამხრეთ დასავლეთით.ცნობილია უნიკალური გეოლოგიური სტრუქტურებით.
ტბა კტეიტერი მდებარეობს ორეგონის შტატის სამხრეთში.მისი სიღრმეა 594 მეტრი.
ოლიმპიკის ეროვნული პარკი ვაშინგტონის შტატში
სექვოიას ეროვნული პარკი კალიფორნიაში.ყველაზე დიდი სექვოიას ასაკი 3500წელია.
დენალის ეროვნულ პარკს და ნაკრძალს ალასკაზე უკავია 25000 კვადრატული კილომეტრი.აქ მდებარეობს მწვერვალი მაკ–კინლი ,ჩრდილო ამერიკის უმაღლესი მთა.
სიკვდილის ხეობის ეროვნული პარკის ფართობი 13518
კვადრატული კილომეტრია.
ბიზონები ძოვენ უინდ კეივის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სამხრეთ დაკოტაში.მათი რიცხვი 250 000–ია.
შენანდოას ეროვნულ პარკში ტურისტები მოდიან ,რომ ისიამოვნონ შემოდგომის პეიზაჟებით.
წყარო:animalworld.com
პეტრა, იორდანია.
პეტრა, იორდანია.
ფოტოგრაფი– Bhaven Jani,2012 წლის 2 ივნისი.National Geographic Traveler Photo .
პეტრა — ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 900 და სიკის ვიწრო კანიონში არაბიის ველიდან 660 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ველამდე გზა სამხრეთით და ჩრდილოეთით უღელტეხილებით მიდის, დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ კი კლდეები მოჭრილია და 60-მეტრიან ბუნებრივ კედელს ქმნის.
სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი“, ხოლო 2007 წლის 7 ივლისსპეტრა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.
პეტრა ორი მთავარი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა: ერთი წითელ ზღვას დამასკოსთან აერთებდა, მეორე კი სპარსეთის ყურეს და ღაზისხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან. სპარსეთის ყურიდან მომავალი ქარავნები კვირები უძლებდნენ უდაბნოს მკაცრ პირობებს, სანამ სიკის კანიონამდე და შემდეგ სანატრელ პეტრამდე არ მიაღწევდნენ, საკვებს, ჭერსა და სასმელ წყალს არ ეღირსებოდნენ.
ყოველწიურად პეტრაში წვიმის ნალექი 15 სანტიმეტრს არ აჭარბებს. წყლის მოსაპოვებლად ადგილობრივები არხებსა და წყალსაცავებს პირდაპირ კლდეში გამოკვეთდნენ. დროთა განმავლობაში წვიმის ყველა წვეთი გროვდებოდა და ინახებოდა. ამ წყლის წყალობით პეტრელები მოსავალს იღებდნენ და აქლემებსაც ინახავდნენ. ამასთან, მათ ქალაქის აშენებაც შეძლეს — სავაჭრო ცენტრის. ქვის არხებში დღესაც წყალი მიედინება.
ასობით წლის მანძილზე ვაჭრობას დიდი მოგება და სიმდიდრე მოჰქონდა პეტრასთვის. მაგრამ, როცა რომაელებმა აღმოსავლეთისკენ საზღვაო გზები აღმოაჩინეს, სანელებლებით სახმელეთო ვაჭრობა ჩაკვდა და პეტრა თანდათან ქვიშაში ჩაიკარგა.
პეტრას ნაგებობები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. ახ. წ. მე-12 საუკუნეში მისი მფლობელები რომაელები იყვნენ. ახალი დროის ევროპელებიდან პეტრა პირველად ინკოგნიტოდ მოგზაურმა შვეიცარიელმა იოჰან ლუდვიგ ურკჰარდტმა ნახა. ანტიკური თეატრის გვერდით აქ უდემეელების ეპოქის შენობას ნახავთ.
პეტრას მაცხოვრებლები ფლობდნენ ქვაზე მუშაობის ოსტატები იყვნენ. თვითონ სახელი „პეტრაც“, კლდეს რომ ნიშნავს, ქვას უკავშირდება. ცნობილი კლდოვანი ტაძარი-მავზოლეუმი ელ-ჰაზნე „ფარაონის საგანძური“, როგორც მას არაბები უწოდებენ, II საუკუნეში შეიქმნა — შესაძლოა, იმპერატორ ადრიანეს სირიაში ვიზიტის შემდეგ. ნაგებობის დანიშნულება ზუსტად ჯერ კიდევ არაა დადგენილი.
პეტრას დიდი ტერიტორია უჭირავს. ცენტრიდან კილომეტრებზე იშლება. მთავარი ქუჩა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მთელი ქალაქის გავლით იშლება, რომაელების ბატონობის დროს გაიყვანეს. მის ორივე მხარეს დიდებული კოლონადაა. ქუჩის ბოლო — დასავლეთით — დიდ ტაძართან მიდიოდა, ხოლო აღმოსავლეთით — ტრიუმფალური თაღით მთავრდებოდა. ედ-დეირი, რომელიც კლდეში გამოკვეთილი მონასტერია — უზარმაზარი შენობაა სიგანით დაახლოებით 50 მ. და სიმაღლით 45 მ. კედლებზე ამოტვიფრული ჯვრები იმას მოწმობენ, რომ რაღაც პერიოდში ტაძარი ქრისტიანული იყო.
დღესდღეობით პეტრას სანახავად იორდანიას ყოველწიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. როცა ტურისტები სიკის ერთკილომეტრიან გრილ კანიონს გადიან, მოსახვევში თვალწინ „საგანძური“ იშლება — დიდებული შენობა ფასადით, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი. ეს ნაგებობა პირველი საუკუნისაა. მას აგვირგვინებს ქვის ურნა, რომელშიც თითქოს ოქროსა და ძვირფას ქვებს ინახავენ. კანიონი თანდათან ფართოვდება და ტურისტები ბუნებრივ ამფითეატრში ხვდებიან, რომლის ქვიშის კედლებში უამრავი გამოქვაბულია. მაგრამ მთავარი, რაც თვალში გხვდება, კლდეში გამოკვეთილი სამარხებია. კოლონადა და ამფითეატრი I და II საუკუნეებში ქალაქში რომაელების ბატონობას მოწმობენ.
წყარო:http://ka.wikipedia.org
Подписаться на:
Комментарии (Atom)