გავრცელებული ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად ბუნებაში ზებრას სამი სახეობა გვხვდება: ბურჩელის ზებრა (იგივე კვაგა), მთის ზებრა და გრეივის, ანუ უდაბნოს ზებრა. ზებრა, აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად ბუნებაში ზებრას სამი სახეობა გვხვდება: ბურჩელის ზებრა (იგივე კვაგა), მთის ზებრა და გრეივის, ანუ უდაბნოს ზებრა.ზებრა დიდ ჯოგებად ცხოვრობს , ის ტყიან ადგილებსა და ბუჩქნარშია გავრცელებული. ზებრის ხსენებისას ადამიანთა უმრავლესობას მისი გამორჩეული, შავ-თეთრი შეფერილობა და ზოლები ახსენდება. რომელთა დანიშნულების შესახებაც უამრავი მოსაზრება არსებობს. ითვლება, რომ ზოლების მოხაზულობის წყალობით ზებრები ერთმანეთს ცნობენ (აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ზებრას ინდივიდუალური და განსხვავებული ზოლები აქვს). ზებრას კარგად განვითარებული გრძნობის ორგანოები გააჩნია.მას შესანიშნავი მხედველობა აქვს, როგორც დღისით ასევე ღამით. (ითვლება, რომ მას ფერების გარჩევაც შეუძლია) ასევე კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა (ზებრას ყურების მოძრაობა თითქმის ყველა მიმართულებით შეუძლია).ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, წონა 350 კგ-მდე. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს.ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა.ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა.ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში.ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან.
კატისებრი ლემური, კატა (Lemur catta), ნახევრად მაიმუნი საკუთრივ ლემურების გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს, კუდისა — 55 სმ. ზურგის მხარე და თავი რუხია, მუცლისა მოთეთრო, კუდზე — 15-16 შავი რგოლი აქვს, მამალს მხარზე და წინამხარზე სურნელოვანი ჯირკვლები აქვს. ბინადრობენ კუნძულ მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია ადგილებში, კარგად ცოცავენ კლდეზე. იკვებებიან ლეღვისა და სხვა მცენარეების ნაყოფით. კარგად იტანენ ტყვეობას.
„უნიკალური“- ეს სიტყვა ყველაზე მეტად ესადაგება დღევანდელ სინგაპურს
სინგაპური- დინამიური ქალაქი მკაფიო ფერებითა და გასაოცარი კონტრასტებით
სინგაპური- სხვადასხვა სტილის კულტურათა მიქსი, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზი
სინგაპური- ეს არის ზღაპრული კუნძული სენტოზა და ულამაზესი პეიზაჟები
სინგაპური- ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი,
მსოფლიოში ერთადერთი პარკი Night Safari,
მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრინველების პარკი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ოკეანარიუმი Underwater World, უნიკალური კვარტალი SunTec City „სიმდიდრის შადრევნებით“
და მრავალი სხვა...
აზიის სამხრეთ- აღმოსავლეთში, კუნძულ სინგაპურსა და მის გასწვრივ მდებარე 59 კუნძულზე, განლაგებულია გასაოცარი ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური, რომელიც წარმოადგენს აზიის ერთერთ ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად სტაბილურ ქვეყანას. კეთილმოსურნე სინგაპურის მკვიდრნი ერთნაირი სიხარულით ხვდებიან უცხოელ სტუდენტებს, ბიზნესმენებს თუ ისტორიულ ღირშესანიშნაობათა მოყვარულ ტურისტებს. აქ თანამედროვე ცათაბჯენები ჰარმონიულად ესადაგება ძველებურ ეთნიკურ რაიონებს, ბუდისტური ტაძრები და მეჩეთები მშვიდობიანად მეზობლობენ ქრისტიანულ ეკლესიებთან. აქ ერთმანეთს ერწყმის სამი უდიდესი კულტურა- ჩინური, ინდური და არაბული, რომელთაგან თითოეულმა თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა ქვეყნის განვითარებაზე. და რა თქმა უნდა სინგაპურზე საუბრისას წარმოუდგენელია არ ვახსენოთ მისი მდიდრული ბუნება მრავალრიცხოვანი ზღვის სანაპიროებით, ხშირი ტყეებითა და ულამაზესი მთებით.
დედაქალაქი-სინგაპური
ენა- მალაიური, აგრეთვე ოფიციალურ ენებად ითვლება ჩინური, ტამილური, ინგლისური
რელიგია- მრავალრელიგიური ქვეყანა. მოსახლეობის 40% ბუდიზმის მიმდევარია. მოსახლეობის ჩინური ნაწილი - დაოსიზმი, კონფუციონიზმი, ბუდიზმი და ძველი ანიმიზმი. მუსულმანთა უმრავლესობა-ისლამს. ქრისტიანობის მიმდევარია მოსახლეობის დაახლოებით 14 %.
მოსახლეობა- სინგაპური მოსახლეობის სიმჭიდროვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ჩინელები.
ვალუტა- სინგაპურული დოლარი (SGD)
დასვენება სინგაპურში
სინგაპური ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის სტუმრებს სთავაზობს ყველა შესაძლო სახის დასვენებას: ნამდვილ სამოთხეს ზღვის სანაპიროზე,
საინტერესო ექსკურსიებს ეთნიკურ რაიონებში და მომხიბვლელ შოპინგს სავაჭრო ცენტრებსა და ადგილობრივ ბაზრებზე.
შოპინგი სინგაპურში
აქ შესაძლებელია საკმაოდ დაბალ ფასში შეიძინოთ მაღალხარისხიანი ელექტროსაქონელი, ტექსტილი, პარფიუმერია, კოსმეტიკა და ეგზოტიკური ყვავილები, რომელთა გამო სინგაპურმა მიიღო დასახელება „ოქროსფერი ორქიდეების სამოთხე“
საექსკურსიო სინგაპური
ექსკურსიების მოყვარულებს აქ ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ როგორც თავად ქალაქს, ასევე ახლომდებარე კუნძულებს. მცირე ინდოეთის კვარტლის ულამაზესი ტაძრები და კოლორიტული დუქნები, ადგილობრივი რეწვის ოსტატთა სახელოსნოები და კონფუციურ- ბუდისტური ტაძარი ტიან ხოკ კენგ ჩაითაუნი დაგეხმარებათ უკეთესად შეიცნოთ სინგაპურის კულტურა და დაინახოთ მისი მრავალრიცხოვანი ღირშესანიშნაობები. გარემოს საერთო მიმოხილვისთვის საუკეთესოა მდინარეზე ნავით გასეირნება მოწყალების ღვთაების ტაძრისა და ნაციონალური მუზეუმის მონახულებით.
ქვეყნის ერთერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ბუკიტ ტიმახის ნაციონალური ნაკრძალი, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია სინგაპურის უმაღლესი წერტილი. ფლორისა და ფაუნის მოყვარულთათვის ძალზე საინტერესოა მსოფლიოში ცნობილი ადგილობრივი ზოოპარკის მონახულება, რომელშიც წარმოდგენილია ცხოველების უიშვიათესი სახეობები.
კუნძული სენტოზა, რომელიც სინგაპურს უერთდება ორიგინალური ხიდითა და ფუნიკულიორით, ტურისტებს იზიდავს საწყალოსნო პარკითა და აზიაში ყველაზე დიდი ტროპიკული ოკეანარიუმით „ წყალქვეშა სამეფო“. ძალზე საინტერესოა ცვილის ფიგურების მუზეუმი და „ჰაუ პარ ვილლა ტაიგერ ბალმის“ ბაღები, სადაც წარმოდგენილია ელექტრონულად მართვადი ძველი ჩინური ლეგენდების გმირთა ფიგურები. და ასრულებს ექსკურსიას მუსიკალური შადრევნების ცნობილი მუსიკალური შოუ, რომელიც ტარდება გარდენ პლაზაში.
საზღვაო დასვენება სინგაპურში
დასვენება სინგაპურში ეს არის ნამდვილი სამოთხე წყლისა და მზის მოყვარულთათვის. თბილი ზღვა, სუფთა სანაპიროები თეთრი ქვიშით, მრავალრიცხოვანი ატრაქციონები და წყლის სპორტის ყველა სახეობა ხელს უწყობს, რომ დასვენება იყოს არამხოლოდ კომფორტული არამედ აქტიური და მხიარული. სინგაპურის მთავარ კურორტად ითვლება სწორედ კუნძული სენტოზა. აქ უბრალოდ დამსვენებელს არ აქვს დრო მოწყენისთვის: წყლის ველოსიპედები, გოლფი, ფრენბურთი, ადგილობრივი დღესასწაულები, კულტურული ღონისძიებები, საცეკვაო ფესტივალები, სიმულაციური კინოთეატრი.
სინგაპურის სასტუმროები
მიუხედავად ამ სახელმწიფოს არც თუ ისე დიდი ზომისა, ის ყოველწლიურად უმასპინძლდება 10 მილიონ ტურისტს. ქვეყნის სტუმრების მისაღებად აქ აშენებულია 120 სასტუმრო, მათ შორის საუკეთესოები განთავსებულია სინგაპურში, ხუთვარსვლავიანი : Four Seasons, Mandarin Oriental Singapore иFairmont Singapore
სასტუმრო-კომპლექსი სახელად «Marina-Bay» კომფორტული დასვენების ზონით ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. კომპლექსში შედის მასიური ბასეინი ღია ცის ქცეშ.
სასტუმრო კომპლექსის სახურავი შესრულებულია გემის ფორმით და სიგრძეში სამი საფეხბურთო მოედნის ტოლია. ეს პროექტი დაჯდა $80 000 000 და მასზე დაიხარჯა 7 ათას ტონაზე მეტი ფოლადი. იმისთვის, რომ თავიდან ბოლომდე გაიაროთ სკაიპარკის გემბანი თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ 20 წუთი. ამ არქიტექტურული შედევრის შემქმნელთა სიტყვებით სკაიპარკის გემბანზე დაწოლილ მდგომარეობაში დაეტევა თავად ეიფელის კოშკიც.
გარდა 150 მეტრიანი ბასეინისა, აქ არის სპა-სალონი, ბარი, რესტორანი, ბოტანიკური ბაღი და უზარმაზარი გადმოსახედი მოედანი, რომელიც იტევს 900-მდე ადამიანს. სასტუმროში ცხოვრების ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ 20$ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სკაიპარკის სტუმრობა.
კუნძული სენტოზა დამსვენებლებს სთავაზობს აგრეთვე კომფორტულ სასტუმროებს Shangri-la Rasa Sentosa 5* და The Sentosa Resort & SPA 5*.ყველა სასტუმრო გაფორმებულია თანამედროვე სტილში და გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით.
დასვენება სინგაპურში- ეს არის განსაკუთრებული განცხრომა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას აძლევს აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების ადამიანებს. ულამაზესი პეიზაჟები, ეფექტური არქიტექტურა, რბილი კლიმატი და უამრავი გასართობი იზიდავს აქ ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
და არ აქვს მნიშვნელობა სინგაპურში ვიზიტის მიზანს. მთავარია, რომ ყოველ აქ ჩამოსულ სტუმარს შეუძლია მიიღოს გაცილებით მეტი ვიდრე გეგმავდა ამას თავდაპირველად. რადგან შეუძლებელია არ განიმსჭვალო ამ ქვეყნის გასაოცარი კულტურით, ღირშესანიშნაობათა მრავალფეროვნებით, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობით და უმშვენიერესი სუვენირების სიუხვით, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე გაგახსენებენ იმ გასაოცარ დროს, რომელიც თქვენ გაატარეთ მსოფლიოს ერთერთ ულამაზეს ადგილას.