ეს ობობები ცხოვრობენ წყლის მახლობლად,გუბეებთან,ჭაობებთან,სადაც წყალი მტკნარია და ღრმა არ არის.თევზის დასაჭერად ობობა უკანა კიდურებს ქვის ან წყალმცენარის უკან მოჭიდებს,წინა კიდურებს კი წყლის ზედაპირზე დააწყობს და ჩასაფრდება.როგორც კი შენიშნავს თევზს,დაიჭერს და მის პარალიზებას მოახდენს თავისი ძლიერი ნეიროტოქსინებით,შემდეგ მშრალ ადგილას გადაიტანს შესაჭმელად.კვების პროცესი შეიძლება საათობით გაგრძელდეს-აღნიშნავენ მკვლევარები.ობობებს გააჩნიათ ენზიმები,რაც საშუალებას აძლევს მათ,რომ მოინელონ მსხვერპლი,რომელიც ბევრად აღემატემათ წონასა და ზომაში.