ბაბუინი ბერძნულიდან ითარგმნება,როგორც "ძაღლისთავიანი ".ლათ Papio Papcynocephalus.ეს სახელწოდება მათ მიიღეს საკმაოდ გამოწეული სახის გამო,რომელიც უჩვეულოა პრიმატებისათვის.მათ ახასიათებთ კიდევ ერთი თავისებურება– ყვითელი–მოყავისფრო ბეწვი,რომლითაც დაფარულია მთელი სხეული.
ბაბუინები ანუ ყვითელი პავიანები ადვილად ეგუებიან განსხვავებულ სარსებო პირობებს ერთნაირად კომფორტულად გრძნობენ თავს,როგორც სავანასა და სტეპის რაიონში,ისე ტყიან და მთიან ადგილებში.
მთავარი პირობაა–არსებობდეს წყალი და ღამის გასათევად უსაფრთხო ადგილი.
ღამის გასათევ ადილს ისინი იწყობენ ხის ტოტებზე ან ციცაბო კლდეებზე,მტაცებლებისაგან მოშორებით.დილით დახლოვებით 7-8 სათზე,როდესაც ნაშიერები თამაშობენ, ერთმანეთს უვლიან და ბეწვს უვარცხნიან.დილის სასიამოვნო პროცედურის შემდეგ ისინი ეწყობიან მჭიდრო კოლონად 2-3 არსება რიგში და ასე მიდიან,სანამ წვნიანი ბალახი ან მცენარის ფესვები არ მიქცევს მათ ყურადღებას.
შემდეგ ისინი გაიშლებიან ნელნელა ივსებენ კუჭს,3 სათის შემდეგ ბრუნდებიან დასვენების ადგილზე.ბაბუინები გადადგილდებიან 4 ფეხზე მაღლა აწეული კუდით.
საღამოს დახლოვებით 6 სათისთვის ბაბუინები გამოდიან სავახშმოდ.დღე მთავრდება იმით ,რითაც დაიწყეს,ჰიგიენური პროცედურებით.ეს არა მარტო სისუფთავეს ნერგავს,არამედ ამტკიცებს კავშირს ერთი ჯგუფის წევრებს შორის.
წყარო:http://www.zoopicture.ru