пятница, 27 апреля 2012 г.

დინოზავრები


მეზოზოურ ერაში დედამიწაზე ფართოდ გავრცელდნენ  ქვეწარმავლები.მათ არა მარტო ხმელეთი დაიკავეს, არამედ საკვების მოპოვების დროს წყალში და ჰაერშიც გავრცელდნენ და იქ არსებობას შეეგუენ.უძველესი დინოზავრები ცნობილია  შუა ტრიასული პერიოდიდან,ხოლო უკანასკნელი წარმომადგენლები–ცარცული პერიოდის დამლევიდან.
ზოგიერთ დინოზავრს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცვები,ჯავშანი,რქები.ისინი მრავალნაირნი იყვნენ როგორც სხეულის სიდიდით,ისე მოყვანილობით და აგებულებით.ხმელეთზე ბინადრობდა მრავალგვარი საზარელი ხვლიკი(დინოზავრი).ეს ტერმინი  1842 წელს შემოიღო 
ბრიტანელმა მეცნიერმა რიჩარდ ოუენმა.
       დინოზავრები მეზოზოური ერის ბოლოს გადაშენდნენ  კლიმატის მკვეთრი ცვლილების გამო.
მათი ნაშთები ნაპოვნია ყველა კონტინენტზე.დინოზავრები 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს.65 მილიონი წლის  წინ კი მოულოდნელად გადაშენდნენ.


ზოგიერთი დინოზავრის სხეული ძალიან დიდი იყო: მაგალითად  ბრონტოზავრის  სხეულის სიგრძე 20 მეტრი ,ხოლო სიმაღლე 5 მეტრი იყო.ის იწონიდა დაახლოებით იმდენს,რამდენსაც 8-9 აფრიკული სპილო. ისინი მცენარეებით იკვებებოდნენ.
არსებობდნენ მტაცებლებიც.ასეთი იყო მაგალითად ტირანოზავრი.ის მძლავრ კუდზე  დაყრდნობით უკანა ფეხებით მოძრაობდა. მისი სიმაღლე სხეულის ასეთი მდებარეობის დროს 5,5 მეტრს უდრიდა.ის შეიარაღებული იყო  მსხვილი და მჭრელი კბილებით.ჰაერში დაფრინავდნენ "მფრინავი ხვლიკები".მათი გაშლილი ფრთების სიგრძე 7 მეტრს აღწევდა.ზღვაში ცხოვრობდნენ იქთიოზავრები.
















четверг, 26 апреля 2012 г.

სექვოია - National Geographic –ის ფოტო.

 2012წლის 26 აპრილის დღის ფოტო.
სექვოიას ხის განივი ჭრილი.იოსემიტის ეროვნული პარკი.აშშ.
ფოტოს ავტორი :Chris Hill.
ფოტოს ავტორი :Matt Scabilloni
სექვოია იზრდება კალიფორნიაში,ვაშინგტონის შტატში აშშ–ში და კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში,წყნარი ოკეანის გასწვრივ ვიწრო ზოლად.სიგრძე დაახლოებით 750 კმ. და სიგანით  8–დან  75 კმ–დე.საშუალო სიმაღლე  30-დან 750–მ–დე ზღვის დონიდან.ხეები იზრდება სანაპიროს ახლოს.ძალზე გავრცელებულია 60 მეტრი სიმაღლის ხეები,შედარებით ნაკლებადაა 90 მ.სიმაღლის .უმაღლესი ხე აღმოჩენილ იქნა 2006 წლის ზაფხულში კრის ატკინსის და მაიკლ ტეილორის მიერ ეროვნული პარკის ჩრდილოეთით სან ფრანცისკოში.ხის სიმაღლე 115,5 მეტრი(379,1 ფუტი).












среда, 25 апреля 2012 г.

მთა მორანი– National Geographic–ის ფოტო.

2012 წლის 25 აპრილის დღის ფოტო.
 "მთა მორანის ანარეკლი მდინარე ოქსბოვის მოსახვევში.გრანდ ტეტონის ეროვნული პარკი.ვაიომინგი." 
ფოტოს ავტორი: Brian Kerls.

თაღოვანი კლდე– National Geographic -ის ფოტო.

2012 წლის 24 აპრილის დღის ფოტო.
თაღოვანი კლდე ჯოშუა–თრის ეროვნულ პარკში,სამხრეთ–აღმოსავლეთ კალიფორნია,
აშშ.ფოტოს ავტორი:Karin Eibenberger.

воскресенье, 22 апреля 2012 г.

ნოტიო ეკვატორული მარადმწვანე ტყეების ბიომი.



ეკვატორული მარადმწვანე ტყეები გადაჭიმულია ათასობით კილომეტრზე აფრიკის,სამხრეთ ამერიკის , აზიის კონტინენტის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთში ეკვატორის ორივე მხარეს.აქ მცენარეთა განვითარებისთვის იდეალური პირობებია–ხშირად წვიმს,თბილა,ტემპერატურა სეზონურად და დღეღამის განმავლობაში 2–3 გრადუსის ფარგლებში იცვლება.ტროპიკული ტყე დაბურული,გაუვალი,დახუთული და ნესტიანია.ამ  ტყეში მწვანე სიბნელეა,ჰაერიც კი მწვანეა.მაღალ ხეებზე ხვიარა მცენარეებია შემოხვეული.ეპიფიტები კი ხე–მცენარეების ტოტებზე სხედან 30 მეტრ სიმაღლემდე.აქ დედამიწაზე არსებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობების თითქმის ნახევარი ბინადრობს.ტროპიკულ ტყეს "დედამიწის ფილტვებს"უწოდებენ.ტყეში უამრავი პეპელა,ხოჭო და თერმიტია.აქ ცხოვრობენ ლამაზად შეფერილი კოლიბრები,თუთიყუშები.ანტილოპები,კამეჩები და სპილოები ფოთლბით იკვებებიან,გორილები და შიმპანზეები–ნაყოფებით.ტყეში ბევრი გარეული ღორია.მტაცებლებიდან სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში იაგუარი,აფრიკაში–ლეოპარდი,ხოლო აზიაში ვეფხვია გავრცელებული.ბინადრობენ უამრავი სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავლები,ამფიბიები და მდინარეებში  თევზები.