среда, 18 июня 2014 г.

ტბა ნატრონი

აფრიკაში,ტანზანიის ჩრდილოეთით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავე დროს საშიში ადგილი-ტბა ნატრონი.სახელწოდება ტბამ მიიღო დიდი რაოდენობით მინერალ ნატრიუმის შემცველობის გამო.ამ სურათის დანახვისას ძნელია დაიჯერო,რომ ტბა დრო და დრო სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურება.



როდესაც ნატნიუმის (სოდის)
რაოდენობა იზრდება აქტივირდება ზოგიერთი ბაქტერია,რომელთა ცხოველქმედების შედეგად ტბა იღებება სისხლისფერ- წითლად.


ტბის წყალში შემავალი მინერალები ხელს უწყობს მკვდარი ცხოველების მუმიფიცირებას.ფოტოფრაფმა ნიკ ბრანდტმა იმ ცხოველების და ფრინველების ფოტოები გადაიღო,რომელთა გაქვავებული ქანდაკებები აღმოაჩინა  ტბის ნაპირზე.






წყარო

вторник, 17 июня 2014 г.

იტალიაში ეტნა გააქტიურდა

მოქმედი ვულკანი ეტნა,რომლის სიმაღლეა 3346 მეტრი,მდებარეობს კუნძულ სიცილიაზე.. "როიტერის" ცნობით, ახლად წარმოქმნილი კრატერიდან ლავის ამოფრქვევა ვულკანის სამხრეთ კალთაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანული მასა ჯერჯერობით ადგილობრივ მოსახლეობას არ ემუქრება, თუმცა ვულკანური ფერფლის გამო, ხელისუფლებას კატანიის აეროპორტის დახურვა მოუხდა.
მეცნიერების განცხადებით, ბოლო პერიოდში ეტნას ხშირი 

აქტიურობის გამო, ვულკანი საკმაოდ სახიფათო ხდება. 






წყარო
ეტნა გააქტიურდა

суббота, 10 мая 2014 г.

3200 წლის სექვოია


ხე, რომელსაც მეცნიერებმა სახელად პრეზიდენტი შეარქვეს, იმდენად დიდია, რომ აქამდე ერთ ფოტოზე მისი დატევა ვერავინ მოახერხა. 

3200 წლის გიგანტური სეკვოაია 75 მეტრი სიმაღლისაა და ამერიკაში, სიერა-ნევადას მთათა სისტემაში ხარობს. 

გიგანტური ხის ერთ ფოტოზე აღბეჭდვის რთული მისია საკუთარ თავზე National Geographic-ის ფოტოგრაფებმა აიღეს. 32 დამღლელი დღისა და 126 ცალკეული ფოტოს შემდეგ კი ასეთი შთამბეჭდავი ფოტო წარმოადგინეს. 


ETANEWS

წყარო