Tamar's Slidely by Slidely Slideshow
суббота, 15 марта 2014 г.
суббота, 8 марта 2014 г.
понедельник, 3 марта 2014 г.
დიდი კანიონი
დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი (ინგლ. Grand Canyon) — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი, რომელიც განლაგებულიაკოლორადოს პლატოზე, აშშ-ის არიზონის შტატში. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია; სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-დან 29 კილომეტრამდე (კილომეტრამდე სიმაღლის სივრცეში). კანიონის საშუალო სიღრმე შეადგენს 1 600 მეტრს. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რასაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონის სივრცე მუდმივად ფართოვდება.
წყარო
წყარო
суббота, 1 марта 2014 г.
აფრიკის კონტინენტს გახლეჩა ემუქრება
ლონდონის სამეფო საზოგადოების სწავლულები ამტკიცებენ, რომ აფრიკაში მიმდინარეობს ახალი ოკეანის წარმოქმნა. ეთიოპიის ერთ-ერთ რეგიონში, აფარში, თანდათანობით წარმოიქმნება ოკეანე, რომელიც მომავალში აფრიკის კონტინენტს ორ ნაწილად გაყოფს. მაგრამ, სწავლულთა პროგნოზით, ეს მოხდება დაახლოებით 10 მილიონი წლის განმავლობაში.
წამყვანმა მკვლევარმა, ტიმ რაიდმა, რომელმაც ეს გამოკვლევა სამეფო საზოგადოების გამოფენაზე წარმოადგინა, აფრიკის დაბლობში მიმდინარე პროცესს „წარმოუდგენელი” უწოდა.სწავლულებმა, რომლებიც მიჩვეულნი არიან, დააფიქსირონ ცვლილებები პლანეტაზე მილიონი წლებით, ცვლილებებს აფარაში უკვე უკანასკნელი 5 წელია, გრძნობენ. დედამიწა იხლიჩება მათ ფეხებქვეშ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
2005 წელს, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში, 60 კილომეტრი სიგრძის ნაპრალი 8 მეტრ სიღრმეზე გაიხსნა. გავარვარებული კლდე მიწის სიღრმიდან ამოდის და ამგვარად წარმოიქმნება ნაპობი. მიწისქვეშა პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება, ასე რომ, სწავლულთა აზრით, საბოლოო ჯამში, კლდის ნაწილი დაიშლება და მის ადგილას წარმოიქმნება ახალი ოკეანე.ბრისტოლის უნივერსიტეტის სეისმოლოგი ჯეიმს გემონდი, რომელიც აფარაში მუშაობს, ამტკიცებს, რომ რეგიონის ზოგიერთი ნაწილი იმყოფება ზღვის დონეზე დაბლა, ხოლო ოკეანე გამოყოფილია ამ ტერიტორიებიდან მხოლოდ 20-მეტრიანი მიწის მონაკვეთით ესიტსეაში. მისი თქმით, საბოლოოდ, ეს წინაღობა დაიშლება და წყალი შემოიჭრება დაბლობში – ასე დაიწყება ახალი ოკეანის ისტორია. წყალი გახლეჩს კონტინენტს და ახლანდელი აფრიკისაგან გამოიყოფა სამხრეთ ეთიოპიის ნაწილი და სომალი, ისინი კი წარმოქმნიან ახალ დიდ კუნძულს, რომელსაც დინება ინდოეთის ოკეანეში გაიტაცებს.წყარო
სწავლულთა გუნდი, რომელიც ამ რეგიონში მუშაობს, იმედოვნებს რიგი ექსპერიმენტების ჩატარებას, რაც მათ დაეხმარება, გაარკვიონ, თუ როგორ ფორმირდება დედამიწის ზედაპირი მისი ოკეანეებითა და ხმელეთის ნაწილებით.
воскресенье, 23 февраля 2014 г.
მინის პეპელა( ლათ.Greta oto)
პეპელის ეს სახეობა ფართოდაა წარმოდგენილი ტენიან ტყეებში მექსიკიდან არგენტინამდე.ამაზონის ტენიან ტყეებში ის ყველაზე მეტად გავრცელებული
პეპლის სახეობაა.გაშლილი ფრთების სიგრძე 5,5 -დან 6 სანტიმეტრამდეა.ფრთის ძარღვებს შორის ქსოვილი გამჭვირვალეა,რაც გამოწვეულია ფერადი პიგმენტების უკმარისობით.ფრთის კიდეები მუქი ყავისფერია მოწითალო ელფერით,ხოლო სხეული აგრეთვე მუქი ფერისაა.მდედრი პეპელა კვერცხებს დებს Cestrum-ის სახეობის მცენარის ფოთოლებზე,რომლითაც შემდეგ მუხლუხოები იკვებებიან.მათ ორგანიზმში გროვდება მომწამვლელი ალკალოიდები.მომავალში ზრდასრულ პეპელას ექნება საზიზღარი გემო მტაცებლებისათვის,მაგალითად ფრინველებისთვის.ზრდასრული პეპლები იკვებებიან სხვადასხვა სახეობის მცენარის ყვავილების ნექტარით.
суббота, 15 февраля 2014 г.
მაიმუნის ახალი სახეობა
მეცნიერებმა კონგოს ტროპიკულ ტყეებში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი
მაიმუნის ახალი სახეობა,რომელსაც უწოდეს Cercopithecus
Iomamiensis.პირველი ეგზემპლარები ამ სახეობის შეამჩნიეს
ჯერ კიდევ 2007 წელს.მკვლევარებმა გააანალიზეს მათი ქცევა,
გენეტიკა,ცხოვრების სტილი,ანატომია და მივიდნენ
იმ დასკვნამდე,რომ ეს არის ახალი სახეობა.ისინი ძირითადად
იკვებებიან მცენარეული საკვებით.ეს პრიმატები ცხოვრობენ
ჯგუფებად ,რომელშიც გაერთიანებულია ორიდან ხუთამდე
არსება.მეცნიერთა აზრით ისინი იმყოფებიან გადაშენების პირას,
რადგან მათზე ნადირობს ადგილობრივი
მოსახლეობა.
მაიმუნის ახალი სახეობა,რომელსაც უწოდეს Cercopithecus
Iomamiensis.პირველი ეგზემპლარები ამ სახეობის შეამჩნიეს
ჯერ კიდევ 2007 წელს.მკვლევარებმა გააანალიზეს მათი ქცევა,
გენეტიკა,ცხოვრების სტილი,ანატომია და მივიდნენ
იმ დასკვნამდე,რომ ეს არის ახალი სახეობა.ისინი ძირითადად
იკვებებიან მცენარეული საკვებით.ეს პრიმატები ცხოვრობენ
ჯგუფებად ,რომელშიც გაერთიანებულია ორიდან ხუთამდე
არსება.მეცნიერთა აზრით ისინი იმყოფებიან გადაშენების პირას,
რადგან მათზე ნადირობს ადგილობრივი
მოსახლეობა.
სკუმბრიების სფერო
ველური ბუნების ბრიტანელი ფოტოგრაფი კრისტოფერ სვან-ი ცურავდა აზორის კუნძულების სიახლოვეს ატლანტის ოკეანეში და დააკვირდა ბუნების ამ საოცრებას.ათასობით სკუმბრიამ შექმნა 30 მეტრიანი სფერო,რომ დაეცვათ თავი ზვიგენების და დელფინებისაგან.
среда, 12 февраля 2014 г.
ზოგიერთი სასარგებლო მცენარე.
| ||
პილპილი- |
მიხაკის ხე
|
ვანილი-ეპიფიტურ მცენარეთა
გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მცოცავი ლიანებია,
აქვთ საჰაერო მისაკიდი ფესვები. ნაყოფი შეიცავს
სურნელოვან ნივთიერებებს (მაგ. ვანილინს) და
იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში.
საკონდიტრო წარმოებაში ვანილის სახელწოდებით
უფრო მეტად ცნობილია Vanilla planifolia-ს ნაყოფი. ამ
მცენარეს ხორცოვანი ფოთლები და მომწვანო-მოთეთრო
ყვავილები აქვს. მისი სამშობლოამექსიკა. მოჰყავთ
მრავალ ტროპიკულ ქვეყნებში. ვანილის მოუმწიფებელი
და შემჭკნარი ნაყოფი ძვირფასი სუნელ-სანელებელია.
პილპილი-
მცენარეთა გვარი პილპილისებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩ
ქები (ლიანები), იშვიათად პატარა ხეები და ბალახებია.
მისი გამხმარი ნაყოფი საუკეთესო სუნელ-სანელებელია
(შავი პილპილი); შეიცავს ალკალოიდ პიპერინს და
ეთეროვან ზეთებს. საღეჭი პილპილის (Piper
betle) ფოთლებისაგანამზადებენ ბეტელს. პილპილის ბევრ
სხვა სახეობასაც (Piper cubeba, Piper longum) იყენებენ
სანელებლად, აგრეთვე ამგზნებ ან სამკურნალო
მცენარედ.
მიხაკის ხე, ხოლო ის რასაც ჩვენ სანელებლად ვიყენებთ,
ამ ხის კვირტებია. მარადმწვანე ტროპიკული
ხე მირტისებრთა ოჯახისა.. მცენარის ყველა ნაწილში
ეთერზეთოვანი ჯირკვლებია; ეთეროვან ზეთს (მიხაკის
ზეთი) იყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში,
გამხმარ კოკრებს (მიხაკს) — სუნელ-სანელებლად.
არაქისი ანუ მიწისთხილი-ბალახოვანი მცენარის
გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია არაქისის 15
სახეობა. არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში
(უმთავრესად კონსერვების დასამზადებლად), თესლს —
საკონდიტრო წარმოებაში, ვეგეტატიურ ნაწილებს —
ცხოველის საკვებად.
ბანანი- მრავალწლოვან
მცენარეთა გვარი ბანანისებრთა ოჯახისა. მაღალი,
ზოგჯერ გიგანტური ბალახია, რომელსაც
ძლიერი ფესურადა მოკლე ღერო აქვს. ფოთლები დიდი
ზომისაა, ხალთიანი, ქმნის მრავალშრიან მილისებრ ცრუ
ღეროს, რომლის გავლით ჯერ ნორჩი ფოთოლი ამოდის,
შემდეგ კი მტევნისებრი
ყვავილედი. ყვავილები ერთსქესიანი და ორსქესიანია,
ნაყოფი მოგრძო, მრავალთესლა, კენკრა, სქელკანიანი.
კულტურული ჯიშებისა - ხშირად უთესლო, 15 სმ-მდე
სიგრძის. მტევანში შეიძლება განვითარდეს 300-მდე
ასეთი ნაყოფი, რომელთა საერთო წონა 50-60 კგ
აღწევს. ბანანის ნაყოფს იყენებენ როგორც ნედლად, ისე
გამხმარს. მისგან ამზადებენ ბანანის ფქვილს, კონსერვს,
მარმელადს, სიროფს, ღვინოს.
კაკაოს ხე. ამ ნაყოფის გულში კაკაოს მარცვლებია
მიმალული, საიდანაც ღვთაებრივ შოკოლადს ამზადებენ.
ტანდაბალი (5—8 მ) მარადმწვანე ხე სტერკულიასებრთა
ოჯახისა. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და
ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა)
ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30
სმ, აიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60
თესლს შეიცავს.
სატაცური -
მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. მრავალწლო
ვანი, ძალზე დატოტვილი ბალახები, ნახევრად
ბუჩქები და ლიანებია.საჭმელად იყენებენ ქორფა, წვნიან
ყლორტებს. ფესვი და ყლორტები სამკურნალო
საშუალებაა (შეიცავს ალკალოიდ ასპრაგინს).
არტიშოკი- მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის
გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. საჭმელად
ხმარობენ ყვავილედის ხორციან ყვავილსაჯდომსა და
გარეთა წვნიანი ქერქლის ბოლოებს, რომელიც დიდი
რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და არომატულ
ნივთიერებებს.
წყარო
Подписаться на:
Сообщения (Atom)