понедельник, 3 сентября 2012 г.

გელადები.გელად(ლათ.Theropithtcus gelada)

გელად(ლათ.Theropithtcus gelada)

გელადებს ხშირად ბაბუინებს უწოდებენ,მაგრამ სინამდვილეში ეს მაიმუნები  მიეკუთვნებიან ცალკე სახეობას და ბაბუინებს არ წარმოადგენენ.ამ მაიმუნების ცნობა ადვილია ვარდისფერი, ბეწვს მოკლებული უბნით მკერდის წინა ნაწილში. ბუნებამ წინასწარ იზრუნა იმაზე,რომ გელადები,რომლებიც მთელ თავის სიცოცხლეს ატარებენ მჯდომარე პოზაში ბალახის შესაგროვებლად,ჰქონოდეთ პოტენციური პარტნიორის მიზიდვის საშუალება და გაგრძელონ თავისი ჯიში.

Гелады

Гелады

Гелады
იმ დროს,როდესაც მდედრი მზადა გასამრავლებლად,მკერდის კანი იღებს მკვეთრ წითელ შეფერილობას,სიგნალს უგზავნის დაინტერესებულ მამრს.
Гелады
ამ პრიმატების სამშობლო ეთიოპის მთიანეთის იზოლირებული რაიონებია,სადაც ისინი ჯგუფურად ცხოვრობენ რამოდენიმე ათასი არსება.
Гелады
გელადები ყველაზე მოლაპარაკები არიან ყველა მაიმუნებს შორის,ფართოდ იყენებენ თავიანთ ვოკალურ მონაცემებს ურთიეთობისათვის.მაგალითად,ორმაგი მაღალი ბგერები,გამეორებული 2-5 წამის ინტერვალით გაფრთხილებაა მტაცებლის მიახლოვებისას.
Гелады
ურთიერთობის სხვა საშუალებებთან ერთად გელადების არსენალში არის მიმიკა,ჟესტები და პოზები,რომლებიც იცვლებიან სიტუაციის და განზრახვის მიხედვით.

воскресенье, 2 сентября 2012 г.

19 ივლისის სტიქია.

2012 წლის 19 ივლისს დილის 4 საათზე დაიწყო წვიმა.დაახლოებით 5–ის 20 წუთზე წამოვიდა თავსხმა წვიმა,რომელსაც სეტყვა და ქარიშხალი მოჰყვა.სტიქიამ გადახადა სახლებს სახურავები,მოგლიჯა ხები,რამოდენიმე სოფელში მთლიანად გაანადგურა მოსავალი.სეტყვის მარცვლები კაკლების ტოლი იყო და 3 დღე ეყარა ეზოებში.დილით მიწა სავსე იყო სეტყვით და ხეების დაკუწული ფოთლებით,დამტვრეული ტოტებით და ხებით,მოგლეჯილი ელექტროგადაცემის ბოძებით და გაწყვეტილი მავთულებით. ხეებს აღარ ჰქონდა ფოთლები და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,თითქოს უეცრად ზამთარი დადგა. ასეთი სტიქია მოხუცებს საერთოდ არ ახსოვთ თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში.
ამ სურათებზე კარგად ჩანს  ხეები, ვენახი და სიმინდი  ფოთლების გარეშე.




































































































































































































სკოლის შენობის სახურავი და ფანჯრის მინები  ჩამტვრეული და ეზოში გადმოყრილი.

































მაიმუნი ბრაზზა(ლათ.Cercopitethecus neglectus)


მაიმუნი ბრაზზა(ლათ.Cercopitethecus neglectus)–საკმარისია ერთხელ დაინახოს ადამიანმა ეს არაჩვეულებრივი მაიმუნი,რომ მომავალში მას აღარ აერევა მაიმუნების მრავალრიცხოვანი სახეობებიდან არცერთში.

Мартышка Бразза

ეს პრიმატები ბინადრობენ ცენტრალურ აფრიკაში.ისინი გვხვდებიან როგორც მთის მშრალ ტყეებში,ასევე მაღალბალახიან დაჭაობებულ ადგილებზეც.სახელდობრ აქ  შეხვდა მათ იტალიელი გრაფი პიერ–პოლ–ფრანსუა–კამილ სავორნიან დე ბრაზზა(1852-1905),რომლის საპატივსაცემოდ ეწოდათ მათ ეს სახელი.

Мартышка Бразза

მკვლევარი და ნატურალისტი გრაფი დე ბრაზზა გაემგზავრა ეკვატორულ აფრიკაში საფრანგეთის მთავრობის დავალებით და მოგზაურობიდან მრავალი ცხოველის და ფრინველის აღწერა ჩამოიტანა.მის საპატივსაცემოდ დაარქვეს აგრეთვე კონგოს დედაქალაქს ბრაზზავილი.

Мартышка Бразза

მაიმუნებს მოყვითალო–ნაცრისფერი ბეწვი აქვთ,თეთრი წვერი და მოწითალო–წაბლისფერი ნახევარმთვარე შუბლზე.მუცელი და ყელი უფრო ღია ფერისაა–ნარინჯისფერი,თეთრი,ვარდისფერი ან ნაცრისფერი.მეწვი ლოყებზე,ზურგსა და თავზე ზეთისხილისფერი–მწვანე.

Мартышка Бразза

ასეთი შეფერილობის გამო მაიმუნი ბრაზზა ადვილად იმალება ფოთლებში.საფრთხის შემთხვევაში კი თავს იმკვდარუნებენ,ემსგავსებიან უძრავ ქანდაკებას.

Мартышка Бразза

მაიმუნები ცხოვრობენ პატარა ოჯახურ ჯგუფებად,რომლის სათავეში მამრია.მათი ცნობა ადვილია–ისინი ორჯერ დიდები არიან მდედრებზე.


Мартышка Бразза

თუ ოჯახის სოლიდური უფროსის წონა 7,5 კგ–ია,მისი მეუღლე ძლივს აღწევს 4,5 კილომდე.

Мартышка Бразза

დროის დიდ ნაწილს მაიმუნები ატარებენ ხეებზე.იკვებებიან თესლებით,ფოთლებით,ნაყოფებით და მწერებით.ხანდახან მათ რაციონში შედის ფრინველები,ფრინველების კვერცხები.საკვების მოსაძებნად ისინი ჩამოდიან მიწაზეც.

Мартышка Бразза

მაიმუნი ბრაზზა შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.ზოგიერთი ეგზოტიკის მოყვარული მზადაა ამ მაიმუნში გადაიხადოს 7–დან 10 ათასამდე დოლარი.


Мартышка Бразза

მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა.ორსულობა გრძელდება 180 –დან 213 დღემდე და სრულდება ერთი შვილის დაბადებით.

суббота, 1 сентября 2012 г.

თვალი.როგორ მოვუფრთხილდეთ თვალებს.



მხედველობის ორგანო - თვალი მიეკუთვნება გრძნობათა ორგანოებს. მისი მეშვეობით აღვიქვამთ საგნებს, მათ ფერს, ფორმას, მანძილს.

თვალის კაკალს სფეროსებრი ფორმა აქვს. იგი მოთავსებულია ქალის თვალბუდეში, რომლზეც მიმაგრებულია თვალის კაკლის მამოძრავებელი ექვსი კუნთი.
თვალის ირგვლივ მდებარე ორგანოები თვალს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ. ეს ორგანოებია: წარბები, ქუთუთოები და წამწამები, საცრემლე ჯირკვლები.  წარბები თვალს ოფლისგან იცავს, ქუთუთოები და წამწამებიკი - მტვრისგან. ქუთუთოს შიგნითა ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსით - კონუქტივით, რომელიც ნაწილობრივ აკრავს თვალის გარეთა ზედაპირს. საცრემლე ჯირკვლები თვალის გარეთა კარეთა კუთხეში მდებარეობს და გამოყოფს ცრემლს, რომელიც თვალს იცავს გამოშრობისგან, მიკრობებისგან, ათბობს და ასუფთავებს მას. ცრემლი თვალის შიგნითა კუთხიდან საცრემლე არხის მეშვეობით ცხვირის ღრუში ჩაედინება.

თვალის კაკალს გარედან შემაერთებელქსოვილოვანი ცილოვანი გარსი (სკლერა) ფარავს. იგი თვალს უცხოსხეულებისა და მიკრობებისგან იცავს.
თვალის წინა გარეთა ნაწილში ცილოვანი გარსი გადადის რქოვანაში, რომელიც ადვილად ატარებს სხივებს.
ცილოვანი გარსის ქვეშ სისხლძარღვოვანი გარსია, რომელიც თვალის ქსოვილების უჯრედებს კვებავს.
წინა გარეთა ნაწილში სისხლძარღვოვანი გარსი ფერად გარსში, ანუ ირისში გადადის ფერადი გარსზე დამოკიდებულია თვალის ფერი, იგი მრავალ პირგმენტს შეიცავს.
ფერად გარსსა და რქოვანას შორის სივრცეა, რომელიც გამჭვირვალე სითხითაა ამოვსებული.
ფერადი გარსის შუაში კი ხვრელია, რომელსაც გუგას უწოდებენ. გუგა კუნთების მეშვეობით ძლიერი განათებისას ვიწროვდება, სუსტის დროს - ფართოვდება. ეს არეგულირებს თვალში გარკვეული რაოდენობის სინათლის სხივის შეღწევას.
გუგის უკან ბროლია. ბროლი გამჭვირვალე, ამოზნექილი ლინზაა, იგი კუნთებითაა გარშემორტყმული. ეს კუნთები ბროლს სიმრუდეს უცვლის - ნაკლებად ან მეტად ამოზნექილს ხდის. ბროლის სიმრუდის ცვლილებას აკომოდაციაეწოდება. ზოგჯერ ადამიანი კარგავს აკომოდაციის უნარს და ნანახი ბადურის წინ აირეკლება (ახლომხედველი) ან ბადურის უკან (შორსმხედველი).
თვალის კაკლის შიდა ნაწილი მთლიანად უფერო გამჭვირვალე ბლანტი სითხით - მინისებრი სხეულითააამოვსებული.
თვალის შიგნითა, ყველაზე თხელი გარსია ბადურა. მასზე განლაგებულია შუქის რეცეპტორები, რომლებსაც ფოტორეცეპტორებს უწოდებენ. ფოტორეცეპტორები ორი სახისაა: კოლბები და ჩხირები. კოლბები კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და ფერს აღიქვამენ. ჩხირები სუსტი ან ზომიერი სინათლით, და აღიქვამენ საგნის ფორმას. ადამიანს ჩხირები მეტი აქვს. გარდა ამ რეცეპტორებისა ბადურა სხვა უამრავ ნეირონს შეიცავს. მათი და ფოტორეცეპტორების მორჩების ერთობლიობა მხედველობით ნერვს ქმნის. რომელიც თავის ტვინის ქერქის კეფის ნაწილში მიემართება. იმ ადგილს ბადურაზე, საიდაც ნერვი ტოვებს თვალის კაკალს, რეცეპტორები არ არის. ამ ადგილს ბრმა ხალი ეწოდება.
გუგის პირდაპირ კოლბების გროვებია, ამ ადგილს ყვითელი ხალი ეწოდება.



კოლბებში იოდოფსინია, ჩხირებში - როდოფსინი.
სინათლის ზემოქმედებით კოლბებში და ჩხირებში ხდება ქიმიური რეაქციები. სინათლეზე იშლება როდოფსინი ჩხირებში და იოდოფსინი კოლბებში. წარმოქმნილი ნივთიერება მოქმედებს მხედველობის ნერვის რეცეპტორებზე და ხდება მათი აგზნება, რომელიც გადაეცემა დიდი ნახევარსფეროების ქერქის კეფის ზონას. ბადურაზე კოლბების და ჩხირების კვლავ სინთეზისთვის საჭიროა A ვიტამინი.