воскресенье, 4 ноября 2012 г.

არა,არ მიყვარს ეს შემოდგომა...


წყარო:Времена года - все для дизайнаhttp://diza-74.ucoz.ru/news/vremena_goda/7-0-43

არა,არ მიყვარს ეს შემოდგომა
არ ვეტრფი ფოთლებს გამხმარს,დაცვენილს...
გაზაფხულის ჟამს ამობრწყინებულს
მზეს აღარ ვეტრფი უკვე დარცხვენილს...
არ მათბობს,თითქოს ხათრით ანათებს,
არ მანუგეშებს დღე წვიმიანი.
შემოდგომის ჟამს იცით რა მიყვარს?
გამხმარ ფოთლების ბრძოლა,შრიალი...
უკანასკნელი ამოსუნთქვის დროს
არ ნებდებიან,იბრძვიან გუნდად,
იბრძვიან მხოლოდ ერთი მიზნისთვის,
ოხერტიალი სიცოცხლე უნდათ...
მიყვარს ფერადი,მხნე გაზაფხული,
სიცოცხლით სავსე დილა–ცვრიანი,
 ყოვლის საწყისი ეს დალოცვილი
აპრილიანი,მაისიანი...
ახლადშობილი მწვანე ბალახი,
ჩიტთა გალობა,ყვავილთა სუნი...
რა ვქნა,ვცოცხლდები მე გაზაფხულზე,
თითქოს ხელახლა მიდგება სული.

თათა გულიკაშვილი.


Комментариев нет:

Отправить комментарий