აშშ–ის შტატ ორეგონში შეგიძლიათ დატკბეთ გეოლოგიური სასწაულით–ჭრელი ქედებით,რომელთა ფორმირება მიმდინარეობდა ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში მრავალრიცხოვანი ვულკანური ამოფრქვევების და სხვა ბუნებრივი პროცესების გავლენით .ვულკანური ლავის და ფერფლის მრავალჯერადი ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა "ფენოვანი ტორტი".კლიმატი ამ ადგილზე იცვლებოდა და კლიმატთან ერთად პეიზაჟიც.მაგალითად,როდესაც ორეგონში თბილი და ტენიანი კლიმატი იყო,რეგიონში ჩამოყალიბდა ლატერიტული ნიადაგები–მდიდარი რკინით,რამაც ქედებს მისცა წითელი–ჟანგის ფერი.ყველაზე ძველი ფენის ასაკი დახლოებით 40 მილიონი წელია.საინტერესოა,რომ ქედების ფენებში შემონახულია ნამარხები უძველესი ცხენების,აქლემების,მარტორქების და სხვა ცხოველების,რომლებიც ამ რეგიონში მილიონობით წლების წინ ბინადრობდნენ.
წყარო:(2) National Geographic Россия,http://www.nat-geo.ru/news/1281
Комментариев нет:
Отправить комментарий