вторник, 8 мая 2012 г.

ძუძუმწოვარი ცხოველები–გინესის რეკორდები .




ყველაზე მაღალი ძუძუმწოვრია – ჟირაფი (Giraffa camelopardalis). მამალი ჟირაფის სიმაღლე 4,5 – 5,5 მ აღწევს. 1959წ. ჩესტერის ზოოპარკმა შეიძინა ჟირაფი, რომლის სიმაღლე 5,8 მ. იყო.
ყველაზე ნელი ძუძუმწოვარია -სამფეხა ზარმაცა (Bradypus tridactylus). მიწაზე იგი 1წთ-ში 1,8 -2,4 მ გადის, ხოლო ხეზე -4,6 მ. ბინადრობს სამხრ. ამერიკის ტროპიკებში.
ყველაზე სწრაფი ძუძუმწოვარი -გეპარდი (Acininyx jubatus). მოკლე 


დისტანციაზე გეპარდი საათში 100 კმ ავითარებს. 2009 წლის 10 სექტემბერს 


დედალმა გეპარდმა სარამ 100 მეტრი 6,13 წამში გაირბინა.
ყველაზე მსუბუქ კვერცხისმდებელ ძუძუმწოვრად ითვლება იხვნისკარტა (Ornithorhynchus anatinus), რომელიც ავსტრალიასა და ტასმანიაზე ცხოვრობს. მამალი იხვნისკარტას წონაა -1,0 -2,4 კგ, ხოლო დედლისა – 0,7 -1,6 კგ.
ყველაზე სწრაფად სუნთქავს -მელია ფენეკი (Fennecus zerda), რომელიც ცხოვრობს საჰარაში. იგი ტავის საცხოვრებელს ძალზედ ეფექტურად აგრილებს. იგი იწყებს სწრაფად სუნთქვას (1 წთ-ში – 690 ამოსუნთქვა) და ამგვარად გრილდება.
ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის პერიოდი. შიშველი მიწისმთხრელის (Heterocephalus glaber) სიცოცხლის ხანგრძლივობა 28 წელს აღწევს. ის ცხოვრობს მიწის ქვეშ და აგებს გვირაბების მთელ სისტემებს.
ყველაზე მსუნაგი დათვი. დიდ პანდას (Ailuropoda melanoleuca) შეჭმული ბამბუკის ღეროების მხოლოდ 21%-ს გადამუშავება შეუძლია. იგი დღის განმავლობაში თავისი წონის 38% საკვებს იღებს.
ძუძუმწოვართა ყველაზე დიდ ოჯახებს მღრნელები (Muridae) შეადგენენ . ისინი 600 სახეობას შეადგენენ თაგვებთან და ვირთხებთან ერთად. ცხოვრობენ ყველა კონტინენტზე.
ტასმანიურ ეშმაკს (Sarcophilus harrisii) შეუძლია უკბინოს ძალის კოეფიციენტით 181 (კბენის ძალა იზომება ცხოველის ზომასთან შედარებით). ვეფხვის კბენის კოეფიციენტი შეადგენს 127, ლომისა -112.
წყარო:http://www.sok.ge