вторник, 17 апреля 2012 г.

ძნელად დასაჯერებელი უცნაურობანი...




ადამიანი მხოლოდ კარგად კონსტრუირებული და მაღალორგანიზებული ორგანიზმი როდია; სხეულს უამრავი უცნაურობა ახასიათებს, ზოგიერთი - ძნელად დასაჯერებელიც კი.

განგური - ადამიანს კანიდან ყოველდღიურად 600 ათასი უჯრედი სცვივა, წელიწადში - 600 გრამი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში კი საშუალოდ 47 კგ-მდე კანს იცვლის.
რამდენი ძვალი აქვს მოზრდილ ადამიანს? ახალშობილზე ნაკლები. ვიბადებით 350 ძვლით, დროთა განმავლობაში მათი შეზრდის შემდეგ კი 206 გვრჩება.
ენის ანაბეჭდი - ნუ გამოყოფთ ენას, თუ დამალვა გსურთ, რადგან, თითის ანაბეჭდის მსგავსად, განუმეორებელია ენის ანაბეჭდიც.



ახალი კუჭი - კუჭის ლორწოვანი გარსი 3-4 დღეში ერთხელ იცვლება, რადგან კუჭის წვენი, რომელიც საჭიროა საკვების მოსანელებლად, ინელებს კუჭის ლორწოვან გარსსაც.
გრძელი ნაწლავი - ადამიანის წვრილი ნაწლავის სიგრძე 4-ჯერ აღემატება სხეულის სიმაღლეს.



ბაქტერიები - კანის ყოველ 2,5 კვადრატულ სმ-ზე 32 მილიონამდე ბაქტერია სახლობს. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა უვნებელია.
დაცემინების სიჩქარე - ადამიანის მიერ დაცემინებისას ამოსული ჰაერის სიჩქარე 160 კმ-სთ-ია, ზოგჯერ კი მეტიც.
სისხლის მიერ გადალახული გზა - საკმაოდ გრძელია. ყველა სისხლძარღვი რომ გავაერთიანოთ, მათი საერთო სიგრძე 96560 კმ-ს მიაღწევს. გული ამ სისხლძარღვებში ყოველდღიურად 7 570 ლიტრ სისხლს გადაისვრის.
ხვრინვის ხმაურის სიმაღლე - საშუალოდ 60 დეციბელია, თუმცა ზოგიერთი ხვრინავს 80 დეციბელი სიმაღლის ბგერით, ეს მაჩვენებელი კი ადამიანის სმენისთვის უკვე სახიფათოდ მიიჩნევა.
თმის ფერი და რაოდენობა - თავზე საშუალოდ 100 ათასი ფოლიკულია, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში 20 თმის ღერის გამოზრდა შეუძლიათ. ქერათმიანებს 146 ათასი ფოლიკული აქვთ,მუქთმიანებს - 110 ათასი. წითურებს კი ყველაზე მეჩხერი თმა ჰქონიათ - მათ თავზე ფოლიკულების რაოდენობა 90 ათასს არ აღემატება.


ფრჩხილების ზრდა - ხელებზე ფრჩხილები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხებზე.
თავის წონა - გასაკვირი არ არის, რომ ახალშობილს თავის დაჭერა უჭირს - მისი თავის ზომა ხომ სხეულის მეოთხედის ტოლია, მაშინ როცა მოზრდილი ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი სხეულის 1/8-ს შეადგენს.
ძილის მოთხოვნილება - უძილობისგან მართლაც შეიძლება მოკვდე. საკვების გარეშე ადამიანი 7 დღეს ძლებს, უძილოდ კი 11-ს.
ორგანიზმის ყველაზე დიდი უჯრედი კვერცხუჯრედია, ყველაზე პატარა კი - სპერმატოზოიდი.



თვალის ხამხამი - კუნთი, რომლის დახმარებითაც თვალებს ვახამხამებთ, სხეულის ყველაზე სწრაფმოქმედი კუნთია. ადამიანი დღეში საშუალოდ 15 ათასჯერ ახამხამებს თვალს. ქალები - მამაკაცებზე ორჯერ მეტად. ცაციები მოსახლეობის 13 პროცენტს შეადგენენ.


იცოდით?
  • ადამიანის სხეულზე იმდენი ქლორის აღმოჩენა შეიძლება, 5 საშუალო ზომის აუზს ეყოფოდა.
    ერთი ადამიანის ორგანიზმში მოძიებული ფოსფორისგან 20 ათასი ასანთის ღერის თავის დამზადებაა შესაძლებელი.
  • გოგირდი და გლიცერინი კი იმდენი გვაქვს, თავისუფლად შეძლებთ საარტილერიო ნაღმის აფეთქებას.
  • სიცოცხლე შესაძლებელია მაშინ, თუ სხეული იმყოფება 32-43 ცელსიუსის პირობებში, თუმცა ყურებში არსებული ტემპერატურა სხეულისას 2 გრადუსით ჩამოუვარდება.
  • დღე-ღამის განმავლობაში ორგანიზმში გამომუშავდება 1 ლ ნერწყვი, 3 ლ კუჭის წვენი, 2 ლ კუჭქვეშა ჯირკვლის წვენი, 3,5 ლ ნაწლავის წვენი და 1 ლ ნაღველი.
  • ადამიანი მარტოობას ყველაზე მტკივნეულად 20.00-დან 22.00 საათამდე აღიქვამს.
  • ფრჩხილებისა და თმის ზრდა ყველაზე ინტენსიურად 16.00-დან 18.00-მდე მიმდინარეობს.
  • გემოვნება, სმენა და ყნოსვა ყველაზე ძლიერია 17.00-დან 19.00-მდე.
  • ყველაზე მკვეთრად ადამიანი იმ საკვების გემოს შეიგრძნობს, რომლის ტემპერატურაც 24 გრადუსია.
  • ღვიძლი ალკოჰოლს ყველაზე უკეთ შლის 18.00 და 20.00 საათზე.
  • ორგანიზმის მიერ სითხის 6-8%-ის დაკარგვა იწვევს გონების დაბინდვას, 10%-ისა - ჰალუცინაციებსა და საყლაპავი რეფლექსის მოშლას, სითხის 12%-ის დაკარგვისას კი გული ჩერდება.
  • ფრანგ ნევროლოგთა გამოკვლევის თანახმად, ტირილში სახის 4 კუნთი მონაწილეობს, სიცილში კი 17, ასე რომ, ენერგეტიკული თვალსაზრისით სიცილი ტირილზე გაცილებით მომგებიანია.

Комментариев нет:

Отправить комментарий