суббота, 28 апреля 2012 г.

ჰავაი.

ჰავაი–ამერიკის შეერთებული შტატების  ერთ–ერთი შტატი,მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში.კუნძულები 1778 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კუკმა.ცნობილი იყო სენდვიჩის კუნძულების სახელით.1843 წელს ფრანკო–ბრიტანული კონვენციით მიიღო დამოუკიდებლობა კამეჰამეჰას დინასტიის მმართველობით.1887 წელს მიიღეს კონსტიტუცია.1898 წელს შეუერთდა აშშ–ს.1900 წელს ტერიტორია,ხოლო 1959 წელს 50-ე შტატი გახდა.
ფართობი–16,6 ათასი კვადრატული კილომეტრი.(20 კუნძული).
მოსახლეობა–1,360 ათასი(ევროპელი 34%,იაპონელი–25%,ფილიპინელი–14%,ჰავაელი–12%,ჩინელი– 6%.)
ქალაქის მოსახლეობა–86,6%.დედაქალაქ ჰონოლულუს მოსახლეობა 423 ათასი  კაცია.
ჰავაის კუნძულები წარმოდგენილია მთელი რიგი ვულკანებით,რომელთა შორის ყველაზე დიდი ჩამქრალი ვულკანია  მაუნა–ქეა(4201 მ),მოქმედ ვულკანთა შორის აღსანიშნავია მაუნა–ლოა(4170 მ).
კუნძულები მდიდარია ფრინველთა სამყაროთი და მწერების მრავალსახეობით.