суббота, 21 апреля 2012 г.

იოსემიტის ეროვნული პარკი.

იოსემიტის ეროვნული პარკი მდევარეობს აშშ–ში კალიფორნიის შტატში.პარკის ფართობია 3081   კვადრატული კილომეტრი.განფენილია სიერა–ნევადას ქედის დასავლეთ მთისწინეთზე.ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და ბუნებით:ულამაზესი გრანიტის კლდეები,ჩანჩქერები,მდინარეები,ჭალის სექვოიადენდრონები, და მდიდარი ბიოლოგიური მრავალფეროვნება.(პარკის 89% უკავია ველური ბუნების წარმომადგენლებს).1984 წელს იუნესკომ იოსემიტი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

იოსემიტის ეროვნულ პარკში წარმოდგენილია არაჩვეულებრივი ფორმის კლდეები,გიგანტური სექვოიების კორომები,იშვიათი მცენარეები და შთამბეჭდავი ჩანჩქერები.პარკის დიდი ტერიტორია უკავია უდაბნოს.პარკში არის  ტბები,ხეობები და კანიონები.ჩანჩქერები განსაკუთრებით ლამაზია აპრილში,მაისსა და ივნისში.ყველაზე კარგად ცნობილი ჩანჩქერია Bridalveil Fall.
ბუნება მდიდარია მცენარეებით.ტყეში იზრდება ფიჭვი,ნაძვი და მუხა.ტურისტებისთვის პარკში არის სასტუმროები დიდებული ოთახებით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий