среда, 22 февраля 2012 г.

ამერიკას სუპერვულკანი ემუქრება.



ყველაფერი დაიწყო სიხარულიდან. 2002 წელს იელოუსტონის ნაკრძალში ერთდროულად რამდენიმე ახალმა სამკურნალო და ცხელმა გეიზერმა ამოხეთქა. ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიებმა იმწამსვე გაშალეს ამ ფენომენის რეკლამა, პარკის მნახველთა რიცხვმა, რომელიც საშუალოდ სამ მილიონ ადამიანს შეადგენს წელიწადში, კიდევ უფრო გაიზარდა.

მაგრამ, ძალიან მალე მოვლენები უცნაურად განვითარდა. 2004 წელს აშშ-ს მთავრობამ გაამკაცრა ნაკრძალის დათვალიერების რეჟიმი. მის ტერიტორიაზე იმატა დაცვამ, ხოლო ზოგიერთი ზონა ტურისტებისთვის საერთოდ დაიხურა. სამაგიეროდ, მასში იმატა მეცნიერ-სეისმოლოგთა და ვულკანოლოგთა რიცხვმა. ისინი ადრეც მუშაობდნენ იელოუსტონში, რადგან მთელი ნაკრძალი მისი უნიკალური ბუნებითურთ - სხვა არაფერია თუ არა უზარმაზარი აპკი ჩამქრალი ვულკანის ყელზე. ასე რომ, გასაგებია საიდან აღმოცენდნენ გეიზერები. დედამიწის ზედაპირისკენ აღმასვლისას მათ აცხელებს დედამიწის ქერქის ქვეშ მობუყბუყე მაგმა. ყველა ადგილობრივი წყარო ცნობილი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც თეთრმა კოლონიზატორებმა დაიპყრეს იელოუსტონი და წაართვეს ის ინდიელებს, ამჯერად კი - მთელი სამი გეიზერი ერთდროულად! რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

მეცნიერები შეშფოთდნენ. პარკს ერთი მეორის მიყოლებით სტუმრობენ ვულკანური აქტივობის შემსწავლელი კომისიები. რა ამოთხარეს და რა იპოვეს მათ ნაკრძალში ფართო პუბლიკამ არ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ 2007 წელს აშშ-ს პრეზიდენტის სამმართველოში შეიქმნა სამეცნიერო საბჭო, რომელიც აღჭურვეს განსაკუთრებული უფლებამოსილებებით, რომელშიც გააერთიანეს ქვეყნის რამდენიმე წამყვანი გეოფიზიკოსი და სეისმოლოგი. ამ ორგანოს ყოველთვიურ თათბირებს თვით ჯორჯ ბუში თავმჯდომარეობდა.

იმავე წელს იელოუსტონის პარკი შინაგან საქმეთა სამინისტროს საუწყებო დაქვემდებარებიდან გადავიდა სამეცნიერო საბჭოს პირდაპირ დაქვემდებარებაში. რატომ უთმობს ამერიკის მთავრობა ამდენ ყურადღებას უბრალო კურორტს?

ბირთვულ ომზე უფრო საშინელი

ტიპიური ვულკანი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, - ეს არის კონუსისებრი გორაკი კრატერით, რომლისგანაც იფრქვევა ლავა, ფერფლი და აირები. მისი ჩამოყალიბების პროცესი ასეთია:

ჩვენი პლანეტის წიაღში მუდმივად დუღს მაგმა, რომელიც დრო და დრო ზემოთ ამოდის და იფრქვევა ნაპრალების, ნარღვევის ან მიწის ქერქის სხვა "დეფექტების" წყალობით. ამოსვლასთან ერთად მაგმა გამოყოფს აირებს, გარდაიქცევა ვულკანურ ლავად და იღვრება ნაპრალის ზედა ნაწილიდან, რომელსაც ნაპრალის პირს უწოდებენ. აქ ის გრილდება და ნაპრალის ზედაპირის ირგვლივ ქმნის ამოფრქვევის პროდუქტებს, რითაც ზრდის ვულკანის კონუსს.

სუპერვულკანს კი გააჩნია თავისებურება, რომლის გამოც ამ ბოლო დრომდე არავინ ვარაუდობდა მათ არსებობას. ისინი სულაც არ ჰგვანან ჩვეულებრივ კონუსისებრ ღრმულიან "ქუდებს". ეს არის მიწის გათხელებული ქერქის უვრცელესი ტერიტორია, რომლის ქვეშაც გამლღვარი მაგმა ფეთქავს. უბრალო ვულკანი წააგავს მუწუკს, სუპერვულკანი კი - უზარმაზარ ანთებას, დიდი ფურუნკულს. სუპერვულკანების ტერიტორიებზე შეიძლება განლაგდეს რამოდენიმე ჩვეულებრივი ვულკანი. მათ შეუძლიათ ამოიფრქვნენ, თუმცა ეს ამოფრქვევები შეიძლება შევადაროთ ორთქლის ქვაბს, საიდანაც დრო და დრო იფრქვევა წყლის ორთქლი.მაგრამ, წარმოიდგინეთ რა იქნება, თუ აფეთქდება თვით ქვაბი! სუპერვულკანი ხომ არ იფრქვევა, ის შეიძლება მხოლოდ აფეთქდეს.


როგორ გამოიყურება ეს აფეთქება?

მაგმა ქვემოდან და თანდათანობით აწვება დედამიწის თხელ ზედაპირს. ეს ზეწოლა ნელ ნელა იზრდება. მალე წარმოიქმნება რამოდენიმე ასეული მეტრის "კუზი", რომლის დიამეტრი შეიძლება იყოს 15-20 კილომეტრი. კუზის პერიმეტრის ირგვლივ წარმოიქმნებიან მრავალრიცხოვანი ვულკანური ყელები და ნაპრალები, შემდეეგ კი მთელი მისი ცენტრალური ნაწილი ვარდება ქვემოთ, ცეცხლოვან ქვესკნელში. ჩაქცეული ქანები წიაღიდგან დგუშივით მძაფრად ამოტუმბავს ლავისა და ფერფლის გიგანტურ ფონტანებს.

ამ აფეთქების ძალა ყველაზე ძლიერი ატომური ბომბის სიძლიერისაა. გეოფიზიკოსთა გაანგარიშებით, იელოუსტონის ნაღმი თუ აფეთქდა, ეფექტი ბევრად გადააჭარბებს ასობით ხიროსიმას. გაანგარიშებები, ცხადია, სუფთად თეორიულია. თავისი არსებობის განმავლობაში ჰომო საპიენსს არასოდეს ჰქონია საქმე მსგავს მოვლენასთან. უკანასკნელად ამგვარი სუპერვულკანი აფეთქდა დინოზავრების პერიოდში. შესაძლოა, მათი ამოწყვეტის მიზეზიც ეს ყოფილიყო.
როგორ მოხდება სუპერვულკანის ამოფრქვევა

ამოფრქვევამდე რამდენიმე დღით ადრე მიწის ქერქი სუპერვულკანის ზემოთ რამოდენიმე მეტრით მოიმატებს. ამასთან ნიადაგი გახურდება 60-70 გრადუსამდე. ატმოსფეროში მკვეთრად გაიზრდება ჰელიუმისა და გოგირდწყალბადის კონცენტრაცია. პირველი, რასაც დავინახავთ იქნება ვულკანური ფერფლის ღრუბელი, რომელიც ატმოსფეროში 40-50 კილომეტრის სიმაღლეზე ავა.

ნაკვთებს ვულკანი ამოაფრქვევს უზარმაზარ სიმაღლეზე. დაცემის დროს კი ისინი დაფარავენ გიგანტურ ტერიტორიას. იელოუსტონის ამოფრქვევის პირველ საათებში სრულიად განადგურდება ტერიტორია ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის რადიუსზე. აქ უშუალო საფრთხის ქვეშ პრაქტიკულად მთელი ამერიკულის ჩრდილო დასავლეთის მოსახლეობა (ქალაქი სიეტლი) და კანადის ნაწილი (კალგარი, ვანკუვერი) იმყოფება. 10 ათასი კვადრატული კილომეტრის რადიუსში გამლღვარი ტალახის მდინარეები ყველაფერს წალეკავენ. ეს არის ე. წ. პიროკლასტიკური ტალღა, ამოფრქვევის ყველაზე მომაკვდინებელი პროდუქტი. ისინი ჩნდებიან მაშინ, როდესაც ატმოსფეროში წნევით ატყორცნილი ლავა დასუსტდება და სვეტის ნაწილი უზარმაზარი ლავის სახით თავს დაეცემა გიგანტურ ტერტორიას, რომელიც ყოველივეს წალეკავს და დაწვავს თავის გზაზე. ასეთი მასშტაბის პიროკლასტიკურ დინებებში შეუძლებელია გადარჩენა. 400 გრადუსზე მეტი ტემპერატურის პირობებში ადამიანის სხეული უბრალოდ მოიხარშება და მისი კანი და ხორცი ძვლებს გაეცლება.

ცხელი ლავა, ამოფრქვევის დასაწყისში მოსპობს 200 ათასამდე ადამიანს. მაგრამ ეს სრულიად უმნიშვნელო დანაკარგი იქნება იმასთან შედარებით, რაც ამერიკას თავს დაატყდება მიწისძვრების მთელი რიგისა და ცუნამების სახით, რომელთაც აფეთქება გამოიწვევს. აი, ეს მოვლენები კი უკვე მილიონობით მსხვერპლს გამოიწვევენ. და ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესი ვერსიით, შესაძლოა მთელი ჩრდილოამერიკული კონტინენტი, ატლანტიდასავით შესაძლოა წყალქვეშ ჩაიძიროს.

ამის შემდეგ ვულკანური ფერფლის ღრუბელი სულ უფრო და უფრო გაფართოვდება. დღე-ღამის განმავლობაში უბედურების ზონაში აღმოჩნდება შეერთებული შტატების მთელი ტერიტორია ვიდრე მისისიპიმდე. ვულკანური ფერფლი მართალია, ძალზედ მარტივად და უმნიშვნელოდ ჟღერს მაგრამ, სინამდვილეში ეს არის ყველაზე საშიში მოვლენა ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ. ფერფლის ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ მათი შეკავება პირბადეებსა და სპეციალურ, რესპირატორებსაც კი არ ძალუძთ. იმის შემდეგ, რაც ფილტვებში მოხვდება, ფერფლი ერევა ლორწოს, მკვრივდება და ცემენტად გარდაიქცევა...

ყველაზე დიდ საშიშროებას ექვემდებარებიან ის ტერიტორიები, რომლებიც ვულკანიდან ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი. როდესაც ვულკანის ფერფლის შრის სისქე 15 სანტიმეტრს მიაღწევს, სახურავების დატვირთვა იმდენად დიდი იქნება რომ შენობები ნგრევას დაიწყებენ. გაანგარიშებით, ყოველ სახლში ერთიდან ორმოცდაათამდე კაცი დაიღუპება ან სერიოზულად დასახიჩრდება. ეს იქნება სიკვდილიანობის ერთ ერთი ძირითადი მიზეზი იმ რაონებში, რომელთაც შემოუვლის იელოუსტონის პიროკლასტიკური ტალღა, სადაც ფერფლის სისქე 60 სანტიმეტრს მიაღწევს.

სიკვდილიანობის სხვა მიზეზი იქნება მომწამვლელი აირები, რადგან ვულკანური ნარჩენები საკმარისად შხამიანი და მომწამვლელია. იმისთვის, რათა გადალახოს ატლანტიკა და წყნარი ოკეანე, ფერფლის ღრუბლებს ორი-სამი კვირა დასჭირდებათ, ერთი თვის შემდეგ კი ისინი დაფარავენ მზეს მთელი დედამიწის მასშტაბით.


სამყაროს აღსასრული აშშ-დან დაიწყება

იელოუსტონის სუპერვულკანი, რომლის აფეთქება გაანადგურებს მთელს ჩრდილოეთ ამერიკას, ნახევარ მსოფლიოს კი ნელი სიკვიდილისთვის გაწირავს, მალე გაიღვიძებს. არსებობს მთელი ჩვენი ცივილიზაციის დაღუპვის საშიშროება, - აღიარებენ მეცნიერები. საქმე იმაშია, რომ შეუქცევადი პროცესები, რომლებიც ჩვენი პლანეტის სიღრმეში მიმდინარეობს, პირდაპირ ჩვენს თვალწინ სრულდება და სპეციალისტები მას გლობალური საშიშროების სტატუსს ანიჭებენ, რომელსაც შეუძლია პირისაგან მიწისა აღგავოს მთელი კონტინენტები. სეისმოლოგები ამბობენ, რომ იელოუსტონის კალდერა ყველაზე დესტრუქციული ძალაა ჩვენს პლანეტაზე.

მსგავსი მასშტაბის ერთ ერთი ამოფრქვევა მოხდა სუმატრაში 73 ათასი წლის წინათ, როდესაც სუპერვულკან ტობას ამოფრქვევამ 15-ჯერ შეამცირა დედამიწის მოსახლეობა. ამდენგზისვე შემცირდა ცხოველთა რაოდენობა, დაიღუპა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცენარეული საფარის სამი მეოთხედი. აფეთქების ადგილას წარმოიშვა ღრმული, რომლის ფართობი 1775 კვ. კილომეტრია და რომელშიც თავისუფლად ჩაეტევა ნიუ-იორკი ან ლონდონი.

ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება მოხდეს, თუკი იელოუსტონის სუპერვულკანი ამოიფრქვევა, რომელიც თავისი გაბარიტებით ტობას ვულკანზე ორჯერ მეტია! "სუპერვულკანის ამოფრქვევის ფონზე ყოველივე დანარჩენი პატარა სათამაშოებად მოსჩანს, მისი სიძლიერე კი მთელი პლანეტისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს", - აღნიშნა გეოფიზიკის პროფესორმა, ლონდონის University College-ს კლიმატური ცვლილებების სპეციალისტმა ბილ მაკგირმა.


შტატები დენთის კასრზე ცხოვრობს

რას წარმოადგენს აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შენელებული მოქმედების ეს საშინელი ბომბი? სუპერვულკანი - ეს არ არის კონუსისებრი წარმონაქმნი ვულკანისთვის დამახასიათებელი ყელით. შესახედავად, ვულკანოლოგების მიერ წოდებული კალდერა, უზარმაზარი ღრმულია. ეს არაფრით შესანიშნავი ღარტაფი არის კიდევაც ის ვულკანი, რომლის ამოფრქვევის ფართობი რამოდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრია. 

ზედაპირზე, იელოუსტონის ნაკრძალი დაფარულია ლამაზი და თვალწარმტაცი ლანდშაფტით, ხოლო შიგნით ეს უზარმაზარი ველი გავარვარებული მაგმითაა სავსე. ათასწლოვანი მაგმა ავსებს უზარმაზარ მიწისქვეშა რეზერვუარებს, ადნობს ქვის ქანებს და იმდენად მკვრივდება, რომ ვულკანური აირები, რომლებიც იწვევენ სწორედ ჩვეულებრივი ვულკანების ამოფრქვევას, მასში ვერ აღწევენ. ამიტომაც, გამლღვარი მაგმის უზარმაზარი რაოდენობა ქვემოდან ზემოთ მიწას აწვება. ასე გრძელდება ათასწლეულებია და გაგრძელდება მანამ, სანამ არ ამოხეთქავს და საშინელი აფეთქება არ მოხდება.

ამგვარი საშიშროების წინაშე მდგომმა აშშ-ს მთავრობამ მეცნიერთა წინაშე დააყენა ამოცანა გაეანგარიშებინათ სუპერვულკანის შემდგომი ამოფრქვევის ვადა. მეცნიერთა აზრით, ვულკანის ამოფრქვევებს შორის პერიოდი 600 ათას წელს უდრის. ამ პერიოდულობის გათვალისწინებით, მომდევნო კატაკლიზმი სწორედ ჩვენს საუკუნეში უწევს. ჯერ მეცნიერები ლაპარაკობდნენ 2075 წელზე, მაგრამ 2003 წლის ზაფხულში იელოუსტონის ნაკრძალში მოვლენები უცნაურად განვითარდა. ტემპერატურა დუღილის დონეს მიუახლხოვდა, გაიხსნა ნაპრალები, რომლებიდანაც წყალბადის სულფიდმა და ნახშირორჟანგის აირებმა გამოჟონეს - ეს ვულკანური აირებია, რომლებსაც მაგმა შეიცავს.

ამ ნიშნებზე დაყრდნობით მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მაგმა გამოიჭრა საკნიდან და ბევრად დიდი სისწრაფით უახლოვდება ზედაპირს, ვიდრე ეს ადრე ეგონათ. ამასთან დაკავშირებით ვულკანის ამოხეთქვის სავარაუდო ვადამ თითქმის 50 წლით გადმოიწია.  "წარსული ორი მილიონი წლის განმავლობაში იელოუსტონში მოხდა სამი ზემძლავრი ამოფრქვევა, და თითოეული მათგანი თითქმის აპარტახებდა კონტინენტს, - ამბობს იუტას შტატის უნივერსიტეტის გეოფიზიკისა და გეოლოგიის პროფესორი რობერტ სმიტი. ჯერ ჯერობით სუპერვულკანის მაგმა (მიუხედავად იმისა, რომ ის, 2004 წლიდან მოყოლებული, ზედაპირისკენ მოიწევს წელიწადში 8 სმ. სიჩქარით) განლაგებულია მისი ყელიდან 10 კილომეტრის სიღრმეში და ამიტომაც, პანიკის ატეხვა ჯერ ნაადრევია, მაგრამ თუ ის ამოიწევა 2-3 კილომეტრის სიმაღლეზე, მღელვარებისთვის სერიოზული საფუძვლები გვექნება".

საფუძვლები კი არსებობს. ჯერ კიდევ 2002 წელს, ძველი კალდერადან მოშორებით, იელოუსტონში ამოხეთქა სამმა გეიზერმა, რომლებიც ვულკანის გვიანდელის სტადიის ერთ ერთი გამოვლინებაა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნიადაგმა თითქმის 180 სმ-თი აიწია, რაც ადრინდელ, ოთხწლიან პერიოდს 45-ჯერ აღემატება.


როგორ მოხდება აფეთქება

თუ აფეთქება მოხდა, მეცნიერთა ხედვით, სურათი აპოკალიფსისზე უარესი იქნება. ყველაფერი დაიწყება მიწის ზედაპირის მკვეთრი ამაღლებითა და გადახურებით იელოუსტონის პარკში. და როდესაც უზარმაზარი წნევა გაარღვევს კალდერას, წარმოქმნილი ყელიდან ამოიფრქვევა ათასი კუბიკური კილომეტრის ფართობის ლავა, რომელიც უზარმაზარ სვეტს წარმოქმნის. აფეთქებას მოჰყვება უძლიერესი მიწისძვრა ლავური დინებებით, რომელთა სიჩქარე საათში ას კილომეტრს მიაღწევს.

ამოფრქვევა რამდენიმე დღე გაგრძელდება, მაგრამ ადამიანები და ცხოველები მხოლოდ ფერფლისა და ლავისგან კი არ დაიღუპებიან, არამედ გოგირდწყალბადისგან მოწამლებიან და გაიგუდებიან. ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ს მთელს დასავლეთში ჰაერი ისე მოიწამლება, რომ ადამიანი იქ მხოლოდ 5-7 წუთს თუ გაძლებს. ფერფლი სქელ ფენად დაედება აშშ-ს თითქმის მთელს ტერიტორიას მონტანადან, აიდაჰოდან და ვაიომინგიდან მოყოლებული (რომლებიც აღიგვებიან პირისაგან მიწისა), ვიდრე აიოვამდე და მექსიკის ყურემდე. მატერიკზე ოზონის ხვრელი ისეთ ზომას მიაღწევს, რომ რადიაციის დონე ჩერნობილის კატასტროფის დონეს მიუახლოვდება. მთელი ჩრდილოეთ ამერიკა გადამწვარ და ხრიოკ ადგილს დაემსგავსება. სერიოზულად დაზიანდება კანადის სამხრეთი ნაწილი. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ იელოუსტონის გიგანტი მოახდენს ასობით ჩვეულებრივი ვულკანის ამოფრქვევის პროვოცირებას მთელს მსოფლიოში. ამასთან ოკეანური ვულკანების ამოფრქვევა გამოიწვევს მრავალრიცხოვან ცუნამებს, რომლებიც სანაპიროებსა და ყველა კუნძულ-სახელმწიფოებს დატბორავენ. შორეული შედეგები არანაკლებ საშინელი იქნება, ვიდრე თვით ამოფრქვევა. და თუკი ძირითად დარტყმას საკუთარ თავზე აშშ მიიღებს, ამოფრქვევის ეფექტს საკუთარ თავზე გამოსცდის მთელი მსოფლიო. 

ათასობით კუბიკური კილომეტრი ფერფლი, გამოტყორცნილი ატმოფეროში, დაფარავს მზის სინათლეს - მსოფლიო უკუნ სიბნელეში დაინთქმება. ეს გამოიწვევს ტემპერატურის დაცემას, მაგალითად, კანადასა და ნორვეგიაში ორ დღეში თერმომეტრის სვეტი -15-20 გრადუსზე ქვემოთ დაიწევს (ცელსიუსით). 50-ე პარალელის ქვეყნები, - ნორვეგია, ფინეთი და შვეცია გარდაიქცევიან ანტარქტიდად.  დადგება "ბირთვული ზამთარი", რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადს გაგრძელდება. 

ოდესღაც საბჭოთა მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ გლობალური ბირთვული კონფლიქტის ყველაზე საშინელი შედეგი ე. წ. "ბირთვული ზამთარი" იქნებოდა. იგივე მოხდება სუპერვულკანის აფეთქების შედეგადაც. ორი კვირის შემდეგ, რაც მზე მტვრის ღრუბლებით დაიფარება, ჰაერის ტემპერატურა მთელი დედამიწის ზედაპირზე, მის სხვადასხვა რეგიონში, -15 გრადუსიდან -50 გრადუსამდე დაეცემა. დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მაშინ -25 გრადუსი იქნება.

ზამთარი წელიწადნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდება. ეს კი საკმარისია იმისთვის, რათა საბოლოოდ შეიცვალოს ბუნებრივი ბალანსი მთელს პლანეტაზე. ხანგრძლივი ყინვებისა და უსინათლობის შედეგად დაიღუპება მცენარეული საფარი. რადგან მცენარეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს, ძალიან მალე პლანეტის მოსახლეობას სუნთქვა გაუჭირდება. დედამიწის ცოცხალი სამყარო საშინელ წამებაში დაიღუპება სიცივის, შიმშილის და ეპიდემიებისგან. კაცთა მოდგმას, მინიმუმ სამი წლით დედამიწის ზედაპირიდან იატაქვეშეთში გადაბარგება მოუწევს, შემდეგ კი რა მოხდება არავინ იცის...

თუმცა, ეს სამწუხარო პროგნოზი ძირითადად დასავლეთის ნახევარსფეროს ეხება. დედამიწის სხვა ნაწილთა მცხოვრებთ, მათ შორის, რუსეთს გადარჩენის უფრო მეტი შანსები ექნებათ. აქ, კატასტროფის შედეგები არც ისე მძიმე იქნება. ხოლო შეერთებული შტატების ჩრდილოეთი ნაწილისთვის გადარჩენის შანსი მინიმალურია.

უწყვეტი მჟავური წვიმები გაანადგურებენ თითქმის მთელს ნათესებს და მოსავალს, დახოცავს საქონელს, ადამიანები შიმშილისთვის გაიწირებიან.  ყველაზე მეტად დაზარალდებიან "მილიარდერი" ქვეყნები - ინდოეთი და ჩინეთი. აქ, აფეთქების შემდეგ, უახლოეს თვეებში 1,5 მლრდ. ადამიანამდე დაიღუპება. საერთოდ კი კატაკლიზმების პირველ თვეებში მოკვდება დედამიწის ყოველი მესამე მცხოვრები. ერთადერთი რეგიონი, რომელიც შეიძლება გადარჩეს - არის, ევრაზიის ცენტრალური ასევე, ციმბირისა და რუსეთის აღმოსავლეთ ევროპული ნაწილი, რომელიც სეისმურად მედეგ პლატფორმებზეა განლაგებული, აფეთქების ეპიცენტრიდან შორსაა და ცუნამისგანაც დაცულია.


მხოლოდ ციფრები

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BВС-ს ცნობით, იმ დროს, როდესაც ვულკანები ხოცავენ ათასობით ადამიანს და ანგრევენ მთელს ქალაქებს, სუპერვულკანები შეიწირავენ მილიარდობით ადამიანს და გააპარტახებენ კონტინენტებს. იელოუსტონის ვულკანის აფეთქება ეტნას ამოფრქვევაზე 2500-ჯერ უფრო მძლავრი იქნება. იელოუსტონის კალდერა ამოაფრქვევს 15-ჯერ უფრო მეტ ფერფლს, ვიდრე ამოაფრქვია კრაკატაუს ვულკანმა, რომელმაც 36 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ვულკანური ფერფლის ფარდა ხილვადობას 20-30 ჯერ უფრო შეამცირებს.

ტოკიო - მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი თავისუფლად მოთავსდება იმ ღრმულში, რომელსაც იელოუსტონის კალდერა წარმოშობს აფეთქების შემდეგ. აფეთქების პირველ წუთებში 1200 კმ. რადიუსში ყოველი ცოცხალი არსება დაიღუპება. 1000 ატომური ბომბის აფეთქება ერთდროულად, - ასეთია იელოუსტონის ვულკანის ამოფრქვევის ძალა. იელოუსტონის კატასტროფის შემდეგ დედამიწაზე 1000 კაციდან მხოლოდ ერთი გადარჩება.


ექსპერტის აზრი

გეოლოგო-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ანატოლი ხრენოვი ამბობს: "შეუძლებელია წინდაწინ ვიცოდეთ ნებისმიერი ვულკანის მოქმედება. ამის ზუსტად განსაზღვრა არ შეუძლია არც ერთ მეცნიერს, არც ერთ სეისმოგრაფს. ასე, რომ აფეთქების შედეგები შესაძლოა მრავალჯერ აღემატებოდეს მოსალოდნელს. იელოუსტონის გიგანტი მრავალ უბედურებას გააჩენს. უპირველეს ყოვლისა ის დაფარავს შტატებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება იელოუსტონის ნაკრძალი. განსაკუთრებით კი - ვაიომინგს, მონტანას და აიდაჰოს. წყობიდან გამოვა ელექტროსადგურები და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა ობიექტები. აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთი იზოლირებული იქნება სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. და ეს საუკეთესო ვარიანტში. ამაზე უარესი ძნელი წარმოსადგენია... იელოუსტონის სუპერამოფრქვევა შეეხება აშშ-ს თითქმის მთელს ტერიტორიას. ვულკანთან ახლოს მდებარე პირველი ზონა დაზარალდება პიროკლასტიკური დინებებისგან. ეს არის ლავა, რომელიც შედგება გამლღვარი აირებისა და ფერფლისგან, რომელიც ბგერის სიჩქარით გავრცელდება და 100 კმ.-ს რადიუსში ყველაფერს გაანადგურებს. 10 ათასი კვ. კმ. მთლიანად გადაიბუგება. პიროკლასტიკურ ზონაში ვერავინ გადარჩება. შემდეგი ზონა მთლიანად აშშ გახლავთ. ტერიტორია, რომელსაც ფერფლი დაფარავს. ადამიანები ვერ შეძლებენ სუნთქვას. 15 სმ. სისქის ფერფლის პირობებში სახურავებს იმდენად დიდი სიმძიმე დააწვებათ, რომ შენობები ხუხულებივით დაინგრევა. ასობით ათასი ადამიანი ან გაიგუდება ან კიდევ ნანგრევებში მოჰყვება. რამოდენიმე დღის განმავლობაში ფერფლი აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე გავრცელდება და მიაღწევს თვით ევროპას.

დედამიწაზე დაიწყება სეისმური აქტივობა, თანაც იმ რაიონებშიც, რომლებიც, ჩვეულებისამებრ სტაბილურ რეგიონებად ითვლებოდნენ სეისმური თვალსაზრისით. უმთავრეს საშიშროებას, მეცნიერთა თვალსაზრისით, წარმოადგენენ სუპერვულკანები. ასეთი ვულკანები მცირეა და ისინი იშვიათად თუ იფრქვევიან. სწორედ ერთ ერთი მათგანია იელოუსტონის კალდერა. თუ ის გაცოცხლდა, გაანადგურებს არა მარტო ამერიკას, არამედ ნახევარ მსოფლიოს. ამგვარი ვულკანების შესახებ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოლოგიური ფაკულტეტის პეტროლოგიის კათედრის პროფესორი პავლე პლეჩოვის თქმით სუპერვულკანები ჩვეულებრივისგან იმით გამოირჩევიან რომ მათი ამოფრქვევის მოცულობა გაცილებით დიდია. "მიიჩნევა, რომ სუპერვულკანის ძალა არის 8 პუნქტი. ეს ნიშნავს, რომ მისი მოცულობა 1000 კუბიკურ კილომეტრს აღემატება". როგორც წესი, ეს არის არა მთები, არამედ ღრმულები. იმ შემთხვევაშიაც კი, სუპერვულკანი ოდესღაც მთაც რომ ყოფილიყო, დიდი ამოფრქვევისა და ასობით კილომეტრზე ვულკანური მასალის ამოფრქვევის შემდეგ, მთის ადგილას ღრმული წარმოიქმნება. დღეისათვის 20-30 სუპერვულკანია ცნობილი.

ემუქრება თუ არა ასეთი ვულკანის ამოფრქვევა სიცოცხლეს დედამიწაზე? "ნამდვილად, ამგვარი, გიგანტური ამოფრქვევები შეცვლიან ცხოვრებას, ამოწყვეტენ გარკვეულ სახეობებს დედამიწაზე, მაგრამ სავარაუდოდ ყველაფრის ამოწყვეტას მაინც ვერ შესძლებენ". - აღნიშნავს პროფესორი.

რაც შეეხება იელოუსტონის ვულკანს, მეცნიერის თქმით, ცნობილია ამ ვულკანის სამი საკმაოდ დიდი ამოფრქვევა. "ადრინდელი იყო 2,1 მილიონი წლის წინათ, შემდეგი იყო 1,2 მილიონი წლის წინ, ხოლო უკანასკნელი, ყველაზე დიდი ამოფრქვევა დაფიქსირდა დაახლოებით 640 ათასი წლის უკან. ჩვენ შეგვიძლია დავიანგარიშოთ ამ ვულკანის ამოფრქვევის პერიოდულობა - 600 ათასი წელი. პერიოდულობის მიხედვით, ახლა მომდევნო ვულკანის ამოფრქვევის დროა", - გვამცნობს პავლე პლეჩოვი. ამავდროულად, მისი სიტყვებით, ჩვენ ჯერ არაფერი გვემუქრება. "უკიდურეს შემთხვევაში, ის ხვალ არ აფეთქდება", - გვარწმუნებს პროფესორი.


ვისაც შეგიძლიათ თავს უშველეთ!

აქ შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუკი აშშ-ს მთავრობა საქმის კურსშია, რატომ არაფერს იღონებენ ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად? რატომ არ მიდის მოსალოდნელ კატასტროფაზე ცნობები ფართო მასებამდე? პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია: მოსალოდნელი აფეთქების თავიდან აცილება არ ძალუძს არც შტატებს და არც კაცობრიობას, ერთად აღებულს. ამიტომ თეთრ სახლში უარესი სცენარისთვის ემზადებიან. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსების აზრით, "კატასტროფის შედეგად დაიღუპება მოსახლეობის ორი მესამედი, დაინგრევა ეკონომიკა, დეზორგანიზებული იქნება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. აუცილებელი მოთხოვნილების საგნებით მომარაგების სრული შეწყვეტის პირობებში სამხედრო პოტენციალი უკიდურეს დონემდე დაეცემა და ის მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენის რესურსებს მოხმარდება".

რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებას, ხელისუფლება ამგვარ ღონისძიებას უსარგებლოდ და არამიზანშეწონილად მიიჩნევს. მართლაც, ჩასაძირად გაწირული ხომალდიდან შეიძლება გაიქცე და თავს უშველო, თანაც არა ყოველთვის. მაგრამ, სად უნდა დაემალო დანგრეულ და ალმოდებულ მატერიკს?

აშშ-ს მოსახლეობამ ამჟამად სამასმილიონიან ნიშნულს მიაღწია. პრინციპში, ამ ბიომასის ევაკუირების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობბს, მითუმეტეს, რომ კატასტროფის შემდეგ ხელსაყრელი ადგილები მთელს პლანეტაზე თითქმის არსად აღმოჩნდება. ყოველ სახელმწიფოს თავისი პრობლემა ექნება და მათ დამძიმებას მილიონობით ლტოლვილით არავინ დააპირებს.

ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნამდე მივიდა აშშ-ს პრეზიდენტთან არსებული სამეცნიერო საბჭო. მისი წევრების აზრით, გამოსავალი მხოლოდ ერთია, - ბედის ანაბარა მიატოვონ მოსახლეობა და იზრუნონ კაპიტალის შენარჩუნებაზე, სამხედრო პოტენციალზე და ამერიკის ელიტარულ საზოგადოებაზე. ასე, რომ აფეთქებამდე რამოდენიმე თვით ადრე ქვეყნიდან გაიყვანენ საუკეთესო მეცნიერებს, სამხედროებს, მაღალი ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტებს და ცხადია მდიდრებს. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ყოველ მილიარდერს მომავალ "კიდობანში" ადგილი უკვე დაბევებული ექნება. რაც შეეხება უბრალო მილიონერების ბედს, მათ თვითონ მოუწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა.

საკუთრივ, ზემოთგადმოცემული იფნორმაცია ცნობილი გახდა ამერკელი მეცნიერისა და ჟურნალისტის ჰოვარდ ჰაკსლის წყალობით, რომელიც 80-იანი წლებიდან იკვლევს იელოუსტონის ვულკანის პრობლემას. კავშირი აქვს გეოფიზიკოსთა წრეებთან და როგორც მრავალი ჟურნალისტი დაკავშირებული იყო ცსს-სთან და წარმოადგენს აღიარებულ ავტორიტეტს სამეცნიერო წრეებში.

როდესაც მიხვდა საით მიექანება ქვეყანა, ჰოვარდმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს ცივილიზაციის გადარჩენის ფონდი. მათი მიზანია - გააფრთხილონ კაცობრიობა მომავალი კატასტროფის შესახებ და გადარჩენის შანსი მისცენ ყოველ ადამიანს, და არა მარტო ელიტის წარმომადგენლებს.

http://www.vesti.ru/doc.html?id=448387
წყარო: skuky.net

Комментариев нет:

Отправить комментарий